"როცა აყვავდება, წითელი ყვავილებით შეიმოსება" ... - ნუცა მახვილაძის ხსოვნისთვის პარიზის უნივერსიტეტის ეზოში ხეს დარგავენ - გზაპრესი

"როცა აყვავდება, წითელი ყვავილებით შეიმოსება" ... - ნუცა მახვილაძის ხსოვნისთვის პარიზის უნივერსიტეტის ეზოში ხეს დარგავენ

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელიც პარიზის უნივერსიტეტშია გადაღებული, წამყვანი მაია ასათიანს მიმართავს :

"ამ ხეს ჩარგავენ პარიზში, ამერიკულ უნივერსიტეტში. ბავშვებს როგორც აუხსნეს იაპონური ხეა და როცა აყვავდება, წითელი ყვავილებით შეიმოსება. ნუცას ფერი იქნებაო... მაია ასათიანი.. " წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

მაია ასათიანის და ირაკლი მახვილაძის ქალიშვილი პარიზის საავადმყოფოში 23 თებერვალს გარდაიცვალა. გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნუცა მახვილაძე საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა.