"რამდენ აზრს შეიცავს ეს ფოტო, რამდენ ასოციაციას და სევდას ბადებს"- ფოტო თსუ-ს რექტორის კაბინეტიდან - გზაპრესი

"რამდენ აზრს შეიცავს ეს ფოტო, რამდენ ასოციაციას და სევდას ბადებს"- ფოტო თსუ-ს რექტორის კაბინეტიდან

ხმაური, ფიზიკური დაპირისპირება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჩაშვილილი სასწავლო პროცესი და ანტისანიტარია - ასეთია ვითარება დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ორ ჯგუფად დაყოფილი სტუდენტების საპროტესტო ტალღამ გამოიწვია.

ამ დროისთვის უნივერსიტეტის პროფესორებმა რექტორის კაბინეტთან შიმშილობა დაიწყეს.

თვითმმართველობის წევრებმა კი ლადო პაპავას კაბინეტი დაიკავეს და რექტორის გადადგომამდე   გამოსვლას არ აპირებენ.GzaPress

უნივერსიტეტის ლექტორების კი ლადო პაპავას სოლიდარობას უცხადებენ. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული, რადგან ვითარება ამ დრომდე განმუხტული არ არის.

დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო უნივერსიტეტის რექტორის, ლადო პაპავას ოთახიდან, სადაც თვითმართველობის წევრი სტუდენტები შეიჭრენ.

"რამდენ აზრს შეიცავს ეს ფოტო, რამდენ ასოციაციას და სევდას ბადებს"- წერენ სოციალურ ქსელში.

გთავაზობთ კადრებს, თუ რა ვითარებაა თსუ-ში: