ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თ­ვე­ლი ცნო­ბი­ლი ქა­ლე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა
font-large font-small
ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თ­ვე­ლი ცნო­ბი­ლი ქა­ლე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა
ცის­ნა­მი საყ­ვარ­ლიშ­ვილს ტი­ტუ­ლი ჩა­მო­არ­თ­ვეს


რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თ­ვე­ლი ემიგ­რან­ტი, ცის­ნა­მი საყ­ვარ­ლიშ­ვი­ლი სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­ს­ზე - "მის ტუ­რიზ­მი", მთა­ვა­რი პრი­ზის და "მის სი­კე­თის" ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და.


ამ ფაქტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თ­ვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ, მსა­ხი­ობ­მა იუნა შა­ფა­თა­ვამ საყ­ვარ­ლიშ­ვილ­ზე სკან­და­ლუ­რი პოს­ტი გა­ა­კე­თა, სა­დაც მას თაღ­ლი­თი უწო­და.
"ეს ადა­მი­ა­ნი ცრუ­ობს. ცრუ­ობს პორ­ტა­ლიც. ყვე­ლა პორ­ტა­ლი, რო­მე­ლიც გა­ავ­რ­ცე­ლებს ყალბ ინ­ფორ­მა­ცი­ას, არ­ღ­ვევს ჟურ­ნა­ლის­ტი­კის პრინ­ცი­პებს. რად­გან მეც ამ ქვე­ყა­ნა­ში ვარ, არ და­ვუშ­ვებ ასე­თი სი­ყალ­ბით ხალ­ხის და­ბო­ლე­ბას. უკ­ვე არა­ერ­თხელ ვთქვი და სხვა ქარ­თ­ვე­ლებ­მაც და­მი­დას­ტუ­რეს, რომ ეს ადა­მი­ა­ნი(?!) არის თაღ­ლი­თი, აფე­რის­ტი, ქურ­დ­ბა­ცა­ცა და ამე­რი­კა­ში ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და ნე­გა­ტი­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი. არც ჟურ­ნა­ლის­ტია და არა­ნა­ი­რი წარ­მა­ტე­ბა მას ზურგს არ უმაგ­რებს, გი­ჟო­ბის გარ­და. მე გავ­ჩუმ­დე­ბო­დი, რომ არა ეს დი­დი ტყუ­ი­ლი "ბროდ­ვე­ის სცე­ნა­ზე ქარ­თუ­ლი დრო­შის გაშ­ლა­ზე". ეს ტყუ­ი­ლი ზი­ანს აყე­ნებს რო­გორც ქარ­თ­ველ არ­ტის­ტებს, რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი­კის სი­მარ­თ­ლის, ობი­ექ­ტუ­რო­ბის, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბი­სა და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბის პრინ­ცი­პებს, ასე­ვე ქარ­თ­ვე­ლე­ბის ყალ­ბად "წარ­მო­ჩე­ნას" სა­ეჭ­ვო კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის ფა­სი­ან შეკ­რე­ბა­ზე. ასე­თი 10-კა­ცი­ა­ნი "კონ­კურ­სე­ბი" აქ დღე­ში 1000-ჯერ ტარ­დე­ბა და ბროდ­ვეი არის ქუ­ჩა, უამ­რა­ვი ფარ­თით. არც ერ­თი ბროდ­ვე­ის თე­ატ­რის სცე­ნა არ ქი­რავ­დე­ბა თაღ­ლი­თებ­ზე. უფ­რო მე­ტიც, კას­ტინ­გე­ბიც კი ბროდ­ვე­ის სპექ­ტაკ­ლ­ში მო­სახ­ვედ­რად, უმე­ტეს­წი­ლად სხვა სტუ­დი­ებ­ში იმარ­თე­ბა, არა­თუ ეს შრე­კე­ბის ჯო­გი (სუ­რათს კო­მენ­ტარ­ში და­ვურ­თავ) გა­უშ­ვან, იბო­გი­ნონ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ით. ვთხო­ვე გო­გას, ნუ ავ­რ­ცე­ლებს ყალბ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რა­ზეც ვი­ღებ ჩე­მი "დო­ნის" შე­უ­ფე­რებ­ლო­ბის მი­თი­თე­ბებს და იმ თაღ­ლი­თის კვლავ უაზ­რო, ყალბ კო­მენ­ტა­რებს.
კი­დევ ერ­თხელ, ხაზ­გას­მით აღ­ვ­ნიშ­ნავ: ეს ადა­მი­ა­ნი ცრუ­ობს, არა­ნა­ირ წარ­მა­ტე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბას არ ეწე­ვა, აფი­ში­რე­ბას უწევს ყალბ დიპ­ლომს, არ გა­აჩ­ნია ელე­მენ­ტა­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, არ იცის ინ­გ­ლი­სუ­რი ენა, გა­მარ­თულ სა­ლა­პა­რა­კო დო­ნე­ზეც კი.
ძა­ლი­ან გთხოვთ, გა­და­ა­მოწ­მეთ ინ­ფორ­მა­ცია მსგავ­სი თაღ­ლი­თე­ბის მი­ერ წე­სი­ერ მო­მუ­შა­ვე ქარ­თ­ვე­ლებ­ზე ამე­რი­კა­ში ჩრდი­ლის მი­ყე­ნე­ბი­სა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. ეს არის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა, შემ­დეგ­ში ამ ქალ­ბა­ტო­ნის ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია გა­და­ა­მოწ­მეთ მსგავ­სი შეკ­რე­ბე­ბის არარ­სე­ბულ ვებ­გ­ვერ­დებ­ზე...
ხვდე­ბით სი­ყალ­ბის დო­ნეს? ათ­კა­ცი­ა­ნი შეკ­რე­ბა, ფა­სი­ა­ნი "სერ­ტი­ფი­კა­ტი", გი­ჟე­ბის ორი მხარ­დამ­ჭე­რი, ერ­თ­კა­ცი­ა­ნი ("კონ­კურ­სის დამ­ფუძ­ნებ­ლის") ჟი­უ­რი, მოტყუ­ე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი უფა­სო კა­ბის გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით და სპონ­სო­რი დი­ა­ნა "ბაგ­რა­ტი­ო­ნი".
ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დამ­ც­ვე­ლებ­თან და სა­ერ­თოდ, თა­ვა­დაზ­ნა­ურ­თა საბ­ჭოს­თა­ნაც მაქვს შე­კითხ­ვა: ულა­მა­ზეს, უც­ნო­ბი­ლეს, უწარ­მა­ტე­ბუ­ლეს, მარ­ტო­ხე­ლა დე­დას, ქალს, ბე­გაშ­ვილს რომ უსა­ფუძ­ვ­ლოდ და შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფე­ლად ჭამ­დით, და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნის და­სა­ცა­ვად და არა­ვინ გა­ბე­და თქვენს წი­ნა­აღ­მ­დეგ ლა­მა­ზი ქა­ლის და­სა­ცა­ვად ხმის ამო­ღე­ბა, ამ თაღ­ლი­თებ­ზე გა­ა­კე­თეთ კო­მენ­ტა­რი, აჯო­ბებს, თქვე­ნი "ღირ­სე­ბის" და­სა­ცა­ვად, კერ­ძოდ, ბა­ტონ კო­პა­ძეს ვთხოვ ამ ოდი­ო­ზურ თაღ­ლი­თებ­ზე ორი­ო­დე სიტყ­ვით კო­მენ­ტარს ან თუნ­დაც შო­რი­დან, ყუ­რადღე­ბის მიქ­ცე­ვას, ლა­მაზ ქა­ლებ­ზე ჯენ­ტ­ლ­მე­ნი თა­ვა­დის­თ­ვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი შე­უ­რაცხ­ყო­ფის და­რი­გე­ბის ნაც­ვ­ლად. დი­დი ხა­ნია მინ­დო­და ამის თქმა და ერ­თ­მა "ა­რის­ტოკ­რატ­მა" თაღ­ლი­თე­ბის მფარ­ველ­მა მომ­ცა კი­დეც ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.
გა­უფ­რ­თხ­ლ­დით ქარ­თულ იმიჯს, რო­ცა რე­ა­ლუ­რად ვი­ღაც ცდი­ლობს გა­მიზ­ნუ­ლად ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს მას", - წერს იუნა შა­ფა­თა­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, ცის­ნა­მი საყ­ვარ­ლიშ­ვილ­მა, რო­გორც თა­ვად აცხა­დებ­და, სცე­ნა­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს დრო­შა გა­ი­ტა­ნა, მაგ­რამ ამ დრომ­დე არ­სად ვრცელ­დე­ბა კონ­კურ­სის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ორ­გო­ლი. უც­ნა­უ­რია ის ფაქ­ტიც, რომ საყ­ვარ­ლიშ­ვი­ლი კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას - "მის ტუ­რიზ­მი სა­ქარ­თ­ვე­ლოს" სა­ხე­ლით იღებ­და, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კი მსგავ­სი კონ­კურ­სი არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. რო­გორც საყ­ვარ­ლიშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­მარ­ტა, მან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტ­თან და "ი­მიჯ ცენ­ტ­რის" ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას­თან გა­ი­ა­რა, რად­გან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მსგავ­სი კონ­კურ­სი არ ტარ­დე­ბა, გა­დაწყ­ვი­ტა, რომ "მის ტუ­რიზ­მი სა­ქარ­თ­ვე­ლო 2017" სწო­რედ ის არის.
მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ცის­ნა­მი საყ­ვარ­ლიშ­ვილს ტი­ტუ­ლი ჩა­მო­არ­თ­ვეს. ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა და­წე­რა. მი­სი გან­მარ­ტე­ბით, ცის­ნა­მი საყ­ვარ­ლიშ­ვილს ტი­ტუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო საქ­ცი­ე­ლის გა­მო ჩა­მო­ერ­თ­ვა და გვირ­გ­ვი­ნი სვეტ­ლა­ნა კრა­მერს გა­და­ე­ცა.

ამ ფაქტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში საყ­ვარ­ლიშ­ვი­ლიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა (სტი­ლი და­ცუ­ლი­ა):
"I გოტ ფი­რედ ბყ Mარციე და გი­ლო­ცავთ შა­ფა­თა­ვას­ნა­ი­რე­ბო, თქვენ გა­ი­მარ­ჯ­ვეთ. იმ­დე­ნი დას­ცი­ნეთ, აგი­ნეთ და გუ­ლის ამ­რე­ვი სიტყ­ვე­ბი და­წე­რეთ ამ კონ­კურ­ს­ზე, რომ თქვენ გა­მო და თქვე­ნი უარ­ყო­ფი­თი პოს­ტე­ბის გა­მო, მე და­ვი­სა­ჯე. კი­დევ ერ­თი ბო­რო­ტე­ბა გა­მი­კე­თეთ, რო­გორც მა­შინ, რო­ცა იტა­ლი­ურ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში რე­კავ­დით და ჩემ­ზე ეუბ­ნე­ბო­დით, უსა­ბუ­თოს ნუ ამუ­შა­ვე­ბო..."

არა­და, ამ ფაქ­ტამ­დე, საყ­ვარ­ლიშ­ვილს ბევ­რი უკ­რავ­და ტაშს და ქარ­თ­ვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის დამ­ც­ვე­ლად მი­იჩ­ნევ­და. თუნ­დაც, იმ პოს­ტის გა­მო, რო­მე­ლიც ემიგ­რან­ტ­მა რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, ქარ­თ­ვე­ლი ემიგ­რან­ტი ქა­ლე­ბის და­სა­ცა­ვად გა­მო­აქ­ვეყ­ნა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბას მი­მარ­თა:
"კა­ცი არა ვარ, გი­ნე­ბას ვერ და­ვიწყებ, ამი­ტომ ვარ­ჩიე კა­ხეთ­ში რომ დე­და­კა­ცე­ბი იწყევ­ლე­ბი­ან, ისე და­ვიწყევ­ლო, თან - მეც კა­ხე­ლი ვარ, სოფ­ლე­ლი და გა­მი­გე­ბენ.
მოკ­ლედ, დღე­ვან­დე­ლო მთავ­რო­ბავ, თქვე­ნი კუ­ბო და­ვიდ­გი მე. თქვენ ხართ უნა­მუ­სო, უპა­სუ­ხის­მ­გებ­ლო, არა­რა­ო­ბა ხალ­ხი, რო­მე­ლიც ქარ­თ­ველ ავად­მ­ყოფ დე­დას აიძუ­ლებთ და­ტო­ვოს შვი­ლი, ოჯა­ხი და უცხო მი­წა­ზე წა­ვი­დეს სა­მუ­შა­ოდ, სხვა­თა სახ­ლე­ბის დი­ა­სახ­ლი­სად. წარ­მოდ­გე­ნა არ გაქვთ, რამ­დე­ნი ახალ­გაზ­რ­და ქა­ლი ტო­ვებს ოჯახს და იკარ­გე­ბა. ვინ იცის, კი­დევ რამ­დე­ნი ათე­ნებს ღა­მეს უცხო ქვეყ­ნე­ბის სა­ე­მიგ­რა­ცი­ო­ში. თქვენ გე­დოთ ყვე­ლას ცოდ­ვა მაგ გა­სი­ვე­ბულ კი­სერ­ზე და ღმერთს ვთხოვ, თქვენს ოჯახს გა­უხ­დეს საქ­მე ასე, რომ მე­რე მიხ­ვ­დეთ, რამ­ხე­ლა ტკი­ვი­ლია მარ­ტო­ო­ბა, მო­ნატ­რე­ბა, ნოს­ტალ­გია. არაფ­რის მაქ­ნი­სე­ბი ხართ. იმის მა­გივ­რად, რომ ხალ­ხ­ში ენ­თუ­ზი­აზ­მი გა­ა­ჩი­ნოთ, რა­ღა­ცის კე­თე­ბის, ახალ­გაზ­რ­დებ­ში ინო­ვა­ცი­ე­ბი გა­აღ­ვი­ვოთ, მცი­რე, სა­შუ­ა­ლო, მსხვილ მე­წარ­მეს ხე­ლი შე­უწყოთ, გა­და­სა­ხა­დე­ბი შე­ამ­ცი­როთ, წარ­მო­ე­ბა გა­ზარ­დოთ, დგა­ხართ და ყო­ველ­დღე ყვე­ლა­ფერს აძ­ვი­რებთ!!!
შვი­ლებს ტო­ვებთ მშობ­ლე­ბის გა­რე­შე, ქმრებს - ცო­ლებს არ­თ­მევთ, ოჯა­ხებს აუბე­დუ­რებთ.
შენ, ჩე­მო ერო, შენც რა გითხა­რი, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ჩუ­მად ხარ, ხმას არ იღებ და "გკი­დი­ა", თუ რამ­დე­ნი ახალ­გაზ­რ­და დე­და და­ტო­ვებს ქვე­ყა­ნას.
გა­მო­დით, ხალ­ხო, ამო­ი­ღეთ ხმა, გა­მა­გო­ნეთ თქვე­ნი ტკი­ვი­ლი, თო­რემ ამო­დე­ნა სი­ჩუ­მემ დაგ­ვა­მუნ­ჯა, გა­მოგ­ვა­ბე­ჩა­ვა და შეგ­ვიყ­ვა­ნა რუ­სე­თის დუ­მა­ში. აგერ, "გაზ­პ­რომ­თან" და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაც სა­ხე­ზეა. მივ­დი­ვართ უკან და ჩვენ კი ვდუმთ.
გვე­ყო ემიგ­რან­ტე­ბო სხვი­სი სახ­ლე­ბის დი­ა­სახ­ლი­სო­ბა!!! ჩვენს სახ­ლებ­ში ტრი­ა­ლი, ჩვენს სახ­ლებ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი კერ­ძი გვე­ნატ­რე­ბა!
დღე­ვან­დე­ლო მთავ­რო­ბავ, ამოწყ­დი, რომ ამ­დენ შვილს უდე­დოდ ზრდი და უსიყ­ვა­რუ­ლოდ!
ახალ­გაზ­რ­დე­ბო, მომ­ყე­ვით რა, მენ­დეთ, გვერ­დ­ში და­მი­დე­ქით, ყვე­ლა სა­კუ­თარ თავ­ზე ნუ ფიქ­რობთ, მო­დი, ერ­თ­მა­ნეთ­ზე ვი­ფიქ­როთ, ხალ­ხ­ზე ვი­ფიქ­როთ, ქვე­ყა­ნა უკე­თე­სო­ბის­კენ შევ­ც­ვა­ლოთ, თო­რემ გას­კ­და ეს გუ­ლი და მე­ტი აღარ შე­მიძ­ლია. დამ­ღა­ლა ამ­დენ­მა უმოქ­მე­დო­ბამ, უნ­დობ­ლო­ბამ, სიშ­ტე­რემ!!!
გლე­ხის შვი­ლი ვარ და ვი­საც ჩე­მი გლე­ხუ­რი სიტყ­ვე­ბი არ მო­ე­წო­ნე­ბა, კავ­კა­სი­ო­ნი­დან გა­მო­ე­ქა­ნოს!!!"
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ახალგაზრდა მსახიობი მკურნალობის კურსს თურქი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაივლის.
15 მოწმე ბავშვიდან არც ერთი მკვლელს რომ არ ამხელს, ეს ტრაგედია არ არის?!, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი Fაცებოოკ-ის გვერდზე წერს.
ბერ­ლი­ნის კედ­ლის 19 ნა­ტე­ხი­დან, ერთ-ერ­თი წარ­წე­რით - Danke, Eduard მის სახლ-მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა
"მაია ასათიანი, ცხოვრების მთავარი შეხვედრა წინ გელოდება"...
ორთაჭალაში დატრიალებულ უდიდეს ტრაგედიას ფეიქბუქის პირად გვერდზე ეხმაურება დიზაინერი ლიკა ყაზბეგი:

ფოტოს სოციალურ ქსელებში განიხილავენ და კონუეის ეტიკეტის ნორმების დარღვევის გამო აკრიტიკებენ.


კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1301 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი