ნუნუკა თამაზაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი გოგოს ელოდებიან - გზაპრესი

ნუნუკა თამაზაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი გოგოს ელოდებიან

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მისი მეუღლე მეოთხე შვილს ელოდებიან. როგორც ცნობილია, ნანუკა თამაზაშვილს გოგო ეყოლება.

წყვილს სულ სამი შვილი ჰყავთ. ყველაზე უმცროსი, გაბრიელი მათ გასული წლის აპრილში შეეძინათ. ღარიბაშვილი-თამაზაშვილების ოჯახი მილოცვებს უკვე იღებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს ჟურნალისტი ნინო ჟღარკავაც ავრცელებს, რომელიც როგორც ცნობილია, თამაზაშვილების ოჯახის ახლობელია.

"სანამ ზოგიერთი ჟურნალისტი ,იმ ლეგენდების და ზღაპრების შეთხზვით არის დაკავებული ,თურმე როგორ დაემდურა ღარიბაშვილის მამა ტარიელი მძახლებს და თურმე როგორ უმძრახად არიან ერთმანეთში,მოყვრებს გავახარებ და ვეტყვი,რომ ისინი ერთად არიან უერთმანეთოდ პურს არ ტეხავენ და ღარიბაშვილ-თამაზაშვილები მეოთხე შვილს ელოდებიან,სამი ბიჭის მერე ერთი გოგოო:))) მეც გულით ვიზიარებ მათ სიხარულს", - წერს ჯღარკავა.

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გასული წლის დეკემბერში გადადგა.