"ფეისბუქში" სულხან მოლაშვილის გრდაცვალებას ეხმაურებიან
font-large font-small
"ფეისბუქში" სულხან მოლაშვილის გრდაცვალებას ეხმაურებიან
სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა განუცხადა, გარდაცვალების მიზეზი ღვიძლის უკმარისობა გახდა. ტრაგიკულ ფაქტს სოციალურ ქსელში ცნობილი ადამიანები ეხმურებიან:

ზაზა ფირალიშვილი:
საზოგადოება, ალბათ მაშინ გვერქმევა და ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებიდან მაშინ უნდა ველოდეთ სიკეთეს, როდესაც ის ადამიანები, ვინც ამის მსგავს რამეს ჩაიდენენ, ხმის ამოღებას ვეღარ გაბედავენ და თავისი უტიფრობით ადამიანის რწმენას არ დაგვაკარგვინებენ. ნებისმიერი, ვისაც ძალუძს რაიმეთი მაინც გაამართლოს მოლაშვილის (და კიდევ ბევრის) წამება, არა მხოლოდ პოლიტიკას არ უნდა გაეკაროს, არამედ ადამიანის სახელს არ უნდა ატარებდეს. ვიცნობდი მას. ჯერ კიდევ მაშინ ვიცნობდი, როდესაც სიცოცხლით სავსე კაცი იყო. ბოლოს კი მძიმე ავადმყოფი ვნახე. ესმით კი რა ჩაიდინეს? ცხადია - არა. ესმით კი, რომ თუკი მათ არსებობას ვიტანთ, მხოლოდ იმის გამო, რომ საკუთარ თავს ვცემთ პატივს და ბარბაროსული შურისძიებით ქვეყანა სისხლიან კალოს არ გვინდა დავამსგავსოთ? ეგებ, დაოკდეთ ბატონებო და მიიმალოთ თქვენ-თქვენს ჯურღმულებში?

ოთარ ჩრდილელი:
სულხან მოლაშვილი, გარდაიცვალა!
ადამიანი, რომელიც შეიწირა, არაკაცმა სააკაშვილმა და მისმა არამზადა ნაცბანდამ...
ხსოვნა და სამუდამო პატივგება იყოს, ბატონი სულხანის...

ნინო ლომჯარია:
ძალიან სამწუხარო ინფორმაცია :( ვუსამძიმრებ მის არაჩვეულებრივ შვილებს, მეუღლეს... სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სულხან მოლაშვილის საქმეში დაირღვა კონვენციის 4 მუხლი, მათ შორის, წამების და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა...

მერაბ მეტრეველი:
ყოველთვის მეჯავრებოდა პოლიტკოსები, რომლებიც ადამიანების ტრაგედიებით სპეკულირებდნენ, მაგრამ სულხან მოლაშვილის გარდაცვალების თემა ის საკითხია, როდესაც პოლიტკას და "ნაციონალების" ცხაწლიან რეჯიმს გვერდს ვერ ავუვლით; ვერ ავუვლით თუნდაც სტრასბურგის სასამრთლოს გადაწყვეტილების გამო, რომელმაც მის მიმართ ევროპული კონვენციის 4 მუხლის დარღვევა დაადგინა, მათ შორის მე-3 მუხლის, რომელიც წამებას ეხება. რეჟიმების ეპოქა უნდა დასრუდლეს საქართველოში! სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს.

ინგა გრიგოლია:
წლების მეგობრობა მაკავშირებდა... ძალიან ვდარდობდი მთელი ეს წლები მის ამბავს.. სულ ვკითხულობდი, სულ მკითხულობდა. ვგულშემატკივრობდით ერთმანეთს. ბოლოს ეთერში რომ მყავდა, აშკარად ვეღარ მეტყველებდა კარგად. ძალიან დაღლილი მეჩვენა და უსიცოცხლო... რატომღაც გავიფიქრე, რომ მისი ბოლო ეთერი იყო და პროდუსერსაც გავუზიარე ეს ჩემი განცდა. გული მომიკვდა და ძალიან დამწყდა - სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა (((((((

მაკა რაზმაძე:
იური ვაზაგაშვილი, სულხან მოლაშვილი... ამ გადაცემაში საკუთარ ტკივილზე, უსამართლობაზე და მაინც იმედიან მომავალის გეგმებზე ლაპარაკობდნენ... იმედი ჰქონდათ სამართლის მიღწევის. დღეს არც ერთი აღარაა.... უცნაური გადაცემა იყო....

ლალი მოროშკინა:
ამ კაცზე ვინ აგებს პასუხს ვინ???
ა რ ა ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ოოოო!!!!!

თამაზ მეჭაური:

შეიწირეს სატანებმა... რატომ არ აღშფოთდნენ "მეგობარი" ქვეყნების ელჩები?

პაატა ქურდაძე:
უნკალური ინსტიტუციონალური სადიზმის კიდევ ერთი მსხვერპლი. ძალიან ვწუხვარ!

თაკო ჩხეიძე:
ძალიან შემეცოდა, რაც ეს კაცი აწამეს და ტანჯეს, აგო ვინმემ პასუხი?!

ხათუნა ჟორდანია:
2003 წლის ნოემბერი. თავზარდაცემული ვარ - მერაბი დაიჭირეს. დაბნეული ვარ, სასოწარკვეთილი, არ ვიცი რა ვქნა, როგორ მოვიქცე. მგონია ცა დამემხო თავზე. ამ დროს გაისმა მობილურის ხმა. გამარჯობა ხათუნა. სულხანი ვარ მოლაშვილიო. გამიკვირდა. არ ვიცნობდი. დამამშვიდა, გამამხნევა :(((((( და რაც მთავარია არ ინერვიულო შენი ძმა კაციაო მითხრა. იმ წუთიდან შემიყვარდა, ჩემს პატივისცემას ის ყოველთვის იმსახურებდა, მითუმეტეს მის ცოლთან და ცოლის დასთან ბავშვობიდან ვახლობლობდი. ამის შემდეგ დავმეგობრდით. შემდეგ ის დაიჭირეს. ძალიან ვგულშემატკივრობდი. :(((((( ბოლოს მისი შვილის ქორწილში ვნახე. :((((((
კიდევ ერთი კარგი კაცი წავიდა ამ ქვეყნიდან. აცხონოს ღმერთმა მისი სული.

მიხეილ ცილიკიშვილი:
გარდაიცვალა მაგარი ქართველი ადამიანი
აწვალეს, აჯახირეს, არ დააფასეს
ვიზიარებ ოჯახის წუხილს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ახალგაზრდა მსახიობი მკურნალობის კურსს თურქი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაივლის.
15 მოწმე ბავშვიდან არც ერთი მკვლელს რომ არ ამხელს, ეს ტრაგედია არ არის?!, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი Fაცებოოკ-ის გვერდზე წერს.
ბერ­ლი­ნის კედ­ლის 19 ნა­ტე­ხი­დან, ერთ-ერ­თი წარ­წე­რით - Danke, Eduard მის სახლ-მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა
"მაია ასათიანი, ცხოვრების მთავარი შეხვედრა წინ გელოდება"...
ორთაჭალაში დატრიალებულ უდიდეს ტრაგედიას ფეიქბუქის პირად გვერდზე ეხმაურება დიზაინერი ლიკა ყაზბეგი:

ფოტოს სოციალურ ქსელებში განიხილავენ და კონუეის ეტიკეტის ნორმების დარღვევის გამო აკრიტიკებენ.


კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
509 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი