თინა ხიდაშელის ვალენტინობის დღე 20 წლის წინ - გზაპრესი

თინა ხიდაშელის ვალენტინობის დღე 20 წლის წინ

ვალენტინობასთან დაკავშირებით, ჩვენამდე ბევრმა ლეგენდამ მოაღწია. დიდი ხანია, ყოველ 14 თებერვალს, უცხოელები ამ დღესასწაულს ზეიმობენ, ხოლო საქართველოში "შეყვარებულების დღეს" ბოლო რამდენიმე წელია, აღნიშნავენ.

თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ერთი წლის წინ, სოციალურ ქსელში, თავის პირად გვერდზე ვალენტინობის დღესასწაული ასე გაიხსენა:

გაცდენილი ლექცია

"ეს იყო ჩიკაგოში, ლექცია გაგვიცდა და საათ-ნახევარი მშვენიერი უნივერსიტეტის დიდებული სამართლის სკოლის სრულიად ფანტასტიკურ ბიბლიოთეკაში გავატარეთ. იმის შემდეგ უკვე 20 წელი გავიდა. ეს ისე გამახსენდა, დღეს ყველა სიყვარულის ისტორიებს ჰყვება. ვალენტინობას გილოცავთ! კი, მგონია, რომ ეს ყველაფერი "ბოროტი ამერიკელების" მოგონილი ხრიკებია, კომერციული ინტერესებით ნაკარნახევი, მაგრამ მაინც გილოცავთ!

პ.ს. 18 წლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ლექცია, რომელიც გამიცდა, მაშინ სწორედ იმ უნივერსიტეტის პედაგოგს, ბარაკ ობამას უნდა ჩაეტარებინა..."

თამუნა კვინიკაძე