გურჯაანში მამაკაცმა ბავშვობის მეგობარი მოკლა, მამამისი კი დაჭრა
font-large font-small
გურჯაანში მამაკაცმა ბავშვობის მეგობარი მოკლა, მამამისი კი დაჭრა
როგორც ამბობენ, მამა-შვილი ღამის 3 საათზე ჩუგოშვილს სახლში მიუვარდა



სამწუხაროდ, კახეთში ძალიან გახშირდა მკვლელობები. კვირა არ გავა, უმძიმესი დანაშაული რომ არ მოხდეს. მორიგი მკვლელობა რამდენიმე დღის წინ, სოფელ გურჯაანში მოხდა. 26 წლის გია ჩუგოშვილმა, მეტსახელად `მესკეტამ" თანატოლი, 27 წლის ჯაბა ელიზბარაშვილი სასიკვდილოდ დაჭრა. ასევე მძიმედ დაჭრა ჯაბას მამა, 56 წლის ნოდარ ელიზბარაშვილი. მას ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა. ღამის 3 საათზე მიიყვანეს დაჭრილი მამა-შვილი საავადმყოფოში, მაგრამ ექიმებმა ჯაბას გადარჩენა ვეღარ შეძლეს, ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მეზობლების თქმით, ჯაბას რამდენიმე ჭრილობა აღენიშნება, სასიკვდილო ჭრილობა კი გულის არეში ჰქონდა. სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა ნოდარ ელიზბარაშვილს, ის ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
სისხლიანი დანაშაული მკვლელობაში ბრალდებულ გია ჩუგოშვილის სახლში მოხდა. მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება. როგორც ამბობენ, მამა-შვილი ღამის 3 საათზე ჩუგოშვილს სახლში მიუვარდა. მათ შორის დაწყებული ჩხუბი სისხლისღვრით დასრულდა.
"ჩემმა ძმისშვილმა, გიამ თურმე გამოიარა მათი სახლი, თავისთვის ღიღინებდა, სიმღერით მოვიდა სახლში ნასვამი, დაწვა და დაიძინა. ალბათ ერთი საათი ეძინა, როცა მასთან მამა-შვილი ელიზბარაშვილები მოსულან. მიუნგრევიათ კარი, შესულან შიგნით და ჩხუბი აუტეხავთ გიასთვის. თურმე დანა ეჭირათ ხელში. გია გამოსულა, მოხდა ჩხუბი და ეს ამბავი დატრიალდა", - ამბობს ბრალდებულის მამიდა.
ის არ საუბრობს კონფლიქტის მიზეზზე. ცნობილია ისიც, რომ დამნაშავემ შემთხვევის ადგილი დატოვა, თუმცა მეორე დღეს სამართალდამცავებმა გია ჩუგოშვილი დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე 108-ე, განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის მუხლებით არის აღძრული. ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. ნასამართლევი იყო ასევე მოკლული ჯაბა ელიზბარაშვილიც. ის ციხიდან ამნისტიით გამოვიდა. ყაჩაღობისთვის იხდიდა სასჯელს. სამართალდამცავთა მტკიცებით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, თუმცა, რა ჩვენება მისცა მან გამოძიებას, ჯერჯერობით უცნობია.
როგორც ირკვევა, მეზობლებს შორის დაპირისპირება ადრეც არაერთხელ მომხდარა. სიმთვრალეში თურმე ხშირად კამათობდნენ ჯაბა და გიორგი. საქმეზე გამოძიება გრძელდება და სამართალდამცავები დაადგენენ მკვლელობის მოტივს.
ნოდარ რაქვიაშვილი, სოფელ გურჯაანის რწმუნებული:
- სამწუხარო ფაქტი მოხდა. ბრალდებულიც ნამართლევია და მოკლულიც. მეზობლები და ერთად გაზრდილები არიან. ერთმანეთისგან 200 მეტრის მოშორებით ცხოვრობდნენ. მათ შორის დაპირისპირება ადრეც იყო. როცა დათვრებოდნენ, უთანხმოება ჰქონდათ. ამ შემთხვევაში რა იყო მიზეზი, არ ვიცი. ალბათ ნასვამები იყვნენ და ეს მორიგი გარჩევა იქნებოდა. სიფხიზლეში ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. ორივეს მძიმე ხასიათი ჰქონდა და ალბათ ამიტომ ვერ უგებდნენ ერთმანეთს. ბრალდებულთან მისულა მამა და შვილი და იქ დატრიალდა ეს ამბავი. ჯაბას მამა ძალიან წესიერი ადამიანია, მისი მეუღლე მასწავლებელია, პატიოსანი ოჯახია და სამწუხაროა ეს ამბავი. ჯაბა ციხიდან ახალი გამოსულია. გია როდის გამოვიდა, არ ვიცი. ისიც კარგ ოჯახში აღზრდილი ბიჭია, მშრომელი მშობლები ჰყავს. იქვე ახლოს ვცხოვრობ და ხმაური წესით, უნდა გამეგო. სამწუხაროდ, ჩხუბის ხმა არ გამიგონია არც მე და არც სხვა მეზობლებს. პირველ რიგში მე უნდა გამეგო. მიზეზს ალბათ გამოძიება დაადგენს.

თეა ხურცილავა, სპეციალურად საიტისთვის
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (5)
11.04.2015
არ გრცხვენიათ ამდენი უზუსტობის? მარტო მკვლელის მამიდამ მოგცათ ინტერვიუ? საზარელი მკვლელობა ჩაიდინეს?!
ნანა
27.03.2015
ტყუილი, ტყუილი. როგორ არ სცხვენიათ. ჟურნალისტის ვალია ორივე მხარე გააშუქოს ობიექტურად. ტყუის მკვლელის მამიდა, ჯაბას ტელეფონზე იმ ღამეს იმ არაადამიამა სამჯერ დარეკა. გასვლას სთხვდა, ჯაბაც გავიდა მარტო. მამამისი რომ მივიდა ჯაბა უკვე მიწაზე ეგდო. ამ დროს 5 ჭრილობა მიაყენა მოკლულის მამას რომელიც დღესაც რეანიმაციაშია და არ იცის შვილის სიკვდილი. მთელი სოფელი აწიოკებული რომ ჰყავდათ ჩუგოშვილებს არ იცის ამ ვაი რწმუნებულმა? თუ მაგასაც ეშინია? ოჯახის ადგილას პასუხს მოვთხოვდი ამ იდიოტ ჟუნალისტს.
მანანა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი