"ევას მამა არ ჰყავს! რომც მოკვდეს, არ დამირეკოთო" - შორენა ბეგაშვილი ევას მამას ამხელს
font-large font-small
 "ევას მამა არ ჰყავს! რომც მოკვდეს, არ დამირეკოთო" - შორენა ბეგაშვილი ევას მამას ამხელს

რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ევა ბარბაქაძის მამის ფოტოები შვილებთან ერთად. რომელზეც დაიწერა კიდეც სტატია, რომ დედასთან და სხვა მეგობრებთან ერთად შვილის გამოჯანმრთელებას მამაც განსაკუთრებით ელოდება.

სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, შორენა ბეგაშვილმა საკმაოდ მწვავე პოსტი გამოაქვეყნა.
"მოსიყვარულე მამა? ორ კვირაში პირველი ოპერაციიდან, კიევში რომ გაიქცა, საქმე მიფუჭდებაო, ერთადერთი საჩუქარი პლანშეტი წაართვა მწოლიარე ბავშვს და შემოგვითვალა, რომც მოკვდეს, არ დამირეკოთო? ეს მოსიყვარულე მამა ელოდება? ევას მამა არ ჰყავს!" - წერს შორენა ბეგაშვილი.
მის პოსტს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, ბევრი შორენას ამხნევებს, ზოგიერთი კი შორენას მეუღლეს იცავს და ამტკიცებს, რომ მამას ევა დედაზე ნაკლებად არ უყვარს.
ბეჭდვა