ვინ გამოიწვია თბილისის მეტროში პანიკა - გზაპრესი

ვინ გამოიწვია თბილისის მეტროში პანიკა

მოქალაქემ "ამბები.გე"-ს მიაწოდა ფოტო, რომელზეც ჩანს თბილისის მეტროს ერთ-ერთ ვაგონში მყოფი უცნაურად ჩაცმული მამაკაცი, რომელსაც ხელში ჩანთა უჭირავს. როგორც ჩანს, ნანახით მგზავრები ძალიან შეშინდნენ.

"მეტრო "რუსთაველის" სადგურზე, ვაგონში შემოვიდა უცნაურად ჩაცმული მაღალი მამაკაცი. მის დანახვაზე მგზავრები შევშინდით. მამაკაცი თავიდან ბოლომდე შავებში იყო გამოწყობილი. მხოლოდ ხელის თითები უჩანდა. ჰქონდა გრძელი თმა, მაგრამ ეხურა ისეთი თავსაბურავი, რომ მისი სახის დანახვა შეუძლებელი იყო. ის ჩემს გვერდით დაჯდა. მე შემეშინდა და ავდექი... მომდევნო გაჩერებაზე ჩამოვედი", - ამბობს ამბები.გე-სთან ერთ-ერთი საუბრისას მგზავრი.

ფოტოს ავტორის თქმით, შემთხვევა დაახლოებით პირველი საათისთვის მოხდა.