35 წლის ქალმა 8 თვის ჩვილი საყვარელს დაუტოვა და თურქეთში წავიდა
font-large font-small
35 წლის ქალმა 8 თვის ჩვილი საყვარელს დაუტოვა და თურქეთში წავიდა
მიტოვებულ ჩვილზე მიმღები ოჯახი ზრუნავს
საქართველოში ათასობით წყვილი შვილის აყვანას ცდილობს და წლებია, გასაშვილებელ პატარას ელოდება.

მართლაც, უამრავი ქალი ოცნებობს დედობაზე, მაგრამ სამწუხაროდ, მათ გვერდით ცხოვრობენ ისეთი ქალები, რომლებიც უფლის საჩუქარზე უარს ამბობენ და საკუთარ პატარას უპატრონოდ ტოვებენ. არაერთი მიტოვებული ბავშვის ამბავი გაგვიშუქებია, მაგრამ საუბედუროდ, მსგავსი ფაქტები ისევ ხდება. გასულ კვირას, ბათუმში, მესხეთის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში, 8 თვის ჩვილი დედამ უპატრონოდ მიაგდო და თურქეთში წავიდა. პატარა გოგონა დღეს მინდობით აღზრდაშია, მასზე ბევრი ადამიანი ზრუნავს და ალბათ უდედოდ გაიზრდება, მაგრამ მომავალში შესაძლოა, დედამისს საკუთარ საქციელზე პასუხის გაცემა მოუხდეს.

როგორც აჭარის ბავშვთა ზრუნვის სააგენტოს სოციალურმა მუშაკმა, ინგა დავითაძემ გაგვიმარტა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. მიტოვებული ჩვილი პატრულის თანამშრომლებს არ უპოვიათ, სოციალურმა მუშაკმა თავად აცნობა სამართალდამცავებს მომხდარის შესახებ და ამის შემდეგ ჩაერთო საქმეში პოლიცია. როგორც ირკვევა, ჩვილი ქალმა თავის საყვარელს დაუტოვა და სახლიდან გაიპარა.

ინგა დავითაძე, სოციალური მუშაკი:

GzaPress- მამაკაცი მოვიდა აჭარის ბავშვთა ზრუნვის სააგენტოში, ძალიან შეშინებული და შეწუხებული იყო. განაცხადა, რომ 35 წლის ქალმა 8 თვის ჩვილი დაუტოვა და გაუჩინარდა. მამაკაცის ვინაობას ვერ დაგისახელებთ, რადგან მას ჰყავს მეუღლე და შვილები, თუმცა, როგორც ჩანს, პერიოდულად ამ ქალთან დადიოდა მესხეთის ქუჩაზე. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს, ქალს უთქვამს, - ცოტა ხნით ქვევით ჩავალ, ბავშვისთვის აფთიაქიდან საკვებს ამოვიტან და მალე დავბრუნდებიო. ქალს მხოლოდ საფულე აუღია, ჩაუცვამს და გარეთ გასულა. მამაკაცი ამაოდ ელოდა სახლში მის დაბრუნებას. ქალი აღარ დაბრუნებულა. ფაქტობრივად, ბავშვი შეატოვა მამაკაცს. მამაკაცი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რამდენიმე საათი უშედეგოდ ელოდა ქალის დაბრუნებას. როცა მიხვდა, დამბრუნებელი არ იყო, თავის ბიძაშვილ ქალბატონს დაურეკა და დახმარება სთხოვა. იმავე საღამოს მივიდა მასთან ნათესავი ქალბატონი, დარჩა პატარასთან და დედის გამოჩენას ელოდა, მაგრამ მეორე დღესაც რომ არ დაბრუნდა, გამოსავლის ძებნა დაიწყეს. ჩვილის ბავშვთა სახლში გადაყვანა განიზრახეს. მამაკაცი ეძებდა ბათუმში ბავშვთა სახლს, მაგრამ ასეთი სახლები უკვე აღარ არსებობს. როცა ყოფილ ბავშვთა სახლში მივიდა, იქ აუხსნეს, რომ ჩვენი სამსახურისთვის უნდა მოემართა. ყველაფერი აგვიხსნა დეტალურად და გვთხოვა, დავხმარებოდით. განცხადება დავაწერინეთ და მივედით იმ ბინაში, სადაც პატარა ჰყავდათ.

- იქ რა სიტუაცია დაგხვდათ?

- ბავშვი მამაკაცის ბიძაშვილ ქალბატონთან ერთად იყო ბინაში. ის უვლიდა. საერთოდ არ იცნობს პატარას დედას. შევამოწმეთ ბავშვი. გადავწყვიტე, პატარა მინდობით აღზრდაში გადამეცა. ბავშვის ფიზიკური განვითარება არ მომეწონა. დათვალიერებისას, თავში შუნტირების კვალი ეტყობოდა, ენცეფალიის ეჭვი მქონდა, ამიტომ გამოვიძახე "სასწრაფო დახმარების" ბრიგადა და საპატრულო პოლიცია. მათ მოსვლამდე სახლი დავათვალიერეთ და იქ ვიპოვეთ პატარა გოგონას დაბადების მოწმობა და მისი ისტორია ანუ ფორმა 100. ჩვილი 8 თვის აღმოჩნდა, მისი წონა, ფიზიკური მონაცემები, მის ასაკთან შეუსაბამოა. პატარა დროზე ადრე, საკეისრო კვეთით არის დაბადებული, 850 გრამი წონით. თუმცა, არ არის მითითებული ისტორიაში, რამდენი თვის ორსული იყო დედა, საკეისრო კვეთა რომ ჩაუტარდა. ჩვილი აპარატულ სუნთქვაზეც არის ნამყოფი. დადასტურდა ჩემი ეჭვები, მისთვის ორჯერ გაუკეთებიათ შუნტირება თავში: ეტყობა, ჩაქცევები ჰქონდა და - იმის გასაწოვად. ქალბატონმა, რომელიც ორი დღე უვლიდა პატარას, მითხრა, რომ ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაში დახვდა, დაუბანელი იყო. მან დაბანა, მოაწესრიგა და როცა ჩვენ ვნახეთ, უკეთეს მდგომარეობაში იყო. ფაქტის გახმაურების შემდეგ პატარა უამრავმა ადამიანმა ნახა. სულ ტიროდა, გაღიზიანებული იყო. ბუნებრივია, ალბათ იმასაც გრძნობდა, რომ დედისგან მოშორებული იყო, მაგრამ დღეს მშვიდად არის და კარგად უვლიან.

- დედის შესახებ რა ინფორმაციას ფლობთ? ბავშვის მამა ცნობილია?

- ყველანაირი ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ დეტალებს ვერ გავამჟღავნებთ. ქალის რეგისტრაციის ადგილად სხვა მისამართია მითითებული, დაბადების ადგილი სხვა აქვს. ყველაფერს ვარკვევთ. ეს ბინა მესხეთის ქუჩაზე, ნაქირავები ჰქონდა, ქირაც გადაუხდელი აქვს. პატრულის დახმარებით დადგინდა, რომ ქალმა ხუთშაბათს, 6 საათზე დატოვა საზღვარი და თურქეთის მიმართულებით წავიდა. ბავშვი კი წინადღეს დატოვა. ახალშობილს დაბადების მოწმობაში მამის გრაფა შეუვსებელი აქვს. ამ ქალის სახელზე კიდევ ორი ბავშვი ფიქსირდება, ისინი დიდები არიან - 15-16 წლის ბიჭები. მათი ბედი ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია. მათ ადგილსამყოფელსაც დავადგენთ და გავარკვევთ, საერთოდ არიან თუ არა ისინი მზრუნველობის ქვეშ ან ვისთან იზრდებიან. ქალიც აუცილებლად უნდა მოვძებნოთ, ამაში ჩაერთო პოლიცია. რაც შეეხება პატარას, ის ჯერჯერობით მინდობით ოჯახში გაიზრდება. დიდი პროცედურებია გასავლელი ბავშვის გაშვილებამდე. ის ჯერ სასამართლომ უნდა აღიაროს მიტოვებულად. ამის შემდეგ მიენიჭება გასაშვილებლის სტატუსი. ამას ბევრი დრო სჭირდება, სხვაგვარად პატარა გოგონა ვერ გაშვილდება.

- მინდობით აღზრდაში ყოფნისას კონტროლს სისტემატურად ახდენთ?

GzaPress- ბავშვი ძალიან კარგ ოჯახშია. იმ ქალბატონს კარგი გამოცდილება აქვს ბავშვთან მუშაობის. საკუთარი შვილები ჰყავს, ისინი უკვე დიდები არიან. ადრეც ჰყავდა რაქიტიანი, მიტოვებული პატარა და ჩვენდა საბედნიეროდ, კარგი შედეგი მივიღეთ. არც ამ პატარას მოაკლებს ზრუნვას. ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად ნორმალურია. სტაციონარში ყოფნა არ ესაჭიროება. ჰქონდა ვირუსიც. მიმღებმა ოჯახმა ექიმებისგანაც მიიღო რჩევები. აუხსნეს, როგორ უნდა მოეპყროს შუნტირების ჭრილობას. არ ვიცით, დედა რით კვებავდა. ესეც მოუწესრიგდება მედიკამენტებით და კარგად იგრძნობს თავს. ჩვილის დედის მეგობარი მამაკაცი ამბობს, - ხანდახან მე მიმქონდა ბავშვის საჭმელიო. აშკარად ხელოვნულ კვებაზე ჰყავდა, მაგრამ ფიზიკური განვითარება ძალიან ჩამორჩება მის ასაკს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის ჯანმრთელი და კარგი გოგო გაიზარდოს.

- აღნიშნეთ, რომ მინდობით აღზრდაში გყავდათ ასევე მიტოვებული, რაქიტიანი ჩვილი. ხშირია ასეთი შემთხვევა რეგიონში?

- აჭარაში ბოლო წლებში ბავშვის ასე მიტოვების ეს პირველი შემთხვევაა. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მამაკაცს ჰყავს სხვა ოჯახი და ქალი იძულებული ხდება, ბავშვი მიატოვოს. უფრო ხშირად, სტუდენტი გოგონები ხვდებიან ასეთ მდგომარეობაში. თუმცა, საბოლოო ჯამში, სტატისტიკა სხვადასხვაგვარია. ყველა კატეგორიის ოჯახს შეხვდებით, რომელმაც პატარა მიატოვა. აჭარაში უმძიმესი შემთხვევა შარშან მაისში გვქონდა, როცა მამაკაცმა ცოლს, 8 შვილის დედას ყელი გამოსჭრა და მერე თავი მოიკლა. 8 ბავშვი უდედმამოდ დარჩა. ბებია და ბიძა ცდილობდნენ ბავშვებზე ზრუნვას, მაგრამ არანაირი პირობები არ ჰქონდათ, ამიტომ დავარწმუნეთ ისინი, რომ რვავე ბავშვი მინდობით აღზრდაში გადაგვეცა. ავუხსენით, რომ ბავშვებით სპეკულირება არ შეიძლებოდა. თავიდან ამბობდნენ, სახელმწიფო გვართმევს ბავშვებსო, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. ძალიან კარგ პირობებში იზრდებიან, მოვლილები და შეცვლილები არიან. სკოლაში, ბაღში დადიან. ყველაზე პატარა ერთი წლისაა, უფროსი - 14 წლის. სპორტზე დადიან, მართლა წარმატებებს მივაღწიეთ. თებერვალში წაიყვანა ბებიამ პირველად სტუმრად სახლში პატარები. კარგად ვთანამშრომლობთ ბებიასა და ბიძასთან. შაბათ-კვირას მიჰყავს ხოლმე ბავშვები.

- მესხეთის ქუჩაზე ნაპოვნი ჩვილის დედას დედობის უფლება ჩამოერთმევა?

- დედობის უფლების ჩამორთმევის საკითხს არ დავაყენებთ. ყოველთვის ვმუშაობთ დედებთან, რომლებიც საკუთარ შვილზე უარს ამბობენ. ამ შემთხვევაშიც ვცდილობთ, დავადგინოთ, რამ აიძულა დედა, ჩვილი მიეტოვებინა და თურქეთში წასულიყო? უნდა გაირკვეს, რა პრობლემა შეექმნა, რომ ეს ნაბიჯი გადადგა. აუცილებლად მოვძებნით დედას და დაველაპარაკებით. საერთოდ, ჩვენი მიზანია, ბავშვი ბიოლოგიურ დედასთან იზრდებოდეს, ამისთვის სოცმუშაკები ძალიან ბევრს ვშრომობთ. ბევრჯერ მოსულან ჩვენთან დედები, რომლებსაც გადაწყვეტილი ჰქონიათ კატეგორიულად შვილის მიტოვება, მაგრამ სოცმუშაკის ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, ამ ნაბიჯის გადადგმა გადაუფიქრებიათ. ჩვენ ყველა ინფორმაციას მოვიძიებთ ამ ქალბატონზე, მივაგნებთ მის ოჯახს, ვიპოვით მის ორ შვილსაც და შეიკვრება დიდი ისტორია. საქართველო ძალიან პატარაა და ამის დადგენა პრობლემა არ არის.

- პატარის შვილად აყვანის მსურველები ხომ არ გამოჩნდნენ?

- ფაქტის გამომზეურების შემდეგ ბევრი ადამიანი რეკავს და მზად არის, იშვილოს მიტოვებული გოგონა, მაგრამ პროცედურებია გასავლელი. პირდაპირ მიშვილების გზა არ არსებობს, ჯერ უნდა მოხდეს ბავშვისთვის გასაშვილებლის სტატუსის მინიჭება და ამის შემდეგ, რიგის მიხედვით შესთავაზებენ მსურველს, პატარის შვილად აყვანას. ალბათ იცით, რომ 5 000-ზე მეტი ადამიანი ელოდება თავის რიგს.
თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (12)
10.04.2015
იდიოტი ქალი რომ დაღუპულიყო მერე გამოჭენდება ტელევიზიაში შვილმკვდარი დედის სტატუსით. ჯობია გაშვილდეს და ნორმალურად გაიზარდოს მასეთ ადამიანს არც აღზრდა განათლება არ ექნება ბავშვის აღსაზრდელად, გინდ მე ვიყო თუარ ვარ ღირსი არც მე უნდა დამიტოვონ ბავშვი, ღმერთმა ყველას გაუნათოს გონება.ეს კაცი კიდევ რაღაც ნამუსი ქონია რომ არ მიაგდო ბავშვი. საწყალი როგორ მეცოდება ეგეთ დედის ხელში ჩვილი.
02365410
13.03.2015
მე დავწერე ბავშვი მიეყვანა სახლში თქო ტორე ბოზი ტუ იყო არც დედად ივარგებდა და არც შვილი არ უნდა გეეჩინა მასტან (ბოზისგან)
datos --- tundac sagan
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი