კრიმინალი
ხელყუმბარები, საბრძოლო ვაზნები და ასაფეთქებელი მოწყობილობები - ვინ და რატომ გაანეიტრალა სუს-მა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა.
სასტიკად მოკლული და ნაწამები 3 შვილის დედის ტრაგედიის დეტალები


მთელი ტყიბული შეძრა გასულ კვირას მომხდარმა შემზარავმა ფაქტმა - სამი შვილის დედა, 41 წლის მაია კირკიტაძე ტყიბულის ტყეში სამართალდამცავებმა საშინლად ნაწამები იპოვეს. დასახიჩრებული ქალი მკვლელს ხრამში გადაეგდო. იგი ქალის საშინელ წამებას არ დასჯერდა და კვალის დაფარვასაც შეეცადა, ცხედარს ზემოდან ფოთლები და ფიჩხი მიაყარა.

სამართალდამცავებმა უმძიმესი დანაშაული ოპერატიულად გახსნეს და მკვლელობაში ბრალდებულიც დააკავეს. დამნაშავე მოკლულის მეზობელი, 18 წლის ნუკრი კაპანაძე აღმოჩნდა. ოფიციალური ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, თუმცა ტყიბულში მომხდარზე უამრავი ვერსია ვრცელდება. ჭორ-მართალი ისეა ერთმანეთში არეული, სიმართლის გარკვევა ჭირს. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლე­ლობის მოტივი შურისძიება იყო. როგორც ამბობენ, ეჭვმიტანილს მოკლულის ქალიშვილი უყვარდა და მისი ცოლად შერთვა სურდა, თუმცა გოგონას ოჯახი მათი ურთიერთობის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. გოგონას მშობლები ნუკრი კაპანაძეს შვილთან მიახლოებას უკრძალავდნენ და ამის გამო იძია 18 წლის ბიჭმა შური. თუმცა, ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ ჭირისუფლები. მათი თქმით, ეს ჭორია და სიმართლეს არ შეეფერება. ოჯახი სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაზე საუბრობს და ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. როგორც ამბობენ, დამნაშავემ ქალი ჯერ მოკლა და შემდეგ გააუპატიურა. იყო თუ არა მოკლული ქალი გაუპატიურებული, ამას ექსპერტიზა დაადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა ქალის გაუპატიურება აღიარა. დამნაშავის ოჯახი ტყიბულიდან გახიზნულია. მოსახლეობა და მოკლულის ოჯახის წევრები დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.
იმ საბედისწერო დღეს, ახალ­გაზრდა ქალი ტყეში წაბლის საკრეფად წავიდა. მისი მეუღლე გელა, თბილისში სამუშაოდ იყო წასული. შებინდდა, მაია კი არსად ჩანდა. ამის შემდეგ დაიწყეს ძებნა. პოვნის იმედი რომ ამოეწურათ, პოლიციას აცნობეს. ძალოვანებმა მოკლული ქალი მოგვიანებით ხრამში გადაგდებული იპოვეს. ცხედარი დასახიჩრებული იყო. თვალები ამოყრილი ჰქონდა, სახე დასივებული, ყბა - მოტეხილი.
ბუხუტი კირკიტაძე, მოკლულის ძმა:
- შეძრულები ვართ მომხდარით. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. მკვლელი დაკავებულია და მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მივედით სასამართლო პროცესზე, მაგრამ დარბაზში არ შეგვიშვეს. ალბათ მოერიდნენ სიტუაციის დაძაბვას. იმ მანიაკმა და მომიკლა და საშინლად აწამა. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ჩემი დის ოჯახი თავის უფლებებს ვერ იცავს - ადვოკატი არ ჰყავს. მთლიანად პროკურატურაზე ვართ დამოკიდებული და გვინდა გვჯეროდეს, რომ გამოძიება სამართლიანად წარიმართება. ვერ შევეგუებით უსამართლობას. მას ყველაზე მკაცრი სასჯელი უნდა გამოუტანონ.
- ბატონო ბუხუტი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დამნაშავეს თქვენი დისშვილი უყვარდა და თითქოს თქვენმა სიძემ სცემა კიდეც ადრე დამნაშავე. შურისძიების მოტივით მკვლელობაზე საუბრობენ, ამ ვერსიას ეთანხმებით?
- არა, აქ სიყვარული არაფერ შუაშია, ჭორია და არ დაიჯეროთ. მკვლელი სექსუალური მანიაკი იყო და ამ მანიაკმა მომიკლა და. ახლა ჩვენთან წაბლის საკრეფად დადის მოსახლეობა. ჩემი დის სახლთან ახლოს, სულ რაღაც 200 მეტრში ტყიანი ფერდობია, მაია იქ შესულა წაბლის მოსაგროვებლად. დაახლოებით დილის ათ საათზე გავიდა სახლიდან და მალე უკან უნდა დაბრუნებულიყო, რადგან ჩემი შუათანა დისშვილი მასწავლებელთან იყო წასასვლელი. სამი შვილი ჰყავს. უმცროსი 9 წლის არის და ბავშვი მაიას უნდა დაეტოვებინა. შუადღეს რომ აღარ დაბრუნდა, მეზობლებთან ერთად ყველგან ვეძებეთ. მერე ვიპოვეთ ტყის ნაპირზე, ხრამში ჩაგდებული. ცხედარს ხის ნაფოტები და ფოთლები ჰქონდა ზედ დაყრილი. დამნაშავე მეზობლად ცხოვრობს. ტყიბულის შახტაში მუშაობდა და ღამის ცვლაში ყოფილა, რომელიც 9 საათზე სრულდება. სადაც ის ცხოვრობს, იმ სახლიდან კარგად მოჩანს ტყის ის მასივი, სადაც მაია წაბლის შესაგროვებლად წავიდა. ეტყობა, შენიშნა მაია და უკან გაჰყვა, თან მოსაკლავად იყო მომზადებული. მაია თურმე დახრილი აგროვებდა წაბლს, ამ დროს მიეპარა მკვლელი და უკნიდან კისერზე მარყუჟივით გაუკეთა ქამარი. ამ ყველაფერს აღიარებს დეტალურად. საშინელ რამეებს უყვება გამომძიებელს. გაგუდა, მერე კი გარდაცვლილს სახეზე წიხლები ურტყა.
- სხვა დროს თუ შეგიმჩნევიათ რაიმე მსგავსი?
- მეზობლები ამბობენ, წინადღეს სადარბაზოში დახვდა და შეაშინაო. ჩემს დას რამდენჯერმე სხვა დროსაც გაჰყოლია თურმე ჩუმად. ეტყობა, ხელსაყრელ მომენტს ეძებდა. დამნაშავე ტანად პატარაა, ჩემი და - ახალგაზრდა, ფიზიკურად ძლიერი ქალი იყო და როგორც ჩანს, მოძალადეს წინააღმდეგობა გაუწია. ნაწამებია საშინლად.
- ვრცელდება ინფორმაცია, რომ მკვლელმა გაუპატიურებაც აღიარა, ეს სიმართლეა?
- ჩემს დას ექსპერტიზა ჩაუტარდა, მაგრამ ჯერ არ ვიცით ექსპერტიზის პასუხი. ეჭვი არსებობს, რომ გაუპატიურებულია.
- ამბობენ, რომ დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემა აქვს.
- ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ და ვერ შევეგუები, რომ გამოძიება ამ მიმართულებით წავიდეს. მას ფსიქიკური პრობლემა რომ ჰქონოდა, მართვის მოწმობას არავინ მისცემდა. დამნაშავეს ასევე ახალი დაწყებული აქვს მაღაროში მუშაობა და იქ `ფსიქოს~ გარეშე არავის იღებენ. ის არის ავადმყოფი მანიაკი. დაგეგმილი ჰქონდა ჩემი დის მკვლელობა და ვაცხადებ, ეს განზრახ მკვლელობა იყო. თანამონაწილეების არსებობასაც არ გამოვრიცხავ.
- კაპანაძეზე ეჭვი ვინ მიიტანა?
- ის სახლიდან არ გამოდიოდა და ეჭვი გამიჩნდა. ვთქვი ახლობელ ბიჭებთან, რაღაც საეჭვოდ ჩუმად არის-მეთქი და პირდაპირ პატრულს მივმართეთ. ადრეც მქონდა მოსმენილი, რომ მისი მეზობელი ქალების საცვლები იკარგებოდა. ცოტა ადრე, სკოლაში ხატვის მასწავლებლად ვმუშაობდი და იქ სწავლობდა ისიც, რამდენჯერმე გოგონების საპირფარეშოში შეიპარა სათვალთვალოდ. სექსუალური გადახრები ჰქონდა. პატრულმა აიყვანა და დაკავებისთანავე, მანქანაში უღიარებია მკვლელობა და ის ადგილიც მიუთითა, სადაც მოკლა. ბრალი განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე წაუყენეს, თუმცა არ არის გამორიცხული, სექსუალური ძალადობის მუხლით დაუმძიმდეს. ამბობენ, იმდენად ამაზრზენია დამნაშავის აღიარება, გამომძიებელი თურმე იძახდა, - ოთახიდან გაიყვანეთ, თორემ მოვკლავო. ისიც უთქვამს, რომ გავაუპატიურე, მაშინ მოკლული მყავდა და ქალი ხროტინებდაო. გავრცელებული ინფორმაციით, ძალოვანებმა დამნაშავის დედაც დააკავეს. მეზობლების ინფორმაციით, სავარაუდოდ თანამონაწილეობის ბრალდებას წაუყენებენ მას. არსებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მკვლელს ცხედრის გადაადგილებაში დედა დაეხმარა. რამდენად სარწმუნოა ეს ინფორმაცია, მოგვიანებით გახდება ცნობილი. ფაქტზე გამოძიება გრძელდება.


თეა ხურცილავა
ყველაფერი 6 ტერაქტის შესახებ, რომელმაც 150-ზე მეტი სიცოცხლე იმსხვერპლა
საფრანგეთში, ტერორისტული აქტების განხორციელების შედეგად რვა ტერორისტი დაიღუპა.
"სამწუხაროდ, ვერ ვნახეთ მწამებლების ხმაურიანი სასამართლო პროცესები"...
შემზარავი კადრების ნახვა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა
4 ახალგაზრდის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ გაამართლა
ახალგაზრდა ძალიან ღელავდა, მთელი ღამე ნერვიულობისგან თვალი არ მოუხუჭავს, მეორე დღეს სასამართლოს მისი ბედი საბოლოოდ უნდა გადაეწყვიტა:
თვითმხილველთა თქმით, მუხიანში მომხდარ სროლაში საკრებულოს ყოფილი დეპუტატი მონაწილეობდა
მუხიანის მე-4 ა მიკრორაიონში ცოტა ხნის წინ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ხმა ისმოდა
სასწრაფო დახმარების ბრიგადის მანქანას ნასვამმა მამაკაცმა საქარე მინა ჩაუმტვრია
გამოძახებაზე გასულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა საქარე მინა ჩაუმტვრია.
მილიარდერი, რომელიც სიკვდილით დასჯას ელოდება
რობერტ დარსტის ცხოვრება და... სიკვდილები
5 წელი ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობისთვის
რამდენიმე დღის წინ მოსამართლემ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ნოვრუზ ქარიმოვს უმძიმესი ბრალდება მოუხსნა, საქმე გადააკვალიფიცირა და მას 5 წელი მიუსაჯა.
მამულიჩამ აღიარა, რომ ნარკოტიკში 800 ევრო გადაიხადა
პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს, კახი მამულაშვილი დარჩეს პატიმრობაში
როგორ შეიძლება გადაურჩეს ციხეს "მამულიჩა"
კახი მამულაშვილს, იგივე "მამულიჩას" ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მაქსიმალურ სასჯელად 14 წლით პატიმრობა ემუქრება.
"ჩვენ რომ ვლოცულობდით, ბავშვს ეცოცხლა, მოძალადე ნატრობდა, ისე მომკვდარიყო, ვერაფერი ეთქვა"
"იმ გარეწარმა მომიკლა შვილი და ეჭვი რომ არ მიეტანათ, საავადმყოფოშიც კი გამოგვყვა"

ხარაგაულის რაიონის სოფელ ხუნევში მომხდარმა დანაშაულმა საზოგადოება შეძრა. მთელი სოფელი 20 წლის რეზო ლომიძის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს.
სათვალთვალო კამერების ჩანაწერი: შსს კუს ტბაზე მომხდარი ინციდენტის ვიდეომასალას ავრცელებს
ჩანაწერში ლიკა კიკიანი ამბობს, რომ კუს ტბაზე დაშვებისას ოც პოლიციელს მოჰყავდა და ისინი მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ

ჯგუფ "სეიშენის" წევრი მამის სიკვდილში პოლიციელებს ადანაშაულებს
"პოლიციელებმა ის მოტყუებით წაიყვანეს..."
ჯგუფი "სეიშენის" წევრი - ლაშა აბზიანიძე მამის სიკვდილში სამართალდამაცავებს ადანაშაულებს. გასულ კვირას, 56 წლის ლევან აბზიანიძე ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ გარდაიცვალა.
გაუგონარი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები
შოკის მომგვრელი დანაშაული გასულ კვირას მარნეულის სოფელ თამარისში მოხდა. 17 წლის მანანა ნადიბაიძე მეზობელმა საშინელი წამებით მოკლა.
რას სთხოვდა ექიმს გარდაცვალებამდე, ორსული პაციენტი?
ჩვენ გამოვაქვეყნეთ სტატია სათაურით - "როგორ ისჯებიან დამნაშავე ექიმები", სადაც მოთხრობილი იყო ექიმების დაუდევრობით გამოწვეულ უმძიმეს შემთხვევებზე. მოგეხსენებათ, აპრილში ღუდუშაურის საავადმყოფოში ზედიზედ 2 ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა და ბუნებრივია, ამ ფაქტებმა დიდი ხმაური გამოიწვია.
ორი წლის წინ გარდაცვლილი გოგონა საფლავიდან ამოთხარეს
რა გახდა 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის მიზეზი?
ცემით მოკლული ფარტენაძის ძმა ციხის ადმინისტრაციის დასჯას ითხოვს
კობა ფარტენაძე: რა ხდება გეგუთის კოლონიაში, იქ სასაკლაოა?
გეგუთის კოლონიაში მოკლული 24 წლის გიგა ფარტენაძის საქმე მთავარმა პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა. ოფიციალურად დადასტურდა, რომ ახალგაზრდა სპორტსმენი პატიმრებმა ცემით მოკლეს.
შეყვარებულისგან და უცხო ადამიანისგან განწირული ახალგაზრდები
სამწუხაროდ, დანაშაულის გარეშე დღე არ გადის. გასულ კვირას ორი ტრაგედიის შესახებ შევიტყვეთ, რომლებიც რუსთავის მკვიდრთ გადახდათ თავს.
ეგვიპტელი ინვესტორი, რომელსაც რამდენიმემილიონიანი ქონება გაუსხვისეს, დარღვეული უფლებების აღდგენას ითხოვს
"საქართველოში ჩვენი ჩამოსვლისა და ინვეტიციების განხორციელების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ გვქონდა ინფორმაცია, საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, რომელიც იზიდავს და ზრუნავს ინვესტორებზე...
ვის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი გიგა ბოკერიას ყოფილი ცოლი?
უვადო პატიმრები, რომლებიც საქმის გადახედვას ითხოვენ
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
11 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
14 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
4 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

1 კომენტარი