გია მაისაშვილის მკურნალობის ხარჯების დასახმარებლად ანგარიში გაიხსნა - გზაპრესი

გია მაისაშვილის მკურნალობის ხარჯების დასახმარებლად ანგარიში გაიხსნა

თავად გია სოცილაური ქსელის საშუალებით ყოველთვის ცდილობს ახლობლებს და დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია მისი მდგომარეობის შესახებ.

რაც შეეხება მკურნალობას, ის ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ოჯახს მატერიალურად ამის საშუალება აღარ აქვს.

სოციალურ ქსელში შეიქმნა გვერდი "თანაგდომა გია მაისაშვილს", სადაც მის დასახმარებლად მსურველებისთვის საბანკო ანგარიშის ნომერიც არის გამოქვეყნებული.

"საქართველოს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრ ბატონ დავით სერგეენკოს, თბილისის მერს ბატონ დავით ნარმანიას, სხვადასხვა ფონდების განმკარგავ ბატონებს და ქალბატონებს, შეძლებულ მოქალაქეებს, ბიზნესმენებს, ბანკირებს. პატივცემულნო, თქვენდამი ჩემი ერთი რიგითი მოქალაქის მომართვა დიდი მორიდებითა და იმედით განაპირობა გია ( გიორგი ) მაისაშვილისადმი, რომელიც სიცოცხლის გადასარჩენად წარმოუდგენელი ვაჟკაცობით იბრძვის, მისი კეთილისმყოფელთა, ფეისბუქზე ანგარიშის ნომრის გამოქვეყნებამ უმძიმესი სენისგან გამოსატაცებლად ფინანსური დახმარების შესახებ.

გიას ოჯახმა ხანგრძლივი მკურნალობის პერიოდში ამოწურა შესაძლებლობები. ვეღარ მიდის რა საზღვარგარეთ , ის რჩება გამოუვალ მდგომარეობაში. პატივცემულნო უჭირს ახალგაზრდა კაცს, რომელსაც სიყრმიდან ეროვნულად უძგერს გული,რომელმაც მიიღო სწავლა-განათლება, რათა გამოდგომოდა თავის დაჩაგრულ სამშობლოს, რომელმაც თავდაუზოგავად იბრძოლა წინა

Advertisement

ხელისუფლების რეჟიმის წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში მიიღო თავის არეში მძიმე დაზიანება, რისგანაც ძალზე დიდი ალბათობით, წარმოიშვა და განვითარდა ტვინის სიმსივნე. ბატონი გიას ადამიანურ ღირსებებზე, ქართველებისა და საქართველოს სიყვარულზე სიტყვებს აღარ გავაგრძელებ, რამეთუ ეს ყველასთვის ცნობილია. გია მაისაშვილის დახმარებით კერძო ქველმოქმედი იქნება იგი თუ სახელმწიფო მოხელე საკუთარი სახელის მადლითა და სიყვარულით ხსენებასაც მოიმკის.

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ყველა მოქმედი ბანკის მეშვეობით.

მიმღები ბანკის კოდი: KSBGGE22

მიმღები ბანკის დასახელება: ტერაბანკი

მიმღების ანგარიში: GE21 KS00 3601 0130 7995 01 GEL, USD.

მიმღების დასახელება: თამარ კაპანაძე - მეუღლე

კონტაქტი +995 577 577717 / +995 595 008885" - წერია მიმართვაში.