"თურმე როგორი ყოფილა სინამდვილეში ფიროსმანი!"
font-large font-small
"თურმე როგორი ყოფილა სინამდვილეში ფიროსმანი!"
"ფიროსმანის კადრები 1911 წელს გადაღებული კინონარკვევიდან "დ.სარაჯიშვილის დაკრძალვა".


მაია ავლოხაშვილის ფეისბუქზე აქვეყნებს ფოტოს წარწერით: "ფიროსმანის კადრები 1911 წელს გადაღებული კინონარკვევიდან "დ.სარაჯიშვილის დაკრძალვა".
P.ს. 1912-შია აკაკის მოგზაურობა.
---------------------------------------------------
ნამდვილად არ მეგონა ახსნა-განმარტებითი ბარათის დაწერა ფიროსმანის ფოტოს გამო მე თუ მომიწევდა :) მაგრამ სხვა გზა არ მაქვს :)
"შოთა ლომსაძე-სამცხე-ჯავახეთის მემატიანე"-რედაქტორები მარიამ ლორთქიფანიძე და მწერალი ჯუმბერ თითმერია. რეცენზენტი: პროფესორი გაიოზ ჯავახიშვილი. შემდგენელი ლეილა ბურჯანაძე მადლობას უხდის საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენ.დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს, სწავლულ მდივანს მიხეილ წერეთელს დ.აჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმის დირექტორს ზურაბ თვალჭრელიძეს."
"კრებულზე მუშაობისას მხარში მედგა მთელი (ისტორიის) განყოფილება, განსაკუთრებით ჩემი მეგობარი კოლეგები, მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლები" წერს შემდგენელი ( შემდეგ ჩამოთვლილია გვარები).

თუ ამდენმა პროფესიონალმა ყველამ ერთად ხელი მოაწერა სიყალბეს და ასე უპასუხისმგებლოდ გავიდა ეს მასალა (სხვა დანარჩენთან ერთად. ჟურნალი 299გვერდიანია. 2006წ. გამომცემლობა "საარი")
მაშინ მეც, როგორც მკითხველი ისეთივე მსხვერპლი ვარ, როგორც ყველა დანარჩენი. :) ასევე,უნდა ჩავთვალოთ, რომ ლადო გუდიაშვილიც შეცდა: "ამჯერად მხოლოდ ფიროსმანზე შევჩერდებით. დღემდე არსებობდა ამ დიდი მხატვრის ერთადერთი ცუდად გადაღებული ფოტოსურათი, რომელიც 1916 წელს დაიბეჭდა გაზეთ "სახალხო საქმის" სურათებიან დამატებაში. მიმდინარე წელს კი ოქტომბერში გამოქვეყნდა ჯგუფიდან ამოღებული მისი სხვა სურათი. ახლა კი უკვე ეკრანზე ვნახეთ. დ.სარაჯიშვილის გასვენებაზე მისულა ჩვენი ფიროსმანი, "ხალხში გარეულა", გარეულა და მაინც თავისთვის ტრიალებს. "საწყალი ნიკალა", "უბედური მხატვარი" თითქოს გაიძახიან აქეთ-იქიდან. ფიროსმანი კი თბილისის ქუჩებში როგორც მუშამბაში , ისეა გახვეული და ამ მითქმა-მოთქმის არა ესმის რა. ხალხში დგას და საკუთარ ოცნებებში დაკარგულა. ამბობენ-დაკარგვა ნიკალას ბედი იყოო. (...) და აჰა, მქადაგებელი ეკრანზეა, მაგრამ სიხარული ნაადრევია-ხომ არ ვცდებით? საჭიროა შემოწმება, ვინ იცნობდა ფიროსმანს პირადად?ლადო გუდიაშვილი ხელახლა ხედავს თავის ძველ მეგობარს და თვალები ცრემლებით ევსება. -ის არის, ის...მხოლოდ აქ უფრო მხნე და ვაჟკაცური, ჯერ კიდევ გაუტეხელი, ფიროსმანი მაშინ სადგურის მახლობლად მუშაობდა ღვინის სარდაფში. ახლა მე მას მესამედ შევხვდი,-ამბობს ლადო."
წერილის სათაურია: "ფიროსმანის სახე. 1911 წელს გადაღებული კინონარკვევი მოგვითხრობს."
ხოლო ფოტოებს აწერია: "ამ კადრებმა შემოგვინახეს ნიკო ფიროსმანაშვილის სახე. მხატვრის ეს პორტრეტიც ამოღებულია ამ კინონარკვევიდან."

თუმცა, მაინც ვერ ვხვდები რა პრობლემაა ხელახალი გადამოწმება. ვგულისხმობ პროფესიონალების აზრს."- წერს მაია ავლოხაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
26.03.2017
წითელი არ იყო და ამიტომაც არად დაგიდევენ ჩვენს, ჩვენგან, გატანჯულ მხატვარს!
ლია
01.03.2017
არადა რა ეშნოს და ბებერს ხატავენ, ტურმე კი რა ახალგარზდა და ლამაცი ყოფილა
ჰმ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ახალგაზრდა მსახიობი მკურნალობის კურსს თურქი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაივლის.
15 მოწმე ბავშვიდან არც ერთი მკვლელს რომ არ ამხელს, ეს ტრაგედია არ არის?!, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი Fაცებოოკ-ის გვერდზე წერს.
ბერ­ლი­ნის კედ­ლის 19 ნა­ტე­ხი­დან, ერთ-ერ­თი წარ­წე­რით - Danke, Eduard მის სახლ-მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა
"მაია ასათიანი, ცხოვრების მთავარი შეხვედრა წინ გელოდება"...
ორთაჭალაში დატრიალებულ უდიდეს ტრაგედიას ფეიქბუქის პირად გვერდზე ეხმაურება დიზაინერი ლიკა ყაზბეგი:

ფოტოს სოციალურ ქსელებში განიხილავენ და კონუეის ეტიკეტის ნორმების დარღვევის გამო აკრიტიკებენ.


კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი