საფრანგეთში გადახვეწილი სულხან მოლაშვილი საკუთარი "დანაშაულისა" და პატიმარი ძმის შესახებ
font-large font-small
საფრანგეთში გადახვეწილი სულხან მოლაშვილი საკუთარი "დანაშაულისა" და პატიმარი ძმის შესახებ
2004 წელს საზოგადოებამ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის შემზარავი ფოტოები იხილა: პატიმრობაში მყოფ სულხან მოლაშვილს მთელი ზურგი სიგარეტით ჰქონდა ამომწვარი, სხეულზე უამრავი ჩაქცევა და სისხლნაჟღენთი აღენიშნებოდა;
როგორც ამბობდნენ, ელექტროშოკით მიყენებული წამების გამო ფეხის ვენები დასკდომაზე ჰქონდა... პრესა წამების ამსახველი კადრებით აჭრელდა. ხელისუფლებამაც დადო პირობა, რომ მოლაშვილის წამების ფაქტს გამოიძიებდა, მაგრამ ეს ამბავი ნელ-ნელა ყველას მიავიწყდა და ფორმალურად აღძრული საქმე "თაროზე შემოდებული" დარჩა.

სულხან მოლაშვილმა ციხეში 3 წელზე მეტი გაატარა, ბოლოს პატრიარქის თხოვნით შეიწყალეს. იგი ამ მდგომარეობას არ შეჰგუებია და სარჩელი ევროსასამართლოში შეიტანა. როგორც ბატონი სულხანის მამა ამბობს, ხელისუფლებამ ბევრჯერ სცადა მოლაშვილზე სხვადასხვაგვარად ზეწოლა, მაგრამ სტრასბურგიდან საჩივარი არ გამოუტანია. თუმცა საბოლოოდ იძულებული გახადეს, ქვეყანა დაეტოვებინა და პოლიტიკური თავშესაფარი ეთხოვა.
სულხან მოლაშვილს საფრანგეთში დავუკავშირდით და ძველი ამბების გახსენება ვთხოვეთ. მანამდე კი მის მამას - ბატონ თამაზს ვესაუბრეთ, რომელმაც გვიამბო ის, რაც ბევრმა მკითხველმა არ იცის.

თამაზ მოლაშვილი:
- სულხანს დასდევდნენ; არ გვჯეროდა, რომ დაიჭერდნენ. ერთი ახლობელი მივიდა ბოკერიასთან და ჰკითხა, - რატომ დაჰყვებიან კუდშიო? მაშინ მან დასაჭერი ადამიანების სია უჩვენა, რომელშიც სულხანიც ეწერა. ბევრმა უთხრა ჩემს შვილს, - წადი, თორემ დაგიჭერენო, - მაგრამ პრინციპული ბიჭია, თანაც იცოდა არავითარი დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი და არ წავიდა. ის პატრიარქთან მივიდა, რომელმაც დალოცა. იქიდან პროკურატურაში, ირაკლი ოქრუაშვილთან თავისი ფეხით მივიდა. ოქრუაშვილს უთქვამს, - ყველაფერი ქალაქის პროკურატურის ამბავიაო... იქაც თავისი ფეხით მისული სულხანი იმ საღამოს დააპატიმრეს... თუ ოდესმე სასამართლოს უსუსურობის, დაკვეთის ნიმუში დასჭირდა ვინმეს, ამის მაგალითია სულხანის სასამართლო; ყველა სხდო¬მა ჩაწერილი მაქვს და უკეთეს ნიმუშს ვერ ნახავენ... სააკაშვილი ამბობს, - პირველად მესმის, პატიმრების ცემა-წამება თუ ხდებოდა ციხეებშიო. არ არის ეს დაცინვა?! ამის მაგალითი სულხანის საშინელი წამება არ იყო? კონკრეტულად მისი მითითებით აწამეს სულხან მოლაშვილი! მაშინ 148 ინტელიგენტმა მოაწერა ხელი მიმართვას მისი გათავისუფლების მოთხოვნით და სწორედ იმ ხალხს უწოდა სააკაშვილმა "ჩარეცხილები". სულხანმა სააკაშვილი მისი იუსტიციის მინისტრობის დროს დიდი დილემის წინაშე დააყენა და მერე ასე იძია მასზე შური... სულხანი ქურდების საკანშიც შეაგდეს იმ იმედით, რომ მას ცუდად მოექცეოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩემს შვილს ციხეში C ჰეპატიტი შეეყარა. მერე ახალი ბრალდება შეუთითხნეს და იძულებული გახადეს, საქართველოდან წასულიყო. ჩემი უბედურება ის არის, რომ ჩემი ერთი შვილი საქართველოდან გადახვეწეს, მეორე ციხეში გამომიკეტეს. რაღაა ჩემი ცხოვრება?! ეს ტანჯვა კი პირადად მიშა სააკაშვილმა მომაყენა!..
სულხანი რომ დაიჭირეს, ჩემი მეორე შვილი წამოვიდა პოლიციიდან. მაშინ ბარამიძემ დაიბარა და უთხრა, - არსად არ წახვალ, შენს ადგილზე იმუშავებო, - მაგრამ თორ¬ნიკემ უარი თქვა... დიდი ხნის შემდეგ, გურამ დონაძის (თორნიკე მასთან მეგობრობდა) მეშვეობით, თორნიკე შს სამინისტროში მიიყვანეს და უთხრეს, დეპარტამენტის თავმჯდომარედ დაგნიშნავთო. ბოლოს ვანო მერაბიშვილთან რომ შევიდა, მას უთქვამს, - სულხანს უთხარი, სტრასბურგიდან საჩივარი გამოიტანოსო. - სავაჭროდ არ მოვსულვარ, აქვე რომ დამიჭიროთ და სულხანმა საჩივარი გამოიტანოს, ახლავე ვენებს გადავიჭრიო, - უთქვამს თორნიკეს ვანოსთვის. ეს გეგმა ჩაუფლავდათ. ამის შემდეგ ბევრი დრო გავიდა და თორნიკემ მითხრა, - მამა, დამდევენ და მგონი, დამაკავებენო. მართლაც დააკავეს. მერე ადეიშვილის გამოგზავნილი კაცი მოვიდა და მითხრა, - დილის 9 საათზე სულხან მოლაშვილი რომ შეიტანს ევროსასამართლოში თხოვნას საჩივრის გამოტანის თაობაზე, 3 საათზე პროცესი დაინიშნება და 6 საათზე შენი შვილი უკვე სახლში გეყოლებაო. მათთან სულხანიც ვალაპარაკე. იკითხა, - საჩივრის გამოტანაზე განცხადებას რომ დავწერ, მაშინ გამოუშვებთ ჩემს ძმას, თუ საქმის განხილვის მერეო? ის კაცი ისევ ადეიშვილთან გაიქცა და პასუხად მივიღეთ, რომ განხილვის შემდეგ გაუშვებდნენ. 7 წელია, განაჩენს ელოდება და ვინ იცის, კიდევ როდის განიხილავენ, - ე.ი. მანამდე იქ უნდა მჯდა¬რიყო... ეგონათ, ასე გავბრიყვდებოდით. თორნიკე დღემდე პატიმრობაში რჩება. ნარკოტიკის შენახვის ბრალდება წაუყენეს და 8 წელი მიუსაჯეს. ასე მოექცა სააკაშვილის რეჟიმი ჩემს ოჯახს, ეს არის მათი სამართალი!..

სულხან მოლაშვილი:
- ეს იყო პერიოდი, როდესაც ხელისუფლებამ პენიტენციარულ სისტემაში ფორსირებული ტემპით გადაწყვიტა ე.წ. რეფორმის ჩატარება. სინამდვილეში, ეს იყო საზოგადოების მოტყუების, ხალხის დაბეჩავების, პატიმართა დამორჩილების, მათი გატეხისა და სასურველი ჩვენების მიღების პოლიტიკა. ამის სულისჩამდგმელი ახალაია არ ყოფილა; პიროვნება, ვინც საფუძველი ჩაუყარა და ერთპიროვნულად განსაზღვრა ამ პოლიტიკის ძირითადი პრინციპები, ამ ქვეყნის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი იყო. მან თავისი "იურიდიული განათლება" სწორედ ამ საქმეში "დახარჯა". მან შექმნა ისეთი სისტემა, იუსტიციისა და მათ შორის, პენიტენციარული დაწესებულებების, სადაც ადამიანი უნდა ყოფილიყო მიზნის მიღწევის საშუალება, რასაც პიროვნების წამებით, დასახიჩრებით, სასურველი ჩვენებების მიღებით, საქმეთა ფაბრიკაციით ახდენდა. მისი ერთადერთი პოლიტიკური კრედო არის ძალადობა! "ყველანი ციხეში! ნულოვანი ტოლერანტობა!" - და ა.შ. დამეთანხმებით, ასეთ ვითარებაში მხოლოდ დიქტატორები გრძნობენ თავს საიმისოდ, რომ მართონ, სინამდვილეში კი ჩაგრონ საზოგადოება.

- თქვენი დაპატიმრება შურისძიება იყო?
- ჩემი საქმე იყო პირველი ეტაპი. მაშინ ოქრუაშვილმა მოაწერა ხელი ჩემს საბრალდებო დასკვნას, რომელიც მხოლოდ სიცრუეზე იყო აგებული და ეს კარგა ხანია დადასტურდა შესაბამისი დოკუმენტებით. ჩემ მიმართ ათასგვარი უსამართლობა ჩაიდინეს. თანამშრომლებისთვისPპრემიის სახით, 37.000 ლარის დარიგება ჩაითვალა უფლებამოსილების გადამეტებად და თანამდებობის ბოროტად გამოყენებად. მაშინ, როდესაც იუსტი¬ციის მინისტრობის დროს, იმავეს თვითონ აკეთებდა. უსამართლობა მაშინვე ხდებოდა, როცა თვალი დახუჭეს მაშინდელმა ომბუდსმენმა და ასევე ბევრმა, ძალიან ცნობილმა პირმა, რომლებიც დღეს დემოკ¬რატობანას თამაშობენ. უსამართლობა ხდებოდა მაშინ, როცა ღამის 3 საათზე ჩაატარეს ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩემი სასამართლო პროცესი და ამას მხო¬ლოდ პრო¬კურორი და მოსამართლე ესწრებოდნენ. არც მე, როგორც ბრალდებული, რომლისთვისაც პატიმრობის ვადა უნდა გაეგრძელებინათ, არც ჩემი დამცველი, არც მოწმე ექსპერტი არ დასწრებიან. ამ დროს სახალხო დამცველის წარმომადგენლები შერცხვენილები გარეთ იდგნენ და გაოცებულები ჩემს ნათესავებსაც ვერ სცემდნენ პასუხს... მაშინ ბევრმა ადამიანმა ეს "გაატარა", ისევე, როგორც სხვა პატიმრების წამების პროცესი. სააკაშვილი რომ ამბობს, არ ვიცოდი, რა ხდებოდაო, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ის ტყუის! თვითონ მიხეილ სააკაშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა, ვანო მერაბიშვილმა და ირაკლი ოქრუაშვილმა შექმნეს ეს სისტემა, თორემ ახალაია იყო მათთვის "ხელის ბიჭი", რომელიც გამოიყენეს... ჩემი წამების საქმე 2004 წელს აღიძრა, მაშინ ინგა გრიგოლიასთან პირდაპირ ეთერში ზურაბ ადეიშვილმა საჯაროდ დადო პირობა, რომ ამ საქმეს გამოიძიებდა, მაგრამ დღემდე ეს საქმე ისევ "თაროზე დევს". ეს არის ადეიშვილის სამართლიანობა! გამოქვეყნებულ მასალებს, რომლის შეფასებისას ხალხი სიტყვებს ვერ პოულობს, ის მნიშვნელობა მაინც უნდა ჰქონ¬დეს, რომ გაჯიუტებულ ადამიანებს, რომლებიც სააკაშვილის მომხრეები არიან, თვალი აეხილოს. მომავალში კი მკაცრად უნდა მოვთხოვოთ პასუხი ამ საშინელებების ავტორებსა და სულისჩამდგმელებს, რომ აღარასოდეს გამეორდეს ასეთი აღვირახსნილობა და ფაშიზმი, პირველი პირისგან წამოსული სისხლისმსმელი კანონები. წამება და გაუპატიურება ყოველთვის ხდებოდა სააკაშვილის ციხეში. ეს იწერებოდა პრესაში, თუმცა ბევრი მალავდა, მაგრამ ხალხმა იცოდა. მე გავახმაურე ჩემი წამების ფაქტი, სამართალდამცავ ორგანოებსაც მივმართე, მაგრამ რა რეაგირება მოჰყვა?!. არა მარტო პატიმრების წამების, არამედ იქ უარესი ფაქტებიც ხდებოდა.

- რას გულისხმობთ?
- ე.წ. გვამების "გაფუჭებას", რომ საექსპერტოდ არ გამოსდგომოდა ჭირისუფალს. იყო გვამების "გამჭრელი" პატიმარი, რომელსაც ეს ფუნქცია ჰქონდა დაკისრებული და მხოლოდ ამის შესრულების გამო, კარგ პირობებში იხდიდა სასჯელს. დავალებული ჰქონდა - რომ შემოაკვდებოდათ, ნაწამები პატიმრის ცხედარი ისეთნაირად დაემუშავებინა მორგში, რომ გარეთ გატანის ან გვამის ექსჰუმაციის შემთხვევაში, ექსპერტიზას მისი გარდაცვა¬ლების ნამდვილი მიზეზი არ დაედგინა. გარდაცვლილისთვის უნდა ამოეცალა შიგნეულობა და მუცელში, ადამიანის ორგანოების ნაცვლად, იატაკის ჭუჭყიანი ნაჭრები, ხის ყუთის ფიცრები და ათასგვარი სიბინძურე ჩაელაგებინა... ჩემი იქ ყოფნის პერიოდში აბაშის გამგებელი რომ გარდაიცვალა, მე და დათო მირცხულავა მორგის კართან ვიდექით, კარი ღიად დავატოვებინეთ და ვყარაულობდით, რომ ნორმალურად გაეპატიოსნებინათ მიცვალებული. სამწუხაროდ, ყველა გარდაცვლილ პატიმარს ვერ ვუყარაულებდი და ვერ მოვუვლიდი. ე.წ. გვამების "გამფუჭებელი" ამას აკეთებდა რამდენიმე კოლოფი სიგარეტის საფასურად, ადმინისტრაციის მიერ წახალისებული იყო და იქ კარგად ცხოვრობდა. მერწმუნეთ, ეს ყველაფერი სააკაშვილის ორგანიზებული იყო. მისი ორგანიზებული იყო ისიც, რომ გირგვლიანის მკვლელებს "რეზბალნიცაში" სპეციალურად გარემონტებული აპარტამენტები მოუმზადეს.

- მაშინ იქ იხდიდით სასჯელს?
- გახსოვთ ალბათ ის დღე, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღშფოთებულები მივიდნენ, იდგნენ ჭიშკართან და იქ შეშვებას ითხოვდნენ. მათთან გასული ახალაია კი ცინიკურად ამბობდა, - მიბრძანდით, ნახეთ, აქ არავინ არისო. როგორ იქნებოდნენ იქ, როდესაც დილაუთენია სასწრაფოდ გაიყვანეს, რადგან ინფორმაციამ გაჟონა!.. არადა, პირადად შემხვდნენ მათ სანახავად მოსული ბაჩო და დათა ახალაიები, სოსო თოფურიძე, გრიგალაშვილი და სხვები, პურმარილით დატვირთულები, კიბეზე და მთელი ღამე გირგვლიანის მკვლელებთან ერთად ღრეობდნენ. მოვა დრო, მარტო მე კი არა, იქ მყოფი რამდენიმე პატიმარი, რამდენიმე ექიმი - ყველა ერთად დავადასტურებთ ამ ფაქტებს სასამართლო პროცესებზე და მათ სერიოზული პასუხისგება მოუწევთ ქართული მართლმსაჯულების წინაშე. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ყველაფერი, რასაც სააკაშვილი, მერაბიშვილი, ბაქრაძე ამბობენ, ტყუილია.

- პირადად თქვენ ვინც გაწამებდათ, მათი გვარები თუ შეგიძლიათ დაასახელოთ?
- მათ ვინაობას უახლოეს დღეებში დავასახელებ... სანამ ციხიდან გამოვიდოდი, ახალი საქმე აღმიძრეს და ადმინისტრაციაზე თავდასხმაში დამადანაშაულეს. იქ მოხდა შელაპარაკება. კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც დღესაც უკანონოდ იხდის სას¬ჯელს, ძალიან ცუდად იყო; ისეთი დაავადება ჰქონდა, რომ ადამიანი სისხლისგან იცლებოდა, სასწრაფოდ საოპერაციოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადასაყვანი იყო. მისი მკურნალი ექიმი და ქირურგი პირობას აძლევდნენ, რომ ოპერაცია ჩაუტარდებოდა, მაგრამ დაპირებების მიუხედავად, არ აკეთებდნენ. იმ დღესაც უარი უთხრეს. ამის გამო ვუთხარი, - ნუთუ არ გრცხვენიათ, მაინცდამაინც კაცი უნდა მოკვდეს-მეთქი?! იქიდან წამოსულს ახალი საქმე შემითითხნეს, თითქოს მე დავესხი თავს. ამის შემდეგ, 2009 წელს, ჩემს შვილს ქუჩაში სასტიკად სცემეს, ლავიწის ძვლები დაუმტვრიეს და 2 ოპერაცია დასჭირდა მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი შვილი იყო. მერე მემუქრებოდნენ და მოითხოვდნენ, საჩივარი გამომეტანა სტრასბურგიდან. ბოლოს სასამართლო უწყება მოვიდა, როცა ჩემი საქმის განხილვას იწყებდნენ. მოგეხსენებათ, მათ ხელში ისევ რომ მოვხვედრილიყავი, რა დღეში ჩავვარდებოდი, ამიტომ იძულებული გავხდი, საქართველო დამეტოვებინა და პოლიტიკური თავშესაფარი მეთხოვა საფრანგეთისთვის... ახლა, ამ დღეებში სამთავრობო ტელევიზიები შეეცდებიან, გაავრცელონ ახალი სიცრუეები, ეს ფაქტები რომ გადაფარონ. თუ ვინმემ ეს დაიჯერა, მაშინ ჩვენი საქმე წასული ყოფილა.

თეა ხურცილავა
"გზა", 2012 წელი

generated by an Adobe application 12.00

საფრანგეთში გადახვეწილი სულხან მოლაშვილი საკუთარი "დანაშაულისა" და პატიმარი ძმის შესახებ

2004 წელს საზოგადოებამ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის შემზარავი ფოტოები იხილა: პატიმრობაში მყოფ სულხან მოლაშვილს მთელი ზურგი სიგარეტით ჰქონდა ამომწვარი, სხეულზე უამრავი ჩაქცევა და სისხლნაჟღენთი აღენიშნებოდა; როგორც ამბობდნენ, ელექტროშოკით მიყენებული წამების გამო ფეხის ვენები დასკდომაზე ჰქონდა... პრესა წამების ამსახველი კადრებით აჭრელდა. ხელისუფლებამაც დადო პირობა, რომ მოლაშვილის წამების ფაქტს გამოიძიებდა, მაგრამ ეს ამბავი ნელ-ნელა ყველას მიავიწყდა და ფორმალურად აღძრული საქმე "თაროზე შემოდებული" დარჩა.

სულხან მოლაშვილმა ციხეში 3 წელზე მეტი გაატარა, ბოლოს პატრიარქის თხოვნით შეიწყალეს. იგი ამ მდგომარეობას არ შეჰგუებია და სარჩელი ევროსასამართლოში შეიტანა. როგორც ბატონი სულხანის მამა ამბობს, ხელისუფლებამ ბევრჯერ სცადა მოლაშვილზე სხვადასხვაგვარად ზეწოლა, მაგრამ სტრასბურგიდან საჩივარი არ გამო¬უტანია. თუმცა საბოლოოდ იძულებული გახადეს, ქვეყანა დაეტოვებინა და პოლიტიკური თავშესაფარი ეთხოვა.

სულხან მოლაშვილს საფრანგეთში დავუკავშირდით და ძველი ამბების გახსენება ვთხოვეთ. მანამდე კი მის მამას - ბატონ თამაზს ვესაუბრეთ, რომელმაც გვიამბო ის, რაც ბევრმა მკითხველმა არ იცის.

თამაზ მოლაშვილი:

- სულხანს დასდევდნენ; არ გვჯეროდა, რომ დაიჭერდნენ. ერთი ახლობელი მივიდა ბოკერიასთან და ჰკითხა, - რატომ დაჰყვებიან კუდშიო? მაშინ მან დასაჭერი ადამიანების სია უჩვენა, რომელშიც სულხანიც ეწერა. ბევრმა უთხრა ჩემს შვილს, - წადი, თორემ დაგიჭერენო, - მაგრამ პრინციპული ბიჭია, თანაც იცოდა არავითარი დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი და არ წავიდა. ის პატრიარქთან მივიდა, რომელმაც დალოცა. იქიდან პროკურატურაში, ირაკლი ოქრუაშ¬ვილთან თავისი ფეხით მივიდა. ოქ¬რუაშვილს უთქვამს, - ყველაფერი ქალაქის პროკურატურის ამბავიაო... იქაც თავისი ფეხით მისული სულხანი იმ საღამოს დააპატიმრეს... თუ ოდესმე სასამართლოს უსუსურობის, დაკვეთის ნიმუში დასჭირდა ვინმეს, ამის მაგალითია სულხანის სასამართლო; ყველა სხდო¬მა ჩაწერილი მაქვს და უკეთეს ნიმუშს ვერ ნახავენ... სააკაშვილი ამბობს, - პირველად მესმის, პატიმრების ცემა-წამება თუ ხდებოდა ციხეებშიო. არ არის ეს დაცინვა?! ამის მაგალითი სულხანის საშინელი წამება არ იყო? კონკრეტულად მისი მითითებით აწამეს სულხან მოლაშვილი! მაშინ 148 ინტელიგენტმა მოაწერა ხელი მიმართვას მისი გათავისუფლების მოთხოვნით და სწორედ იმ ხალხს უწოდა სააკაშვილმა "ჩარეცხილები". სულხანმა სააკაშვილი მისი იუსტიციის მინისტრობის დროს დიდი დილემის წინაშე დააყენა და მერე ასე იძია მასზე შური... სულხანი ქურდების საკანშიც შეაგდეს იმ იმედით, რომ მას ცუდად მოექცეოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩემს შვილს ციხეში ჰეპატიტი შეეყარა. მერე ახალი ბრალდება შეუთითხნეს და იძულებული გახადეს, საქართველოდან წასულიყო. ჩემი უბედურება ის არის, რომ ჩემი ერთი შვილი საქარ¬თველოდან გადახვეწეს, მეორე ციხეში გამომიკეტეს. რაღაა ჩემი ცხოვრება?! ეს ტანჯვა კი პირადად მიშა სააკაშვილმა მომაყენა!..

სულხანი რომ დაიჭირეს, ჩემი მეორე შვილი წამოვიდა პოლიციიდან. მაშინ ბარამიძემ დაიბარა და უთხრა, - არსად არ წახვალ, შენს ადგილზე იმუშავებო, - მაგრამ თორ¬ნიკემ უარი თქვა... დიდი ხნის შემ¬დეგ, გურამ დონაძის (თორნიკე მასთან მეგობრობდა) მეშვეობით, თორ¬ნიკე შს სამინისტროში მიიყვანეს და უთხრეს, დეპარტამენტის თავმჯდომარედ დაგნიშნავთო. ბოლოს ვანო მერაბიშვილთან რომ შევიდა, მას უთქვამს, - სულხანს უთხარი, სტრასბურგიდან საჩივარი გამოიტანოსო. - სავაჭროდ არ მოვსულვარ, აქვე რომ დამიჭიროთ და სულხანმა საჩივარი გამოიტანოს, ახლავე ვენებს გადავიჭრიო, - უთქვამს თორნიკეს ვანოსთვის. ეს გეგმა ჩაუფლავდათ. ამის შემდეგ ბევრი დრო გავიდა და თორნიკემ მითხრა, - მამა, დამდევენ და მგონი, დამაკავებენო. მართლაც დააკა¬ვეს. მერე ადეიშვილის გამოგზავნილი კაცი მოვიდა და მითხრა, - დილის 9 საათზე სულხან მოლაშვილი რომ შეიტანს ევროსასამართლოში თხოვნას საჩივრის გამოტანის თაობაზე, 3 საათზე პროცესი დაინიშნება და 6 საათზე შენი შვილი უკვე სახლში გეყოლებაო. მათთან სულხანიც ვალაპარაკე. იკი¬თხა, - საჩივრის გამოტანაზე განცხადებას რომ დავწერ, მაშინ გამოუშვებთ ჩემს ძმას, თუ საქმის განხილვის მერეო? ის კაცი ისევ ადეიშვილთან გაიქცა და პასუხად მივიღეთ, რომ განხილვის შემდეგ გაუშვებდნენ. 7 წელია, განაჩენს ელოდება და ვინ იცის, კიდევ როდის განიხილავენ, - .. მანამდე იქ უნდა მჯდა¬რიყო... ეგონათ, ასე გავბრიყ¬ვდებოდით. თორნიკე დღემდე პატიმრობაში რჩება. ნარკოტიკის შენახვის ბრალდება წაუყენეს და 8 წელი მიუსაჯეს. ასე მოექცა სააკაშვილის რეჟიმი ჩემს ოჯახს, ეს არის მათი სამართალი!..

სულხან მოლაშვილი:

- ეს იყო პერიოდი, როდესაც ხელისუფლებამ პენიტენციარულ სისტემაში ფორსირებული ტემპით გადაწყვიტა .. რეფორმის ჩატარება. სინამდვილეში, ეს იყო საზოგადოების მოტყუების, ხალხის დაბეჩავების, პატიმართა დამორჩილების, მათი გატეხისა და სასურველი ჩვენების მიღების პოლიტიკა. ამის სულისჩამდგმელი ახალაია არ ყოფილა; პიროვნება, ვინც საფუძველი ჩაუყარა და ერთპიროვნულად განსაზღვრა ამ პოლიტიკის ძირითადი პრინციპები, ამ ქვეყნის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი იყო. მან თავისი "იურიდიული განათლება" სწორედ ამ საქმეში "დახარჯა". მან შექმნა ისეთი სისტემა, იუსტიციისა და მათ შორის, პენიტენციარული დაწესებულებების, სადაც ადამიანი უნდა ყოფილიყო მიზნის მიღწევის საშუალება, რასაც პიროვნების წამებით, დასახიჩრებით, სასურველი ჩვენებების მიღებით, საქმეთა ფაბრიკაციით ახდენდა. მისი ერთადერთი პოლიტიკური კრედო არის ძალადობა! "ყველანი ციხეში! ნულოვანი ტოლერანტობა!" - და .. დამეთანხმებით, ასეთ ვითარებაში მხოლოდ დიქტატორები გრძნობენ თავს საიმისოდ, რომ მართონ, სინამდვილეში კი ჩაგრონ საზოგადოება.

- თქვენი დაპატიმრება შურისძიება იყო?

- ჩემი საქმე იყო პირველი ეტაპი. მაშინ ოქრუაშვილმა მოაწერა ხელი ჩემს საბრალდებო დასკვნას, რომელიც მხოლოდ სიცრუეზე იყო აგებული და ეს კარგა ხანია დადასტურდა შესაბამისი დოკუმენტებით. ჩემ მიმართ ათასგვარი უსამართლობა ჩაიდინეს. თანამშრომლებისთვისPპრემიის სახით, 37.000 ლარის დარიგება ჩაითვალა უფლებამოსილების გადამეტებად და თანამდებობის ბოროტად გამოყენებად. მაშინ, როდესაც იუსტი¬ციის მინისტრობის დროს, იმავეს თვითონ აკეთებდა. უსამართლობა მაშინვე ხდებოდა, როცა თვალი დახუჭეს მაშინდელმა ომბუდსმენმა და ასევე ბევრმა, ძალიან ცნობილმა პირმა, რომლებიც დღეს დემოკ¬რატობანას თამაშობენ. უსამართლობა ხდებოდა მაშინ, როცა ღამის 3 საათზე ჩაატარეს ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩემი სასამართლო პროცესი და ამას მხო¬ლოდ პრო¬კურორი და მოსამართლე ესწრებოდნენ. არც მე, როგორც ბრალდებული, რომლისთვისაც პატიმ¬რობის ვადა უნდა გაეგრძელებინათ, არც ჩემი დამცველი, არც მოწმე ექსპერტი არ დასწრებიან. ამ დროს სახალხო დამცველის წარმომადგენლები შერცხვენილები გარეთ იდგ¬ნენ და გაოცებულები ჩემს ნათესავებსაც ვერ სცემდნენ პასუხს... მაშინ ბევრმა ადამიანმა ეს "გაატარა", ისევე, როგორც სხვა პატიმრების წამების პროცესი. სააკაშვილი რომ ამბობს, არ ვიცოდი, რა ხდებოდაო, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ის ტყუის! თვითონ მიხეილ სააკაშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა, ვანო მერაბიშვილმა და ირაკლი ოქრუაშვილმა შექმნეს ეს სისტემა, თორემ ახალაია იყო მათთვის "ხელის ბიჭი", რომელიც გამოიყენეს... ჩემი წამების საქმე 2004 წელს აღიძრა, მაშინ ინგა გრიგოლიასთან პირდაპირ ეთერში ზურაბ ადეიშვილმა საჯაროდ დადო პირობა, რომ ამ საქმეს გამოიძიებდა, მაგრამ დღემდე ეს საქმე ისევ "თაროზე დევს". ეს არის ადეიშვილის სამართლიანობა! გამოქვეყნებულ მასალებს, რომლის შეფასებისას ხალხი სიტყვებს ვერ პოულობს, ის მნიშვნელობა მაინც უნდა ჰქონ¬დეს, რომ გაჯიუტებულ ადამიანებს, რომლებიც სააკაშვილის მომხრეები არიან, თვალი აეხილოს. მომავალში კი მკაცრად უნდა მოვთხოვოთ პასუხი ამ საშინელებების ავტორებსა და სულისჩამდგმელებს, რომ აღარასოდეს გამეორდეს ასეთი აღვირახსნილობა და ფაშიზმი, პირველი პირისგან წამოსული სისხლისმსმელი კანონები. წამება და გაუპატიურება ყოველთვის ხდებოდა სააკაშვილის ციხეში. ეს იწერებოდა პრესაში, თუმცა ბევრი მალავდა, მაგრამ ხალხმა იცოდა. მე გავახმაურე ჩემი წამების ფაქტი, სამართალდამცავ ორგანოებსაც მივმართე, მაგრამ რა რეაგირება მოჰყვა?!. არა მარტო პატიმრების წამების, არამედ იქ უარესი ფაქტებიც ხდებოდა.

- რას გულისხმობთ?

- .. გვამების "გაფუჭებას", რომ საექსპერტოდ არ გამოსდგომოდა ჭირისუფალს. იყო გვამების "გამჭრელი" პატიმარი, რომელსაც ეს ფუნქცია ჰქონდა დაკისრებული და მხოლოდ ამის შესრულების გამო, კარგ პირობებში იხდიდა სასჯელს. დავალებული ჰქონდა - რომ შემოაკვდებოდათ, ნაწამები პატიმრის ცხედარი ისეთნაირად დაემუშავებინა მორგში, რომ გარეთ გატანის ან გვამის ექსჰუმაციის შემთხვევაში, ექსპერტიზას მისი გარდაცვა¬ლების ნამდვილი მიზეზი არ დაედგინა. გარდაცვლილისთვის უნდა ამოეცალა შიგნეულობა და მუცელში, ადამიანის ორგანოების ნაცვლად, იატაკის ჭუჭყიანი ნაჭრები, ხის ყუთის ფიცრები და ათასგვარი სიბინძურე ჩაელაგებინა... ჩემი იქ ყოფნის პერიოდში აბაშის გამგებელი რომ გარდაიცვალა, მე და დათო მირცხულავა მორგის კართან ვიდექით, კარი ღიად დავატოვებინეთ და ვყარაულობდით, რომ ნორმალურად გაეპატიოსნებინათ მიცვალებული. სამწუხაროდ, ყველა გარდაცვლილ პატიმარს ვერ ვუყარაულებდი და ვერ მოვუვლიდი. .. გვამების "გამფუჭებელი" ამას აკეთებდა რამდენიმე კოლოფი სიგარეტის საფასურად, ადმინისტრაციის მიერ წახალისებული იყო და იქ კარგად ცხოვრობდა. მერწმუნეთ, ეს ყველაფერი სააკაშვილის ორგანიზებული იყო. მისი ორგანიზებული იყო ისიც, რომ გირგვლიანის მკვლელებს "რეზბალნიცაში" სპეციალურად გარემონტებული აპარტამენტები მოუმზადეს.

- მაშინ იქ იხდიდით სასჯელს?

- გახსოვთ ალბათ ის დღე, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღშფოთებულები მივიდნენ, იდგნენ ჭიშკართან და იქ შეშვებას ითხოვდნენ. მათთან გასული ახალაია კი ცინიკურად ამბობდა, - მიბრძანდით, ნახეთ, აქ არავინ არისო. როგორ იქნებოდნენ იქ, როდესაც დილაუთენია სასწრაფოდ გაიყვანეს, რადგან ინფორმაციამ გაჟონა!.. არადა, პირადად შემხვდნენ მათ სანახავად მოსული ბაჩო და დათა ახალაიები, სოსო თოფურიძე, გრიგალაშვილი და სხვები, პურმარილით დატვირთულები, კიბეზე და მთელი ღამე გირგვლიანის მკვლელებთან ერთად ღრეობდნენ. მოვა დრო, მარტო მე კი არა, იქ მყოფი რამდენიმე პატიმარი, რამდენიმე ექიმი - ყველა ერთად დავადასტურებთ ამ ფაქტებს სასამართლო პროცესებზე და მათ სერიოზული პა¬სუხისგება მოუწევთ ქართული მართლმსაჯულების წინაშე. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ყველაფერი, რასაც სააკაშვილი, მერაბიშვილი, ბაქრაძე ამბობენ, ტყუილია.

- პირადად თქვენ ვინც გაწამებდათ, მათი გვარები თუ შეგიძლიათ დაასახელოთ?

- მათ ვინაობას უახლოეს დღეებში დავასახელებ... სანამ ციხიდან გამოვიდოდი, ახალი საქმე აღმიძრეს და ადმინისტრაციაზე თავდასხმაში დამადანაშაულეს. იქ მოხდა შელაპარაკება. კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც დღესაც უკანონოდ იხდის სას¬ჯელს, ძალიან ცუდად იყო; ისეთი დაავადება ჰქონდა, რომ ადამიანი სისხლისგან იცლებოდა, სასწრაფოდ საოპერაციოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადასაყვანი იყო. მისი მკურნალი ექიმი და ქირურგი პი¬რობას აძლევდნენ, რომ ოპერაცია ჩაუტარდებოდა, მაგრამ დაპირებების მიუხედავად, არ აკეთებდნენ. იმ დღესაც უარი უთხრეს. ამის გამო ვუთხარი, - ნუთუ არ გრცხვენიათ, მაინცდამაინც კაცი უნდა მოკვდეს-მეთქი?! იქიდან წამოსულს ახალი საქმე შემითითხნეს, თითქოს მე დავესხი თავს. ამის შემდეგ, 2009 წელს, ჩემს შვილს ქუჩაში სასტიკად სცემეს, ლავიწის ძვლები დაუმ¬ტვრიეს და 2 ოპერაცია დასჭირდა მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი შვილი იყო. მერე მემუქრებ¬ოდნენ და მოითხოვდნენ, საჩივარი გამო¬მე¬ტანა სტრას¬ბურგიდან. ბოლოს სასამარ¬თლო უწყება მო¬ვიდა, როცა ჩემი საქმის განხილვას იწყებდნენ. მო¬გეხსენებათ, მათ ხელში ის¬ევ რომ მოვხვედრილიყა¬ვი, რა დღეში ჩავ¬ვარდებოდი, ამიტომ იძულებული გავხდი, სა¬ქართველო დამეტოვებინა და პო¬ლიტიკური თავშესაფარი მეთხოვა საფრანგეთის¬თვის... ახლა, ამ დღეებში სამ¬თავ¬რობო ტელე¬ვი¬ზიები შეეცდებიან, გაავრცელ¬ონ ახა¬ლი სიცრუ¬¬ები, ეს ფაქტები რომ გადაფა¬რონ. თუ ვინმემ ეს და¬იჯერა, მაშინ ჩვე¬ნი საქმე წასუ¬ლი ყოფილა. მაგრამ მჯერა ჩვე¬ნი ხალხის შემართების, რომ ბო¬როტებას არ დაუშვებს და ძა¬ლიან ახლოსაა გამარჯვება...

Normal 0 36 false false false EN-US X-NONE X-NONE
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (4)
08.07.2016
არ ვართ ერთად იმიტომაც ხდება ასეთი საშინელებები ღმერთო დაიფარე ჩვენი შვილები მონსტრებისაგან ნუღარ გამეორდება ის საშინელი დღეები
თამარი
28.06.2015
სანამ მკაფიოდ არ იტყვიან იმას, თუ ვინ დამოძღვრა სააკაშვილი და მისი გუნდი ამ მეთოდების ეკონომიურობაში და იმაში, რომ დემოკრატიის შენება "დასავლური ღირებულებების" დამკვიდრებით არ იწყება, მანამ თაროზე შემოდებული საქმეები კვლავ... მოკლედ, ვინ არის სააკაშვილის მასწავლებელი? პასუხი: ამერიკის პარტია, ე. წ. GOP & D ვაშინგტონისა. სად იყო მისი უბნის სკოლა? პასუხი: ამერიკის საელჩოში! ვინც სააკაშვილს ხელს აწმენდს დღეს, მისი მასწავლებლების მოხსენიების გარეშე, ან არ იცის როგორ ხდება ეგ საქმე, ანდა ... იქნება ვცდები?
ვახტანგი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
5 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
2 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
281 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი