"დამიჭირე, თუ შეძლებ" - გუკა რჩეულიშვილის ცინიკური პოსტი ფეისბუქზე - გზაპრესი

"დამიჭირე, თუ შეძლებ" - გუკა რჩეულიშვილის ცინიკური პოსტი ფეისბუქზე

გუკა რჩეულიშვილი დღეს თბილისის პროკურატურაშია დაბარებული. პროდიუსერი უწყებაში 11:00 საათზეა დაბარებული, თუმცა სავარაუდოდ არ გამოცხადდება, რადგან მისი ადგილსამყოფელი არათუ სამართალდამცველებმა, ოჯახის წევრებმაც არ იციან.

სანამ ოჯახი და პოლიცია პროდიუსერს ეძებს, გუკა რჩეულიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ცინიკურ პოსტს აქვეყნებს: ცნობილი ფილმის - Catch Me If You Can (დამიჭირე, თუ შეძლებ) პოსტერს. შეგახსენებთ, ფილმი ფრენკ აბიგნეილის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც წლების მანძილზე ახერხებდა დასხლტომოდა ფედერალური ბიუროს აგენტებს.GzaPress

გუკა რჩეულიშვილის ამ პოსტს მისი მეგობრების კომენტარები მოჰყვა. პროდიუსერს ცნობილი სახეებიც გულშემატკივრობენ: "გუკა ღმერთმა გაგაძლიეროს და ძალა მოგცეს!" - წერს ანთიმოზ ბიჩინაშვილი პოსტზე. "გუკი გამაგრდი ჩემი ძმა ფრთხილად იყავი"; "ჩამოდი ესტლანდში, ისე დაგმალავ ინტერპოლი ვერ მოგძებნის", - წერენ მეგობრები უმცროს რჩეულიშვილს.