"ამიერიდან დიდ სცენას, ციხის კარები შეცვლის ... პრიმა–ბალერინას სტატუსი კი ....დედის მკვლელით შეიცვლება!" - გზაპრესი

"ამიერიდან დიდ სცენას, ციხის კარები შეცვლის ... პრიმა–ბალერინას სტატუსი კი ....დედის მკვლელით შეიცვლება!"

"ამიერიდან დიდ სცენას, ციხის კარები შეცვლის. სიყვარულს–სიძულვილი! თავისუფლებას–საკანში გატარებული საუკეთესო წლები! პრიმა–ბალერინას სტატუსი კი ....დედის მკვლელით შეიცვლება!

ჩემი თათას კოლეგა იყო ანი მურადელი. ლამაზი , ნიჭიერი, სიფრიფანა გოგონა, რომელსაც ღმერთმა ყველაფერი მისცა .... იღბალის გარდა.

მისი სისუსტის შესახებ ორი წლის წინ გავიგე და მიკვირდა, როგორ შეეძლო, როგორ ცეკვავდა საერთოდ, როგორ ახერხებდა ვარჯიშს. მიუხედავად ყველაფრისა მთელი ოპერის დასი, სამეგობრო.... გვერდში ედგნენ. აფასებდნენ მის ნიჭს. ჩემი აზრით აუცილებლად უნდა ჩართონ მის საქმეში ექიმები და ფსიქოლოგობი, რომ ეს მძიმე ჯვარი შეუმსუბუქდეს ამ ადამიანს. ცოდოა დედამისი, მაგრამ ათასჯერ უფრო ეს გოგო მებრალება", - წერს ლიკა ყაზბეგი.

გუშინ, 20 მაისს, ორთაჭალაში შვილმა დედა მოკლა.