ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თ­ვე­ლი ცნო­ბი­ლი ქა­ლე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა - გზაპრესი

ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თ­ვე­ლი ცნო­ბი­ლი ქა­ლე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა

რამდენიმე დღის წინ, ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი სილამაზის კონკურსზე - "მის ტურიზმი", მთავარი პრიზის და "მის სიკეთის" ტიტულის მფლობელი გახდა.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები გამოეხმაურნენ, მსახიობმა იუნა შაფათავამ საყვარლიშვილზე სკანდალური პოსტი გააკეთა, სადაც მას თაღლითი უწოდა.

"ეს ადამიანი ცრუობს. ცრუობს პორტალიც. ყველა პორტალი, რომელიც გაავრცელებს ყალბ ინფორმაციას, არღვევს ჟურნალისტიკის პრინციპებს. რადგან მეც ამ ქვეყანაში ვარ, არ დავუშვებ ასეთი სიყალბით ხალხის დაბოლებას. უკვე არაერთხელ ვთქვი და სხვა ქართველებმაც დამიდასტურეს, რომ ეს ადამიანი(?!) არის თაღლითი, აფერისტი, ქურდბაცაცა და ამერიკაში ყალბი ინფორმაციისა და ნეგატივის გამავრცელებელი. არც ჟურნალისტია და არანაირი წარმატება მას ზურგს არ უმაგრებს, გიჟობის გარდა. მე გავჩუმდებოდი, რომ არა ეს დიდი ტყუილი "ბროდვეის სცენაზე ქართული დროშის გაშლაზე". ეს ტყუილი ზიანს აყენებს როგორც ქართველ არტისტებს, როგორც ჟურნალისტიკის სიმართლის, ობიექტურობის, სამართლიანობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს, ასევე ქართველების ყალბად "წარმოჩენას" საეჭვო კატეგორიის ადამიანების ფასიან შეკრებაზე. ასეთი 10-კაციანი "კონკურსები" აქ დღეში 1000-ჯერ ტარდება და ბროდვეი არის ქუჩა, უამრავი ფართით. არც ერთი ბროდვეის თეატრის სცენა არ ქირავდება თაღლითებზე. უფრო მეტიც, კასტინგებიც კი ბროდვეის სპექტაკლში მოსახვედრად, უმეტესწილად სხვა სტუდიებში იმართება, არათუ ეს შრეკების ჯოგი (სურათს კომენტარში დავურთავ) გაუშვან, იბოგინონ ცრუ ინფორმაციით. ვთხოვე გოგას, ნუ ავრცელებს ყალბ ინფორმაციას, რაზეც ვიღებ ჩემი "დონის" შეუფერებლობის მითითებებს და იმ თაღლითის კვლავ უაზრო, ყალბ კომენტარებს.

კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ: ეს ადამიანი ცრუობს, არანაირ წარმატებულ საქმიანობას არ ეწევა, აფიშირებას უწევს ყალბ დიპლომს, არ გააჩნია ელემენტარული განათლება, არ იცის ინგლისური ენა, გამართულ სალაპარაკო დონეზეც კი.

ძალიან გთხოვთ, გადაამოწმეთ ინფორმაცია მსგავსი თაღლითების მიერ წესიერ მომუშავე ქართველებზე ამერიკაში ჩრდილის მიყენებისა და დეზინფორმაციის თავიდან ასაცილებლად. ეს არის ოფიციალური განცხადება, შემდეგში ამ ქალბატონის ყალბი ინფორმაცია გადაამოწმეთ მსგავსი შეკრებების არარსებულ ვებგვერდებზე...

ხვდებით სიყალბის დონეს? ათკაციანი შეკრება, ფასიანი "სერტიფიკატი", გიჟების ორი მხარდამჭერი, ერთკაციანი ("კონკურსის დამფუძნებლის") ჟიური, მოტყუებული დიზაინერი უფასო კაბის გამოძალვის მიზნით და სპონსორი დიანა "ბაგრატიონი".

ბაგრატიონების ოჯახის სიწმინდის დამცველებთან და საერთოდ, თავადაზნაურთა საბჭოსთანაც მაქვს შეკითხვა: ულამაზეს, უცნობილეს, უწარმატებულეს, მარტოხელა დედას, ქალს, ბეგაშვილს რომ უსაფუძვლოდ და შეურაცხმყოფელად ჭამდით, დავით ბაგრატიონის დასაცავად და არავინ გაბედა თქვენს წინააღმდეგ ლამაზი ქალის დასაცავად ხმის ამოღება, ამ თაღლითებზე გააკეთეთ კომენტარი, აჯობებს, თქვენი "ღირსების" დასაცავად, კერძოდ, ბატონ კოპაძეს ვთხოვ ამ ოდიოზურ თაღლითებზე ორიოდე სიტყვით კომენტარს ან თუნდაც შორიდან, ყურადღების მიქცევას, ლამაზ ქალებზე ჯენტლმენი თავადისთვის შეუფერებელი შეურაცხყოფის დარიგების ნაცვლად. დიდი ხანია მინდოდა ამის თქმა და ერთმა "არისტოკრატმა" თაღლითების მფარველმა მომცა კიდეც ამის შესაძლებლობა.

გაუფრთხლდით ქართულ იმიჯს, როცა რეალურად ვიღაც ცდილობს გამიზნულად ზიანი მიაყენოს მას", - წერს იუნა შაფათავა.

შეგახსენებთ, ცისნამი საყვარლიშვილმა, როგორც თავად აცხადებდა, სცენაზე საქართველოს დროშა გაიტანა, მაგრამ ამ დრომდე არსად ვრცელდება კონკურსის ამსახველი ვიდეორგოლი. უცნაურია ის ფაქტიც, რომ საყვარლიშვილი კონკურსში მონაწილეობას - "მის ტურიზმი საქართველოს" სახელით იღებდა, საქართველოში კი მსგავსი კონკურსი არ ჩატარებულა. როგორც საყვარლიშვილმა სოციალურ ქსელში განმარტა, მან კონსულტაციები ტურიზმის დეპარტამენტთან და "იმიჯ ცენტრის" ხელმძღვანელობასთან გაიარა, რადგან საქართველოში მსგავსი კონკურსი არ ტარდება, გადაწყვიტა, რომ "მის ტურიზმი საქართველო 2017" სწორედ ის არის.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ცისნამი საყვარლიშვილს ტიტული ჩამოართვეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში კონკურსის ორგანიზატორმა დაწერა. მისი განმარტებით, ცისნამი საყვარლიშვილს ტიტული შეუსაბამო საქციელის გამო ჩამოერთვა და გვირგვინი სვეტლანა კრამერს გადაეცა.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში საყვარლიშვილიც გამოეხმაურა (სტილი დაცულია):

"I გოტ ფირედ ბყ Mარციე და გილოცავთ შაფათავასნაირებო, თქვენ გაიმარჯვეთ. იმდენი დასცინეთ, აგინეთ და გულის ამრევი სიტყვები დაწერეთ ამ კონკურსზე, რომ თქვენ გამო და თქვენი უარყოფითი პოსტების გამო, მე დავისაჯე. კიდევ ერთი ბოროტება გამიკეთეთ, როგორც მაშინ, როცა იტალიურ ტელევიზიაში რეკავდით და ჩემზე ეუბნებოდით, უსაბუთოს ნუ ამუშავებო..."

არადა, ამ ფაქტამდე, საყვარლიშვილს ბევრი უკრავდა ტაშს და ქართველი ემიგრანტების დამცველად მიიჩნევდა. თუნდაც, იმ პოსტის გამო, რომელიც ემიგრანტმა რამდენიმე ხნის წინ, ქართველი ემიგრანტი ქალების დასაცავად გამოაქვეყნა და საქართველოს მთავრობას მიმართა:

"კაცი არა ვარ, გინებას ვერ დავიწყებ, ამიტომ ვარჩიე კახეთში რომ დედაკაცები იწყევლებიან, ისე დავიწყევლო, თან - მეც კახელი ვარ, სოფლელი და გამიგებენ.

მოკლედ, დღევანდელო მთავრობავ, თქვენი კუბო დავიდგი მე. თქვენ ხართ უნამუსო, უპასუხისმგებლო, არარაობა ხალხი, რომელიც ქართველ ავადმყოფ დედას აიძულებთ დატოვოს შვილი, ოჯახი და უცხო მიწაზე წავიდეს სამუშაოდ, სხვათა სახლების დიასახლისად. წარმოდგენა არ გაქვთ, რამდენი ახალგაზრდა ქალი ტოვებს ოჯახს და იკარგება. ვინ იცის, კიდევ რამდენი ათენებს ღამეს უცხო ქვეყნების საემიგრაციოში. თქვენ გედოთ ყველას ცოდვა მაგ გასივებულ კისერზე და ღმერთს ვთხოვ, თქვენს ოჯახს გაუხდეს საქმე ასე, რომ მერე მიხვდეთ, რამხელა ტკივილია მარტოობა, მონატრება, ნოსტალგია. არაფრის მაქნისები ხართ. იმის მაგივრად, რომ ხალხში ენთუზიაზმი გააჩინოთ, რაღაცის კეთების, ახალგაზრდებში ინოვაციები გააღვივოთ, მცირე, საშუალო, მსხვილ მეწარმეს ხელი შეუწყოთ, გადასახადები შეამციროთ, წარმოება გაზარდოთ, დგახართ და ყოველდღე ყველაფერს აძვირებთ!!!

შვილებს ტოვებთ მშობლების გარეშე, ქმრებს - ცოლებს ართმევთ, ოჯახებს აუბედურებთ.

შენ, ჩემო ერო, შენც რა გითხარი, რომ ამ ყველაფერზე ჩუმად ხარ, ხმას არ იღებ და "გკიდია", თუ რამდენი ახალგაზრდა დედა დატოვებს ქვეყანას.

გამოდით, ხალხო, ამოიღეთ ხმა, გამაგონეთ თქვენი ტკივილი, თორემ ამოდენა სიჩუმემ დაგვამუნჯა, გამოგვაბეჩავა და შეგვიყვანა რუსეთის დუმაში. აგერ, "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულებაც სახეზეა. მივდივართ უკან და ჩვენ კი ვდუმთ.

გვეყო ემიგრანტებო სხვისი სახლების დიასახლისობა!!! ჩვენს სახლებში ტრიალი, ჩვენს სახლებში გაკეთებული კერძი გვენატრება!

დღევანდელო მთავრობავ, ამოწყდი, რომ ამდენ შვილს უდედოდ ზრდი და უსიყვარულოდ!

ახალგაზრდებო, მომყევით რა, მენდეთ, გვერდში დამიდექით, ყველა საკუთარ თავზე ნუ ფიქრობთ, მოდი, ერთმანეთზე ვიფიქროთ, ხალხზე ვიფიქროთ, ქვეყანა უკეთესობისკენ შევცვალოთ, თორემ გასკდა ეს გული და მეტი აღარ შემიძლია. დამღალა ამდენმა უმოქმედობამ, უნდობლობამ, სიშტერემ!!!

გლეხის შვილი ვარ და ვისაც ჩემი გლეხური სიტყვები არ მოეწონება, კავკასიონიდან გამოექანოს!!!"