როგორ გამოიყურება "კომედი შოუს" მსახიობი უმძიმესი ავარიის შემდეგ - გიორგი გოცირიძის ფოტო საავადმყოფოდან - გზაპრესი

როგორ გამოიყურება "კომედი შოუს" მსახიობი უმძიმესი ავარიის შემდეგ - გიორგი გოცირიძის ფოტო საავადმყოფოდან

"კომედი შოუს" მსახიობი გიორგი გოცირიძე, რომელიც მძიმე ავარიის შემდეგ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მკურნალობდა, პალატაში გადაიყვანეს.

"ფეისბუქზე" მსახიობის საავადმყოფოში გადაღებული ფოტოებიც გავრცელდა. როგორც გოცირიძის მეგობრები წერენ, პაციენტი თავს კარგად გრძნობს.

"უკვე პალატაშია და მალე დაგვიბრუნდება... მალე ოთახიდანაც გამოვა" - წერენ გოცირიძის მეგობრები სოციალურ ქსელში.

გიორგი გოცირიძეს 27 აპრილს, ბელიაშვილის ქუჩაზე, გვიან ღამით ავტომობილი დაეჯახა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში შოკურ მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანა. მსახიობს ოთხი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა.