რატომ აგინა გიგა ბოკერიამ ირაკლი ვაჭარაძეს? - გზაპრესი

რატომ აგინა გიგა ბოკერიამ ირაკლი ვაჭარაძეს?

"თავისუფალი თაობის" ხელმძღვანელი, ლადო სადღობელშვილი თავის "ფეისბუკ"-გერდზე განცხადებას ავრცელებს და გიგა ბოკერიას "ნაციონალების" ცენტრალურ ოფისთან კიდევ ერთი აქციით ემუქრება:

"მინდა ერთ გასაოცარ ფაქტზე მოგითხროთ,რომელიც დღეს საღამოს შემემთხვა. მოკლედ დაახლოებით 1 საათის წინ დამიკავშირდა "იდენტობის" ოფისის თანამშრომელი (რომლის ვინაობასაც მისი კატეგორიული თხოვნის გამო ვერ დავასახელებ). ეს ადამიანი შემხვდა, ის ძლიერ აღელვებული იყო, რადგან როგორც მან მითხრა ოჯახის წევრებმაც კი ბოიკოტი გამოუცხადეს ვაჭარაძის ბოლო განცხადებების გამო. მოკლედ როგორც ამ პირმა მომიყვა "იდენტობა" სერიოზულ ზეწოლას განიცდის გიგა ბოკერიას და ლევან რამიშვილის მხრიდან. ბოკერია გაცეცხლებული ყოფილა იმით, რომ საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დაგეგმილი აქცია გადაიდო, რადგან მანამდე პირდაპირ დავალებებს იძლედა რომ რაიმე სახის პროვოკაცია მოეწყოთ "იდენტობის" წევრებს, რომელიც შემდეგ ძალადობაში უნდა გადაზრდილიყო. როგორც ამ პირმა მაცნობა ბოკერიას საზღვარგარეთ მყოფი ვაჭარაძესთვისაც დაურეკია, სერიოზულად უგინებია იმ მონანიების მსგავსი განცხადების გამო რაც ვაჭარაძემ ბოლოს გაავრცელა. - მიშას ჭირდება ეს ამბავი!!! უარესი თქვი პატრიარქზე!!! პირდაპირ დედა აგინეთ ეკლესიას, თორემ ქუჩის მათხოვრებად გაქცევთ და კაპიკს ვერ ეღირსებით!!!-- ეს ფრაზები ბოკერიას ეკუთვნის. როგორც "იდენტობის" ამ წევრმა მითხრა ისინი ბოკერიას პირდაპირ ტერორში არიან.--- ეხლა კარგად მომისმინე ჩემო გიგა და ტაბულა ბიცოლა -- ხელისუფლების დაკარგვამ გონება სულ მთლიანად ნუ დაგიბნელათ, თქვენი მეთოდები მოძველდა, კბილები დაგიცვდათ და პროვოკაციებს ნუ გეგმავთ, თქვენ მაინც არაფერი გიშველით და ისე ნუ იზამთ რომ ის ათასობით ადამიანი რომელიც "იდენტობის" ოფისთან აპირებდა მისვლას თქვენს ოფისთან არ აღმოჩნდეს და მაშინ მართლა პასუხს გაგებინებთ ყველა იმ საშინელების გამო რასაც ჩადიოდით და ჩადიხართ საქართველოს, ეკლესიის და თავისუფლების წინააღმდეგ. პირდაპირ გაფრთხილებთ, რომ კიდევ ერთი შეურაცხმყოფელი განცხადება ეკლესიის, ჩვენი რწმენის და პატრიარქის მიმართ და აქცია არა თქვენგან დატერორებული "იდენტობის" ოფისთან, არამედ ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისთან გაიმართება და მერე.........."