"კაიაო შავი ჯიპები და თბილი სავარძლებიო?" - ელისაშვილის მორიგი კრიტიკა ხელისუფლებას - გზაპრესი

"კაიაო შავი ჯიპები და თბილი სავარძლებიო?" - ელისაშვილის მორიგი კრიტიკა ხელისუფლებას

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქციაზე ოთხი პირის დაკავების ფაქტს აპროტესტებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ელისაშვილი პოსტს "ფეისბუქზე" აქვეყნებს.

"ორი პარტიზანი მებაღე გოგო შესაძლოა აჭარის პოლიციაში მთელი ღამით დატოვონ, მხოლოდ იმიტომ რომ ასწლოვანი ხეების გადარგვას აპროტესტებდნენ.

ყოჩაღ ხელისუფლებას, ყოჩაღ - მასე ქენით, კოჭი უგორეთ ყოველთვის "პირველი პირების" ბრიყვულ ხუშტურებს და აყურყუტეთ გულანთებული ბავშვები ციხეებში. მეტი დასაჭერი ვერავინ ნახეთ ხომ? ხელისუფლების მომხრე, ერთ დროს მიშას სისულელეებით "აღშფოთებული" ადამიანები ხმას რატომ არ იღებენ ნეტა? რაო, კაიაო შავი ჯიპები და თბილი სავარძლებიო? მაგალითად კიკვიძის ბაღის ხეები ხეები იყო და ციხისძირისა არა ხო? ვენაცვალე პარტიზან მებაღეებს !!!", - წერს ელისაშვილი.