წითელი ფეხსაცმელი - გზაპრესი

წითელი ფეხსაცმელი

როცა ავტოსადგომზე გავიდნენ, ნიამ ნაბიჯი შეანელა. კარგა გვარიანად ციოდა, მას კი შილიფად ეცვა. შეაჟრჟოლა. გოდერძიმ უფრო მძლავრად მოხვია ხელი.

_ მე გაგათბობ, პატარავ, _ უჩურჩულა და უშნოდ გაიღრიჯა.

ნიამ ხელები მკლავებზე შემოიჭდო და უკან მიიხედა. უცნობი შესასვლელთან იდგა და მისკენ იყურებოდა. ამასობაში გოდერძიმ თავისი შავი "მერსედესი" დაქოქა და წინა სალონის კარი გამოაღო, რათა ნია გვერდით მოესვა.

_ სად მივდივართ? _ უმწეოდ იკითხა გოგონამ.

_ სასტუმროში, _ მედიდურად უპასუხა მამაკაცმა, _ ნომერში გავაგრძელებთ საღამოს.

ნიამ რამდენიმე ნაბიჯით მსწრაფლ უკან დაიხია. არა, ოღონდ ეს არა! _ გული გამალებით უცემდა, უმწეოდ იყურებოდა აქეთ-იქით, თითქოს მშველელს ეძებდა.

გოდერძის მისი პანიკური შიშისთვის არც მიუქცევია ყურადღება, უხეშად წაავლო მაჯაზე ხელი და თავისკენ დაქაჩა. მერე დორბლიანი ტუჩები ყურთან მიუტანა და უჩურჩულა.

_ იქ საუნაა, ორთქლში ვინებივროთ. ზურგს გაგიხეხავ, ფისუნიავ! ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ შენს შიშველ სხეულს. მოდი, ჩაჯექი!

ნიას შიშისა და ზიზღისგან ცივმა ოფლმა დაასხა. ღმერთო, ეს რა ისტორიაში გაება?

დასაწყისი იხილეთ აქ