თაღლითი ცოლ-ქმრის ოინები
font-large font-small
თაღლითი ცოლ-ქმრის ოინები
დანაშაული, რომლის დეტალებსაც გაგაცნობთ, ცოლ-ქმარმა ერთად დაგეგმა. მათი მიზანი ფულის შოვნა იყო და ბევრი ადამიანის მოტყუება მართლაც, უპრობლემოდ მოახერხეს...
საბოლოოდ, ჩადენილი დანაშაულების გამო პასუხისგება მოუხდათ, მაგრამ წაგებული მაინც ცოლი აღმოჩნდა - მან ქმარიც დაკარგა და გისოსებს მიღმა ცხოვრებაც დიდხანს მოუწევს.

ყველაფერი ასე დაიწყო: ნანა და თამაზი სოფელში ღარიბულად ცხოვრობდნენ და ორ პატარას ზრდიდნენ. მათ გასაჭირს მალე ახალი პრობლემა დაემატა - თამაზი პოლიციამ ქურდობის მცდელობისთვის დააკავა. ციხეში დიდხანს არ ყოფილა, რადგან მსუბუქ დანაშაულში მხილებულს, სასამართლომ პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. მეზობლის ტელეფონის ქურდობის მცდელობისთვის მას ასევე ჯარიმა - 1.500 ლარი დააკისრეს. თამაზ დ-ძის ოჯახი იძულებული გახდა, ბანკიდან სესხი აეღო. 3.000 ლარი ბანკიდან გამოიტანეს, ჯარიმის თანხა გადაიხადეს და დარჩენილი ფულით ვაჭრობა გადაწყვიტეს. ცოლ-ქმარმა მცირეწლოვანი შვილები სოფელში ბებია-ბაბუას დაუტოვა და სამუშაოდ თბილისში წამოვიდნენ.
ბინა სანზონაში იქირავეს. მამაკაცმა ერთ-ერთ ფირმაში დაიწყო მუშაობა, ქალმა სავაჭრო ფართობი დაიქირავა და მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობდა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ეს საქმე მისთვის მომგებიანი არ იქნებოდა... იმედგაცრუების შემდეგ, დიდი ფულის შოვნის გზებზე ფიქრი ერთად დაიწყეს, გეგმაც შეიმუშავეს და საბოლოოდ, ათობით ადამიანს ფული გამოსძალეს. მათი მსხვერპლნი იმ უბნის მცხოვრებლები იყვნენ, სადაც ქირით ცხოვრობდნენ. კურიოზია, მაგრამ ფაქტია, - ხალხს არარსებული ტექნიკა მიჰყიდეს. ამისათვის ჟურნალ-გაზეთები და ინტერნეტი გამოიყენეს... ზოგიერთმა დაზარალებულმა ნივთის შესაძენად, ბანკიდან სესხიც კი გამოიტანა და ფული მათ ჩაუთვალა. 

საქმის მასალების მიხედვით, ცოლ-ქმარმა სხვადასხვა უცხოურ ინტერნეტგვერდზე განთავსებული ტექნიკის - ტელევიზორის, ნოუტბუკის, ფოტოაპარატის, სარეცხი მანქანის ფოტოებით სარფიანად ივაჭრა. ეს იდეა თამაზს გაუჩნდა. ის ტექნიკაში ბავშვობიდან ერკვეოდა. თბილისში ჩამოსვლამდე სოფელში მობილური ტელეფონების შეკეთებას მისდევდა. დედაქალაქშიც ნაცნობის დახმარებით, ერთ-ერთ ფირმაში ხელოსნად დაიწყო მუშაობა. თამაზს კომპიუტერთან შეხება ადრე არ ჰქონია, მაგრამ სამსახურში ტელეფონებთან ერთად, კომპიუტერებსაც აკეთებდნენ და ეს საქმეც იმდენად კარგად აითვისა, რომ მალე მას კომპიუტერების შეკეთებაც ანდვეს. მათ ოფისში კლიენტები შეკვეთებსაც აძლევდნენ და ინტერნეტით ფირმა მათთვის ტექნიკასაც იწერდა. ამ დეტალებშიც კარგად გაერკვია, მერე კი გადაწყვიტა, "ახალი ბიზნესი" წამოეწყო.  

ცოლ-ქმრის პირველი მსხვერპლი გუგული ტ-ი აღმოჩნდა - ქალბატონი, რომლის სახლშიც ისინი ქირით ცხოვრობდნენ. გარდა იმისა, რომ მდგმურებმა მას ფული გამოსძალეს, მეზობლებთანაც შეუქმნეს პრობლემები. უფრო მეტიც, ერთ-ერთმა მეზობელმა უჩივლა კიდეც. თამაზმა და ნანამ ფული სწორედ ნაქირავები ბინის მეზობლებს გამოსძალეს; მეზობლებმა თაღლითი მდგმურების სახლში შეშვებისთვის ბრალი დიასახლისს დასდეს. ერთ-ერთი მეზობელი გამქირავებლისგან ბინის გაყიდვასა და ზარალის ანაზღაურებასაც მოითხოვდა. სასამართლოში აცხადებდა, რომ გუგული ტ-ი მათი თანამონაწილე იყო და თაღლითი ცოლ-ქმარი ფულს მასაც უყოფდა. დაზარალებულს ცოლ-ქმარმა 5.000 ლარი გამოსძალა. მართალია, თავად გუგული ირწმუნებოდა, რომ ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, მაგრამ მისი არავის სჯეროდა. სამოქალაქო დავა სასამართლოში იხილებოდა, როცა მოულოდნელად ძალოვნებმა ნანა დ-ძე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით გაირკვა, რომ სხვებთან ერთად, ბინის მეპატრონეც არანაკლებად იყო დაზარალებული.
გუგული ტ-ის ბინაში ცოლ-ქმარი რამდენიმე თვე ცხოვრობდა. მათ ბინა ისე დატოვეს, რომ არც ქირა გადაუხდიათ და არც - კომუნალური გადასახადები. ქალბატონი გუგული 2.000 ლარით აზარალეს. მარტო ტელეფონის დავალიანება 230 ლარს აღწევდა...
დაზარალებული ქალბატონის თქმით, ბინის დაქირავებიდან, 10 დღის შემდეგ, ნანა დ-ძე მასთან 400 ლარის სასესხებლად მივიდა და უთხრა: - ჩემი და ოპერაციას იკეთებს და თვის ბოლოს ქირასთან ერთად, ამ ფულსაც დაგიბრუნებო. რამდენიმე დღეში კი დიასახლისს 500 დოლარი უკვე პროცენტით სთხოვა, - თანხა ჩემს ქმარს დასჭირდა, გერმანიიდან კლიენტებისთვის ტელევიზორებს აგზავნინებს, ფულს ჩამოტანისთანავე გადაუხდიან და დაგიბრუნებო. მდგმურმა დიასახლისის მოტყუება და მისგან ფულის გამოძალვა უპრობლემოდ შეძლო. ვალის გასტუმრების დრო რომ დადგა, ნანამ ახალი ტყუილი შეთხზა: - ახალი წელი მოდის, ჩემს ქმარს ბევრი ტელევიზორი და ტექნიკა შეუკვეთეს, რადგან გერმანიაში დიდი საშობაო ფასდაკლებაა; ფულს ატრიალებს და თანხას პროცენტით დაგიბრუნებო.
ცოტა ხანში ცოლ-ქმარმა სახლში ძვირად ღირებული ტელევიზორი მართლაც მოიტანა და დიასახლისს მათ ნათქვამში ეჭვი არ შეჰპარვია. ტელევიზორი დაათვალიერა. მას უთხრეს, რომ ასეთი ტელევიზორი სულ რაღაც 200 დოლარი ჯდებოდა და თუ უნდოდა, მასაც ჩამოუტანდნენ. ცოლ-ქმარმა დიასახლისს ისიც უთხრა, რომ ნებისმიერი საოჯახო ტექნიკის ჩამოტანა მინიმალურ ფასად შეეძლო.
ქალმა მათი ნათქვამი დაიჯერა, უფრო მეტიც - მეზობლებთანაც სრულიად გაუცნობიერებლად ილაპარაკა თავისი მდგმურების "ბიზნესსაქმიანობაზე"... შედეგმაც არ დააყოვნა: მსურველები გამოჩნდნენ. მეზობლებმა საახალწლოდ, ევროპული ტექნიკის იაფად შეძენა მოინდომეს და გუგული ტ-ის მდგმურებთან შეკვეთებით მივიდნენ: ზოგმა ტელევიზორი შეუკვეთა, ზოგმა - ფოტოაპარატი და ნოუტბუკი, ნაწილმა - სხვა საოჯახო ტექნიკა... საბოლოო ჯამში, მდგმურებმა მეზობლებისგან დაახლოებით 8 ათასი ლარი მოაგროვეს, რასაც დიასახლისისგან აღებული პროცენტიანი ვალი ემატებოდა. მთლიანობაში ამ სქემით 10 ათას ლარზე მეტი იშოვეს... არც ამას დასჯერდნენ და ახალი მსხვერპლის ძებნა დაიწყეს. ბინასთან ახლოს მდებარე სასურსათო მაღაზიის გამყიდველიც მოატყუეს - მას "შეღავათიან ფასად", არარსებული ნაკვეთი მიჰყიდეს...

ნანა დ-ძემ მაღაზიის გამყიდველი მეზობლისგან გაიცნო და მისგან ნისიად საქონელი მიჰქონდა. უფრო სწორად, მეზობელმა გაუწია ნანას რეკომენდაცია და გამყიდველს სთხოვა, ყველაფერი გაეტანებინინა, პასუხისმგებლობას კი თვითონ იღებდა. ამის შემდეგ, ნანას თითქმის 2 თვის განმავლობაში ყოველდღე, იქიდან პროდუქტები მიჰქონდა. ვალი მხოლოდ ერთხელ დააბრუნა. ბოლოს გამყიდველს ჰკითხა, - დიღომში 1000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მაქვს, რომელსაც 2.000 დოლარად ვყიდი, კვადრატულ მეტრს - 2 დოლარად და მყიდველი ხომ არ გეგულებაო? მაღაზიის გამყიდველს მისი წინადადება მოეწონა და ნაკვეთის შეძენა თვითონვე გადაწყვიტა. ნანასაც მეტი რა უნდოდა?.. მისი მიზანიც სწორედ ეს იყო. ერთი კვირა მაღაზიდან საქონელი რეგულარულად მიჰქონდა, გამყიდველს კი არწმუნებდა, რომ ვალი მიწის ნაკვეთიდან გაიქვითებაო. მოკლედ, ცოლ-ქმარმა ის საჯარო რეესტრშიც კი მიიყვანა, რომ უფრო დამაჯერებლად ემოქმედა. რაღაც საბუთები ეჭირათ ხელში, რიგშიც დადგნენ და მყიდველი გააცურეს, უთხრეს, - ახლა ეს საბუთები ჩავაბარეთ და რამდენიმე დღეში შენს სახელზე გაფორმდება ქონებაო; მანაც დაიჯერა და 2.000 დოლარი ჩაუთვალა...
როცა ეს თანხაც ჩაიგდეს ხელში, იმაზე დაიწყეს ფიქრი, შეუმჩნევლად როგორ დაეტოვებინათ ნაქირავები ბინა და მართლაც, ერთ ღამეს ისე გაიპარნენ, რომ არავის არაფერი გაუგია. მათი გაუჩინარების შემდეგ მიხვდნენ დაზარალებულები, რომ მოატყუეს. მათ ძებნას უშედეგოდ ცდილობდნენ; შემდეგ საჩივარი პოლიციაში შეიტანეს.
ცოლ-ქმარმა კი გამოძალული თანხის ნაწილით, "ბეემვე" იყიდა და დატვირთული, ახალი მანქანით სოფელში ჩავიდნენ. იქაურ მეზობლებსა და მშობლებს უთხრეს, რომ ბიზნესი ააწყვეს და მალე ისევ დედაქალაქში დაბრუნდნენ... ბუნებრივია, დაზარალებულები დამნაშავეების დასჯას ითხოვდნენ, მაგრამ მათ ვერც პოლიციამ მიაგნო. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო. ქალბატონ გუგულის კი მეზობლები მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ აძლევდნენ და დაკარგული თანხის ამოღებას მისგან ცდილობდნენ... ცოლ-ქმრის გაუჩინარებიდან რამდენიმე თვე იყო გასული, როცა გუგულიმ ქუჩაში შემთხვევით ნანა შენიშნა, სასწრაფოდ პოლიციაში დარეკა და ძალოვნების მოსვლამდე ქალს მიმალვის საშუალება არ მისცა. პოლიციამ თაღლითობაში ეჭვმიტანილი დაზარალებულის თვალწინ ჩასვა მანქანაში და განყოფილებაში წაიყვანა. მალე ნანა სასამართლოს წინაშეც წარდგა.

ბრალდებული ირწმუნებოდა, რომ ეს გეგმა მისი ქმრის შემუშავებული იყო და თანხები თამაზმა მიითვისა, მაგრამ მისი ჩვენება სასამართლომ არ გაიზიარა და თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. საბოლოოდ, ნანას 6 წელი მიუსაჯეს. მასვე დაეკისრა ზარალის ანაზღაურება, მაგრამ დაიბრუნებენ თუ არა დაზარალებულები ამ თანხებს, უცნობია, რადგან პატიმრის სახელზე რეალურად, არანაირი ქონება არ ირიცხება... რაც შეეხება მის ქმარს, თამაზს - როგორც ქალი ირწმუნება, ის გაეყარა და საყვარელთან ერთად, საქართველოდან წავიდა... მართალია, მისი დაკავება ჯერჯერობით ძალოვნებმა ვერ შეძლეს, მაგრამ სასამართლომ ნანასთან ერთად ისიც ცნო დამნაშავედ და განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა. ცოლის მსგავსად, მასაც 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.


თეა ხურცილავა
"გზა", 2012 წელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (9)
19.05.2015
ფულს რა მნიშვნელობა აქვს ვისგან ისესხებ, ისესხე? უნდა დააბრუნო, რა შუაშია ბანკი ან იპოთეკარი? თუ არ გინდა რატომ ართმევ, გამოართვი რაა? არ უნდა დაუბრუნო?
იკა
19.05.2015
იმ დაზარალბულებზეც ეზრუნა სასამართლოს მადლს იზავდა უფასო ფსიქოლოგი და ფსიქიატრი გაეგზავნა მათთვის. უფალო უშველე ამდენ ყეყეჩს გონება გაუნათე. რას ქვია ფული ჩაუთვალეს
INGA
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
888 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი