ირაკლი ფირცხალავას მეუღლემ სალომე გოგიაშვილს სახლი წაართვა?
font-large font-small
ირაკლი ფირცხალავას მეუღლემ სალომე გოგიაშვილს სახლი წაართვა?

ირაკლი ფირცხალავა: საქმეში "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი" იყ­ვნენ ჩა­რე­უ­ლი და ჩემს სი­მამრს ეში­ნო­და



ტელეწამყვანი სალომე გოგი­ა­შვილი დიდუბე-ჩუღურე­თის პო­ლიციის ყოფილი უფროსის ირაკლი ფირცხალავას მეუღლეს ბინის უკანონო მითვისებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ 2012 წელს ფირცხალავას მეუღლე დოდო ხვიტიამ სასამართლოში იჩივლა და სალომეს ოჯახის ბინიდან გასახლება ან 100 ათასი ლარი მოითხოვა.

- ჩემს ოჯახს თბილისში, ქობულეთის ქუჩაზე, მე-19 საუკუნეში აშენებული ისტორიული სახლი ჰქონდა. ოცი წლის წინ მამას ("ქართული ხმების" მომღერალი, აწ გარდაცვლილი დათო გოგიაშვილი - თ.ბ.) მშენებელმა გრიგოლ ხვიტიამ შესთავაზა ამ სახლის დანგრევა და მის ადგილას კორპუსის აშენება. მამას მეგობრებმა გადაწყვიტეს, ყველას ჩაედო თანხა და ამ კორპუსში შეეძინათ ბინები. გრიგოლ ხვიტიამ აიღო ფული და მხოლოდ შენობის საძირკველი გაჭრა. შედეგად ჩემი და მამას ოჯახი ქუჩაში დარჩა. 9 წლის შემდეგ მამამ იპოვა სხვა მშენებელი, რომელსაც თავისი პირობები ჰქონდა და ამიტომ უფრო პატარა ბინა მოგვცეს, მაგრამ ქუჩაში დარჩენას ამ პირობებზე დათანხმება ჯობდა. გრიგოლ ხვიტიამ კი აღებული თანხით ქუთაისში სკოლა იყიდა.
გრიგოლ ხვიტია ირაკლი ფირცხალავას სიმამრია. როგორც კი ირაკლი ფირცხალავამ პოლიციაში პოზიციები გაიმყარა, სასამართლოდან მოგვივიდა უწყება, რომელშიც ეწერა, ნინო ხვიტიამ განაცხადა, თქვენს კორპუსში ბინა ეკუთვნისო. აღსანიშნავია, რომ ხვიტიას ამის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ ჰქონდა. დავიქირავეთ ადვოკატები, საქმე შეისწავლეს და გვითხრეს, რომ ხვიტიას ამ სასამართლო პროცესის კანონიერი გზით მოგების შანსი არ ჰქონდა... მაგრამ რადგან საქმის უკან იდგა ირაკლი ფირცხალავა, საქმე წავაგეთ. დაგვეკისრა ფირცხალავას ოჯახისთვის 100 000 ლარის გადახდა. როდესაც სასამართლოს გამოაქვს ასეთი განაჩენი, თამაშდება ე.წ. ლატარია და რომელი ბინაც ამოვა, უნდა გაიყიდოს აუქციონის წესით, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ასე არ მომხდარა. ირაკლი ფირცხალავას მეუღლე სააღსრულებო ბიუროს პირადად ჩემს გასახლებას სთხოვდა, ეს იმიტომ უნდოდა, რომ იცოდა ჩემი და ბიძინა ივანიშვილის ოჯახების ახლობლობის შესახებ. ეტყობა, სურდა ბოლომდე გავემწარებინე. არადა, მამამისმა დამინგრია სახლი, მოატყუა ჩემი ოჯახი და კიდევ მე მართმევდნენ სახლს!..

- რატომ არ გაასაჩივრეთ სასამართლოს გადაწყვეტილება?
- გვინდოდა გასაჩივრება, მაგრამ ერთმა ცნობილმა ადვოკატმა გვითხრა, ირაკლი ფირცხალავას ვეჯახებით და ამ საქმეს ვერ მოვიგებთო. მყავს ქმარი, შვილები, ამიტომ იმხანად ვერ დავუპირისპირდებოდი ადამიანს, რომელიც 9 წლის განმავლობაში ისე ინახავდა 19 წლის ბუტა რობაქიძის მკვლელობის კადრებს, ნერვიც არ შეტოკებია. სხვათა შორის, ბუტა ჩემი კარის მეზობელი იყო...

- ირაკლი ფირცხალავასთან გქონდათ ამ საკითხზე ლაპარაკი?
- პირადად მას არ შევხვედრივარ, თუმცა როდესაც დავუკავშირდით, გვითხრა, ოჯახის საქმეებში არ ვერევი, ყველაფერს ჩემი მეუღლე წყვეტსო. მისმა მეუღლემ კი განმიცხადა, თუ ერთ კვირაში არ გადაიხდი ასი ათასს, გამოგასახლებ ბინიდან, არც შენ მაინტერესებ და არც შენი შვილებიო. ნინო ხვიტია ისტერიკებს მართავდა სააღსრულებო ბიუროშიც და ითხოვდა, სალომე გოგიაშვილი გაასახლეთ ამ ბინიდანო. როცა ვერაფერს გავხდი, მეზობლები ამომიდგნენ მხარში: ზოგმა მანქანა გაყიდა, ზოგმა სესხი აიღო და ეს თანხა ფირცხალავას ოჯახს გადავუხადეთ. თურმე წყნეთში აგარაკს იშენებდნენ და ფული სასწრაფოდ სჭირდებოდათ. დაყადაღებული იყო ყველა მობინადრის სახელფასო ბარათი, ჩემს ბინას კი ყადაღა მხოლოდ ერთი თვის წინ მოეხსნა... ახლაც შენახული მაქვს ექიმის ცნობები, იმხანად რა მდგომარეობაში ვიყავით მეც და დედაჩემიც. ერთ-ერთმა მეზობელმა გულის შეტევაც კი მიიღო ამის გამო, მაგრამ იმხანად სხვა გამოსავალი არ არსებობდა. მე ბოლომდე მივყვები ამ საქმეს, მალე შევიტან სარჩელს სასამართლოში, ირაკლი ფირცხალავას დავაბრუნებინებ ამ თანხას და მორალური ზიანის ანაზღაურებასაც მოვთხოვ!

კო­მენ­ტა­რის­თვის ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას და­ვუ­კავ­შირ­დით:

- თუ ვინ­მემ სა­სა­მარ­თლო წა­ა­გო, ეს ჩე­მი საქ­მე არ არის. სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი ცრუ­ობს. ჩემ­მა სი­მამ­რმა ამ ად­გილ­ზე აა­შე­ნა ოთხი სარ­თუ­ლი თა­ვი­სი სახ­სრე­ბით, მაგ­რამ მა­შინ რუ­სუ­ლი ფუ­ლი გა­ფუჭ­და. შემ­დეგ კი მას უკურ­ნე­ბე­ლი სე­ნი შე­ე­ყა­რა... ეს ყვე­ლამ იცის ქო­ბუ­ლე­თის ქუ­ჩა­ზე. სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლის ბე­ბი­ამ წა­ი­ღო ძა­ლი­ან დი­დი ქო­ნე­ბა, თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, ვიტყ­ვი, რა და რო­გორ მოხ­და. მათ ჩემს სი­მამრს მო­უგ­ზავ­ნეს ვი­ღაც ტი­პე­ბი, რომ­ლებ­მაც აი­ძუ­ლეს და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ამ­ხა­ნა­გო­ბა.

- 20 წლის შემ­დეგ რა­ტომ იჩივ­ლა თქვენ­მა მე­უღ­ლემ?
- მა­ნამ­დეც იჩივ­ლა ჩემ­მა სი­მამ­რმა სა­სა­მარ­თლო­ში, მო­ი­გო, მაგ­რამ მა­შინ სა­სა­მარ­თლოს და აღ­მას­რუ­ლე­ბელს "ძვე­ლი ბი­ჭე­ბი" მარ­თავ­დნენ და არ მოხ­და აღ­სრუ­ლე­ბა. ამა­ში "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი" იყ­ვნენ ჩა­რე­უ­ლი და ჩემს სი­მამრს ეში­ნო­და.

- რა­ტომ ითხ­ოვ­და თქვე­ნი მე­უღ­ლე მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­ლო­მეს ბი­ნას?
- სა­ლო­მეს ბი­ნას არა, იმას ითხ­ოვ­და კი­დევ, სახ­ლი გა­მი­რე­მონ­ტეთ და ბავ­შვე­ბი მო­მი­ნათ­ლე­თო... გი­ორ­გი ხუ­ციშ­ვილს და­უ­კავ­შირ­დით და ჰკითხ­ეთ, რა­ტომ მო­ვი­და ჩემ­თან, მე რა ვუთხ­ა­რი...
ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას­თან სა­უბ­რის შემ­დეგ დაგ­ვი­კავ­შირ­და მი­სი მე­უღ­ლე ნი­ნო ხვი­ტია და გვირ­ჩი­ა, მის ად­ვო­კატ შალ­ვა ქუ­რდა­ძეს დავ­კავ­ში­რე­ბო­დით.

შალ­ვა ქურ­და­ძე, ნი­ნო ხვი­ტი­ას ად­ვო­კა­ტი:

- ბა­ტო­ნო შალ­ვა, რის სა­ფუძ­ველ­ზე მო­ითხ­ო­ვა ნი­ნო ხვი­ტი­ამ ქო­ბუ­ლე­თის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სახ­ლში ფარ­თო­ბი?
- ნი­ნო ხვი­ტია ამ საქ­მე­ში მხა­რე არ ყო­ფი­ლა. სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა გრი­გოლ ხვი­ტი­ას მე­უღ­ლე დო­დო მარ­და­ლე­იშ­ვილ­მა, რო­მელ­საც ამ­ხა­ნა­გო­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი თან­ხა ჰქონ­და ჩა­დე­ბუ­ლი და სწო­რედ ამის სა­ფუძ­ველ­ზე ითხ­ოვ­და კუთ­ვნილ ფარ­თობს. სა­სა­მარ­თლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას წინ უძღ­ო­და კორ­პუ­სის ამ­ხა­ნა­გო­ბის აღი­ა­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, სწო­რედ ეს მო­რი­გე­ბის აქ­ტი და­ე­დო სა­ფუძ­ვლად სა­სა­მარ­თლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას. ამას ადას­ტუ­რებს 3 არ­გუ­მენ­ტი: 1. თუ მხა­რე ვინ­მეს ზე­მოქ­მე­დე­ბით და უკა­ნო­ნო გზე­ბით ცდი­ლობ­და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას, უფ­რო იო­ლად შეძ­ლებ­და სა­სარ­გებ­ლო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას პირ­ველ ინ­სტან­ცი­ა­ში, სა­დაც მო­სა­მარ­თლე ერ­თპი­როვ­ნუ­ლად იხი­ლავს საქ­მეს. 2. ამ­ხა­ნა­გო­ბას აღი­ა­რე­ბუ­ლი ჰქონ­და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მარ­და­ლე­იშ­ვილის მი­მართ, მათ შო­რის სა­მარ­თლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა არას­წო­რად შე­ას­რუ­ლა პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ. 3. რო­დე­საც მხა­რეს გა­აჩ­ნია თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის ბერ­კე­ტი, მის­თვის სუ­ლერ­თი­ა, ვინ იქ­ნე­ბა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში, პირ­ველ ინ­სტან­ცი­ა­ში საქ­მის წა­გე­ბის შემ­დეგ მარ­და­ლე­იშ­ვილ­მა და­იწყო კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ად­ვო­კა­ტის მო­ძებ­ნა, რაც იმას ადას­ტუ­რებს, რომ ის ცდი­ლობ­და სა­მარ­თლებ­რი­ვი გზე­ბით მი­ეღ­წია წარ­მა­ტე­ბი­სათ­ვის. საქ­მის მა­სა­ლე­ბი­დან იკ­ვე­თე­ბა, რომ პრო­ცეს­ში ჩა­ვერ­თე მხო­ლოდ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში. სა­ა­პე­ლა­ცი­ომ და კა­სა­ცი­ამ ჩემს ხელ­ში გა­ი­ა­რა. ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა კა­ნო­ნი­ე­რად იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი. დღემ­დე არ ვი­ცი, რა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იყო ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში. ის სა­სა­მარ­თლოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ვი­ცა­ნი. ჩემ­თვის მთა­ვა­რი პრო­ცე­სის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად წარ­მარ­თვა იყო.

"პალიტრამედია", გაზეთი "ყველა სიახლე", 2013 წელი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (18)
10.02.2015
ღმერთმა დასაჯოს , ეს უნამუსოები კიდე დიდ გულზე რომ არიან.
მმ
06.02.2015
კრიმინალია!!!
ლადო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი