შორენა ბეგაშვილის შვილს ხერხემალზე ცხრასაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა - გზაპრესი

შორენა ბეგაშვილის შვილს ხერხემალზე ცხრასაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა

იაშვილის კლინიკა 9 საათიანი ოპერაციის დასრულების შემდეგ შორენა ბეგაშვილის შვილის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ოპერაცია გართულების გარეშე დასრულდა.

"იაშვილის კლინიკის ნეიროქირურგებისა და ტრავმატოლოგების მიერ ჩატარებული 9 საათიანი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა. პაციენტი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ხვალ დილიდან იგეგმება ოპერაციის მეორე ეტაპი ტრავმატოლოგთა გუნდის ჩართულობით", - ნათქვამია იაშვილის კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევა ბარბაქაძეს ოპერაცია ხერხემალზე ჩაუტარდა. როგორც ცნობილია ხვალ მას მენჯ-ბარძაყის და ხელის ოპერაცია ჩაუტარდება.

14 წლის გოგონა 2 დღის წინ საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა. პაციენტი კლინიკაში მრავლობითი მოტეხილობებით შეიყვანეს.