"ყოველი ხელფასიდან ასე, ჩუმად რიცხავდა ფულს..." - ის, რაც მაია ასათიანის შესახებ ბევრმა არ იცის
font-large font-small
"ყოველი ხელფასიდან ასე, ჩუმად რიცხავდა ფულს..." - ის, რაც მაია ასათიანის შესახებ ბევრმა არ იცის
ის ბერი ანდრიას ფონდში ყოველ თვე გარკვეულ თანხას რიცხავდა.

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც მაია ასათიანის მიერ გაკეთებული სიკეთის შესახებ წერს. როგორც ირკვევა, ტელეწამყვანი ბავშვებს ხშირად ეხმარებოდა. ის ბერი ანდრიას ფონდში ყოველ თვე გარკვეულ თანხას რიცხავდა.

"მამა ანდრია 23 წლის გახდებოდა. 16 წლის იყო, ბერად რომ აღიკვეცა. მალევე გარდაიცვალა სიმსივნით.
მან დედას სთხოვა, რომ ტკივილი სიმსივნით დაავადებული ბავშვების მოვლით დაეძლია.
დედა თინათინმა თანამოაზრეებთან ერთად ბერი ანდრიას ფონდი ჩამოაყალიბა და დიდ დიღომში თავშესაფარი გახსნა. ძირითადად რაიონებიდან ჩამოსული ბავშვები სარგებლობენ, რადგან მათ თბილისში დასარჩენი არ აქვთ.

ფონდმა ბევრი ბავშვი
სიკვდილს გამოგლიჯა. ბევრის სიცოცხლის ხარისხიც გაუმჯობესდა. და ერთ-ერთი მათგანი, ვინც ამ ფონდზე ზრუნავს, მაია ასათიანია. ეს არავინ იცოდა, თავად ფონდის გარდა. ის ყოველი ხელფასიდან აი, ასე, ჩუმად რიცხავდა ფულს. ასეთია სპარტაკ ცუცქირიძეც, ვისზეც ადრე ვწერდი.
ბერი ანდრია სიცოცხლეს აგრძელებს. ის ჩვენგან ელის მაიას და სპარტაკისმსგავს ადამიანებს, რათა ბევრი ბავშვი გადარჩეს", - წერს გოგა ჩანადირი.

შეგახსენებთ, მაია ასათიანს 23 თებერვალს 18 წლის ქალიშვილი გარდაეცვალა.
ბეჭდვა