"როგორ ჩაპუნტულებულან ეს დებიო'' ვერ ისვენებს მასა" ... - გზაპრესი

"როგორ ჩაპუნტულებულან ეს დებიო'' ვერ ისვენებს მასა" ...

ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის და ლანა პაპიძე "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს და მათი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს.

"როგორ ჩაპუნტულებულან ეს დებიო'' ვერ ისვენებს მასა და დაინტერესდა თურმე ასე რამ გაასუქა ორივე დაო....მოგახსენებთ ჯერ მაგდას ჯანმრთელობის მდგ-ბას კარგად იცით მისი უმძიმესი დიაბეტის ამბავი, გარდა ამის გული რომელიც აწუხებს. რაც შეეხება ჩემი ''ჩაპნტულების'' თემას ზოგიერთივით სტუმრების მიღება არ დამიწყია სახლში ამ ტრაგედიის მერე სტრესისგან გონება მეთიშებოდა და გადამარჩინა უფალმა როცა მცხეთის გზაზე ჩემ ლიზისთან ერთად მოვდიოდი მანქანით და წამიერად გამეთიშა გონება და ლიზის კივილმა მომიყვანა აზრზე... ამის შემდეგ დამჭირდა გადასხმები რამაც განაპირობა ჩემი წონაში მომატება.. ახლა დაწყნარდით? კიდევ რით ინტერესდებით მომმართეთ და გიპასუხებთ! ჩემ წონას დარდობს ხალხი თურმე ნუ ნერვიულობთ მალე ჩავდგები ისევ ფორმაში და მაგდასსაც მივხედავ!!!!!!!!!!!!!", - წერს ლანა პაპიძე.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში რამდენიმე დღეა მაგდა პაპიძის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. უკვე დაიკითხნენ გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის დედა ლილი მინდიკაური, საქმის მთავარი მოწმე ოთო ბერძენიშვილი და მაგდა პაპიძის მეზობელი. ყველაზე დაძაბული

ლილი მინდიკაურის დაკითხვის პროცესი იყო, სადაც რამდენჯერმე მასაა და ბრალდებულს შორის დაპირისპირება მოხდა.