"ზოოპარკი" საკვებში და გაპატიოსნებულ მიწისქვეშა გადასასვლელებს გილოცავთ - გზაპრესი

"ზოოპარკი" საკვებში და გაპატიოსნებულ მიწისქვეშა გადასასვლელებს გილოცავთ

ხინკლის ე.წ. საამქრო კი - არც მეტი, არც ნაკლები - გლდანის მერამდენეღაც მიკრორაიონის ავტოფარეხში მდებარეობდა. ერთი ცალი ხინკალი ამ "გარაჟში" 0.25 თეთრი ღირდა და ის ალბათ სიიაფის გამო იყო პოპულარული მომხმარებელში. მას მერე, გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა, ყველაზე პრესტიჟულ სახინკლეში მომზადებულ ხინკალშიც კი თაგვის თათს ვეძებ.

ეს ამბავი საქართველოში მოხდა. შეიძლება, ვიღაცამ იფიქროს, რომ სხვაგან მსგავსი რამ არ ხდება, მაგალითად - დასავლეთში, მაგრამ ამ რამდენიმე დღის წინ "ფეისბუკიდან" შევიტყვე, რომ იმ საოცნებო მხარეში თურმე საკვებში "მთელი ზოოპარკი" ჰქონიათ "გაშენებული".

ამბავი #1: "ქათმის კისერი "ჰეფი-მილში"

GzaPressამერიკელმა ქალბატონმა გადაწყვიტა, შვილები "მაკდონალდსში" წაეყვანა. მან ბავშვებისთვის 2 ქათმის "ჰეფი-მილი", ხოლო თავისთვის - ორი ჰამბურგერი შეუკვეთა. მოკლედ, ერთ-ერთი ბავშვი ვერ მოერია დიდ ულუფას და დედამ გადაწყვიტა, მას ჭამაში დახმარებოდა. ჰოდა, ჩაყო ხელი პაკეტში და იქიდან, ულუფის ნაცვლად... ორცხობილაში საგულდაგულოდ ამოვლებული ქათმის მთლიანი კისერი ამოიღო. ისე შეწუხდა მენეჯერი ამ ამბით, რომ დედა-შვილს 3 კვირა მათ ქსელში უფასო სადილი შესთავაზა. ქალმაც ისარგებლა შემთხვევით და ქსელს კომპენსაციის სახით, 100.000 დოლარი მოსთხოვა.

ამბავი #2: "ხვლიკი ნიუ-იორკში"

მანჰეტენელმა თეატრალურმა აგენტმა რობინ სანდუსკიმ, კომბოსტოს სალათაში შუაზე გაწყვეტილი ხვლიკი იპოვა Gუყ & Gალლარდ-ის რესტორნების ქსელში. საკვები მას კურიერმა ოფისში მიუტანა.

"თავიდან სატაცური მეგონა, მაგრამ დავხედე თუ არა, დავინახე, რომ ამ სატაცურს თვალები და თათები ჰქონდა". სანდუსკიმ სალათა უკან დააბრუნა. რესტორნის მენეჯერმა კი განაცხადა, რომ ეს ახალგაზრდა სანდუსკის ოინები იყო, რადგან მას ნიუ-იორკში ხვლიკი საერთოდ არ ჰყავდა ნანახი.

რაღაც თავის დამშვიდებასავით კი გამომივიდა: იქაც მოსდით მსგავსი რამეები, კონტროლი საკვებ პროდუქტებზე იქაც მოიკოჭლებს. ეს საკითხი თურმე არა მარტო ჩვენთან არის აქტუალური. ბოლოს და ბოლოს, ვის არ მოსვლია, ოჯახშიც "გაგეპარება" კაცს რაღაც და ა.შ. (არადა, არ უნდა "გაგეპაროს", ცუდ დიასახლისობაში ჩაგეთვლება; კვების ობიექტისა და ქვეყნის რეპუტაციაზეც ცუდად მოქმედებს).

GzaPressისე, სულ ნეგატიური რამეები კი არ ხდება ამ მსოფლიოში. უვარგისი საკვების, ომების და ტერაქტების გარდა, უამრავი კარგი რამაა მოსაყოლი. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ ჩვენმა ხელისუფალმა შშმ პირებზე იზრუნა და ამიერიდან ეტლით მოსარგებლე ადამიანებს მიწისქვეშა გადასასვლელებით სარგებლობა სპეციალური ლიფტებით შეეძლებათ (ფოტო გადაღებულია ვაკის პარკთან არსებულ გადასასვლელში). ამიერიდან მიწისქვეშა გადასასვლელებთან ასევე შეხვდებით აქაფებული ჯაგრით შეიარაღებულ უამრავ ადამიანს, რომლებიც პერიოდულად იზრუნებენ მათ სისუფთავეზე. ვაშა, აღარ მოგვიწევს მიწისქვეშა გადასასვლელში სუნთქვაშეკრული გავლა!..

მომდევნო "ფეისბუკ-მონიტორამდე"

ქეთი ნიკოლავა