"შემომხედა და ერთი ამოილუღლუღა - "გადამარჩინეთ!" - რას წერს სასწრაფო დახმარების ექიმი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე
font-large font-small
"შემომხედა და ერთი ამოილუღლუღა - "გადამარჩინეთ!" - რას წერს სასწრაფო დახმარების ექიმი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე
"გუშინ, ჩემს კუთვნილ მორიგეობაზე შემოვიდა მისამართი...



სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმი თამუნა საგარეიშვილი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების ადგილზე იმყოფებოდა, "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს, სადაც მძიმე მორიგეობას იხსენებს:

"გუშინ, ჩემს კუთვნილ მორიგეობაზე შემოვიდა მისამართი: - ხორავას ქუჩაზე, ცივი იარაღით დაჭრილი მოზარდები არიან, პანიკური ზარია, იჩქარეთ!

ჩვენ რა თქმა უნდა არ დავყოვნდით, მისამართის მიღებიდან 5 წთ-ში აღნიშნულ მისამართზე მივედით.
ზღვა ხალხი დაგვხვდა ადგილზე, მივხვდი, რომ საქმე კარგად არ იყო. შევედით ეზოში და აი ისიც, დ. ს. თავისივე სისხლის გუბეში ჩაწოლილი, კანი ცივი, ფერმკრთალი, ღრმად დაბინდული
ცნობიერებით. მისი ჭრილობები იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი. ვხვდებოდი, რომ მისი გადარჩენა რთული, თითქმის შეუძლებელი იქნებოდა... მან შემომხედა და ერთი ამოილუღლუღა - "გადამარჩინეთ!"
ელვისებური სისწრაფით გავუწიეთ პირველადი სამედიცინო დახმარება. ღმერთს ვევედრებოდი გული არ გაეჩერებინა მისთვის და დედისთვის შვილი არ წაერთვა. დავითს კი ვთხოვდით თვალები არ დაეხუჭა და ებრძოლა სიცოცხლისათვის. ჩაძახილზე თუ როგორ ესმოდა ჩვენი - ის, თითების ჟესტით გვანიშნებდა, რომ მას ჩვენი ესმოდა. სტაციონარის ეზოში შესვლისას თვალები დახუჭა, სუნთქვას აჩერებდა. სასწრაფოდ შევიყვანეთ კლინიკაში და იქვე გული გააჩერა. მთელი კლინიკის ექიმები მობილიზირებულები იყვნენ, ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაცია და გულის რითმი მალევე აღდგა. მაშინვე საოპერაციო ბლოკში შეიყვანეს. ის სიცოცხლისათვის 23 სთ-ი იბრძოდა. მიუხედავად ყველაფრისა მისი გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.

არასოდეს დამავიწყდება ეს დღე, როდესაც მისი წყლიანი, უმწეო თვალები დახმარებას გვთხოვდა. ლევან დადუნაშვილი მე არ მინახავს, მას სხვა ბრიგადა ემსახურებოდა, ისეთივე უმწეო, ისეთივე სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობებით იყო როგორიც დათოსი, ის კლინიკაში მისვლამდე, სასწრაფოს მანქანაში გარდაიცვალა..." - წერს საგარეიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
10.01.2018
ამ ბავშვების მკვლელებს ვინ იცავს ჩემამდე არ დადის უმკაცრესად დაისაჯნონ და ვინც მათ კიდე დაიცვავს უპალმა გასცეს პასუხი როგორ უნდა წაიყვანო.გამოძიება მკვლელების გასაიოლწბლად კიდე ვაი იმმოსამართლეს კიდევ არ დადის ჩემამდე მაგიჟებს ნუთუ შვილები არ ყავთ?
ნინო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ახალგაზრდა მსახიობი მკურნალობის კურსს თურქი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაივლის.
15 მოწმე ბავშვიდან არც ერთი მკვლელს რომ არ ამხელს, ეს ტრაგედია არ არის?!, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი Fაცებოოკ-ის გვერდზე წერს.
ბერ­ლი­ნის კედ­ლის 19 ნა­ტე­ხი­დან, ერთ-ერ­თი წარ­წე­რით - Danke, Eduard მის სახლ-მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა
"მაია ასათიანი, ცხოვრების მთავარი შეხვედრა წინ გელოდება"...
ორთაჭალაში დატრიალებულ უდიდეს ტრაგედიას ფეიქბუქის პირად გვერდზე ეხმაურება დიზაინერი ლიკა ყაზბეგი:

ფოტოს სოციალურ ქსელებში განიხილავენ და კონუეის ეტიკეტის ნორმების დარღვევის გამო აკრიტიკებენ.


კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1366 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი