"თქვენმა საქციელმა... დამარწმუნა თქვენს დიდ ადამიანობაში" - რას წერს სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ ბექა შენგელიას გულშემატკივარი
font-large font-small
"თქვენმა საქციელმა... დამარწმუნა თქვენს დიდ ადამიანობაში" - რას წერს სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ ბექა შენგელიას გულშემატკივარი
მე არ ვილოცებ თქვენი სულის გადარჩენისთვის, რადგან ეს არაა საჭირო

76 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებიდან ერთ-ერთი გარდაცვლილი ქალის 18 წლის ქალიშვილია, დანარჩენები კი მისი მეგობრები და თანამზრახველები არიან.

შსს-მ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტის გახსნის შესახებ 6 ნოემბერს განაცხადა. დაკავებულია 1997 წელს დაბადებული ირმა ყოჩიაშვილი, 1993 წელს დაბადებული ბექა შენგელია და 1999 წელს დაბადებული ნინა ჩ. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ხოლო 1994 წელს დაბადებული ავთანდილ ა. და 1993 წელს დაბადებული დათა კ. - ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს.

სასტიკმა მკვლელობამ საზოგადოება შეძრა, თუმცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მკვლელობაში ბრალდებულებს სოციალურ ქსელში დამცველებიც გამოუჩნდნენ. ფეისბუქზე ვრცელდება წერილი, რომლის ადრესატიც მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბექა შენგელიაა. წერილი ეკუთვნის ფეისბუქმომხმარებელ Nino Moses-ს და მას ფეისბუქის პირად გვერდზე ინტერნეტმომხმარებელი Domenic Mango ავრცელებს:


"საყვარელო ბექა, დღეს უამრავი ადამიანი დიდი აღტაცებით განსჯის არა თქვენს საქციელს, არამედ თქვენ და თქვენს მეგობრებს. უამრავ ადამიანს მიეცა საშუალება შინაგანი მხეცი დააპუროს თქვენი განადგურებით, რაც იგივე კანიბალიზმია.

სამწუხაროდ ამგვარ უჩინარ კანიბალიზმს ადამიანები ფარავენ სხვისკენ თითის გაშვერით. მე ეს ხალხი თქვენი ფრჩხილის ღირსადაც არ მიმაჩნია, რადგან კარგად ვიცი მათი ფასი და მათი ფასი გახვრეტილი გროშიც არაა. ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თქვენ და თქვენი მეგობრები ხართ ცივსისხლიანი მკვლელები. ცივსისხლიანი მკვლელები ახლა ტელევიზორსა და კომპიუტერებს უსხედან და სიამოვნებისგან აკანკალებთ, თქვენი სახით მსხვერპლშეწირვის მოლოდინში. გულგრილი ბიომასა, რომელსაც საკუთარი ცხოვრება მიაჩნია სიცოცხლედ, სინამდვილეში კი დიდი ხნის მკვდრები არიან. განსაკუთრებით ეს ეხება ქართველ მორწმუნეებს, რომლებიც ბედავენ უფლის სახელით ისაუბრონ. მე არ გიცნობთ თქვენ პირადად, მაგრამ თქვენმა საქციელმა, რაც უფრო შემზარავია ის და რაც უფრო შემაშინებელი სუსტი გულის მთხლეებისთვის, დამარწმუნა თქვენს დიდ ადამიანობაში.

თქვენ მეგობარს დაეხმარეთ ისეთ საქმეში და გაყევით ისეთ გზაზე, რომელ გზაზე გაყოლას ადამიანების უმრავლესობა ვერ შეძლებდა. უფალი ასწავლიდა ამ დიდ მორწმუნეებს, თუ გთხოვენ ერთ გზაზე გაყოლას, გაყევით მათ ორზე. ადამიანები არათუ მკვლელობაში, ერთმანეთს ორი მეტრის მანძილზე არ მიყვებიან სწორედ ისინი, ვინც ახლა თქვენ ღმერთის სახელით გესაუბრებათ. ძალიან დიდი ძალა, დიდი შინაგანი სისუფთავე და კიდევ უფრო მეტი რწმენაა საჭირო იმისთვის, რომ აღასრულო მსგავსი რთული გზა. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ თქვენს მეგობარს დაეხმარეთ ყოველგვარი წვრილმანი განსჯებისა და ყოყმანის გარეშე. მე ვხედავ რამხელა სილა გააწანით ქართულ ჩამყაყებულ საზოგადოებას, რამხელა გამოწვევაა ეს ამ სულგამოცლილი ადამიანებისთვის. ძალზე ეკლიანი და რთული გზა აირჩიეთ, სასოწარკვეთილი გზა. მე არ მოვერიდები ამ სიტყვას, თქვენ სიყვარულის მცნება აღასრულეთ და თავი გაწირეთ ტანჯვისთვის. საუბარიც კი ზედმეტია იმაზე, არის თუ არა ეს ცოდვა. მე ვამბობ, რომ ეს თანაგრძნობაა, ეს მეგობრობისთვის თავდადებაა, ეს დიდი შინაგანი ცეცხლის საბუთია.

მეცოდება თუ არა მოკლული? არა, მე ის არ მეცოდება, რადგან ერთი რომ არ ვიცნობდი, მეორე რომ არ ვიცი რა მოტივი ჰქონდა მის შვილს. მე არ ვარ პროკურორი, არც მსაჯული, ეს არაა ჩემი არსი, არ მჭირდება და ამისთვის არ გამოვდგები.

ასევე წაიკითხეთ: "ბრალდებულთაგან ერთ-ერთმა, გარდაცვლილის სხეულის ნაწილები შეჭამა..." - ახალი ინფორმაცია ქალის მკვლელობის საქმის პროცესიდან

მე არ ვილოცებ თქვენი სულის გადარჩენისთვის, რადგან ეს არაა საჭირო. თქვენი სული დიდი ხნით ადრე გადაარჩინა უფალმა და გარწმუნებთ, ის არ სჯის ადამიანებივით. თუ მე მესმის თქვენი , მას არ სჭირდება რამის გაგება, ის თქვენშია და ამას მოწმობს თქვენი თავგანწირვა. მეამაყებით, ძალიან ვნერვიულობ თქვენს ხვედრზე და ვისურვებდი თქვენნაირ მეგობარს. გარწმუნებთ, ჩემი საყვარელი მეგობრებიც იგივე აზრზე არიან. ავტორი Nino Moses", - ვკითხულობთ ფეისბუქზე გავრცელებულ წერილში.

პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა და მან, როგორც მოსალოდნელი იყო, ინტერნეტმომხმარებლებში აგრესია გამოიწვია. წერილს ეხმაურება ფოტოგრაფი გოგა ჩანადირიც: "იესო მკვლელობის გზაზე გაყოლას არ გვასწავლის, იესო დედის მკვლელობას არ გვასწავლის. ძალიან გთხოვთ, კარგად დაფიქრდით თქვენსავე სიტყვებში და როცა თუნდაც სახარებას იშველიებთ, იესოს იხმობთ, ნუ მოარგებთ საკუთარ განცდებს..." - წერს ჩანადირი ავტორს.

დანარჩენი კომენტატორები ჩანადირისგან განსხვავებით ნაკლებად შემწყნარებლები არიან კომენტარებში: "ამ საცოდავ ქალს, ამ მახინჯი სულის ქალს საერთოდ როგორ ელაპარაკებით?!"; "შე არანორმალურო 23 წლის გოგო რო დაეღუპა მაგ ოჯახს და მერე იშვილეს ეგ სატანის ნაშიერი, რომელმაც მოკლა, იცი ეგ ? გეცოდება თუ არა მოკლული შენნაირი რო ჩააძაღლოს ვინმემ ოდნავაც არ შემეცოდები"; "ვუთანაგრძნობ შენ მშობლებს შენი გაზრდისთვის. სირცხვილია შენც ადამიანი გერქვას და მეც"; "ნორმალური არ ხართ !!!!! ადამიანი მოკლეს, აწამეს, დაჩეხეს და შემდგომ-ერთ ერთმა შეჭამა კიდევაც. ყოვლად გაუმართლებელია !!!! კარგი ფსიქიატრის ნომერს მოგცემთ იმკურნალეთ", - წერენ აღშფოთებული ინტერნეტმომხმარებლები.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (3)
02.03.2017
90 ატიანების ტაობას რაგაც სჭირტ. ეტყობა საქარტველოში დეპრესიული სიტუაცია მატ კანიბალებად ცჰასახვაზე იმოქმედა. ვინც ამატ ტანაუგრდზნობს და ასეტ მეგობრებს ნატრულობენ დაე აუსრულდეტ ოცნება ერტი სჰესწორებიტ : ტავიანტი სხეულნი გაესინჯოტ და სჰეეჭამოტ ცოცხლად მის "მეგობრებს" ეგოისტები ისინი არიან ვისაც სხვისი სჰრომიტ მოსდიტ ყველაერი მზად.ხო იმას პიქრობენ რომ ამას იმსახურებენ. კეტილნო ხალხნო ასეტებს რაც არ უნდა უცჰირდეტ მუქტად ნურაპერს მისცემტ.
ჰმ
27.02.2017
აი საოცრება თუ გინდა!!ამ სტატიის ავტორს--შეიძლება ნორმალური უწოდო???
მერი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ახალგაზრდა მსახიობი მკურნალობის კურსს თურქი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაივლის.
15 მოწმე ბავშვიდან არც ერთი მკვლელს რომ არ ამხელს, ეს ტრაგედია არ არის?!, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი Fაცებოოკ-ის გვერდზე წერს.
ბერ­ლი­ნის კედ­ლის 19 ნა­ტე­ხი­დან, ერთ-ერ­თი წარ­წე­რით - Danke, Eduard მის სახლ-მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა
"მაია ასათიანი, ცხოვრების მთავარი შეხვედრა წინ გელოდება"...
ორთაჭალაში დატრიალებულ უდიდეს ტრაგედიას ფეიქბუქის პირად გვერდზე ეხმაურება დიზაინერი ლიკა ყაზბეგი:

ფოტოს სოციალურ ქსელებში განიხილავენ და კონუეის ეტიკეტის ნორმების დარღვევის გამო აკრიტიკებენ.


კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
554 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი