14 წლის მოზარდი მე-8 სართულიდან გადახტა
font-large font-small
14 წლის მოზარდი მე-8 სართულიდან გადახტა
ტრაგედია დატრიალდა წუხელ მუხიანის დასახლებაში, სადაც მესამე მიკრო რაიონში საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულიდან 14 წლის მოზარდი გადახტა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, მომხდარის შემდეგ მოზარდის მამამ ორლულიანი თოფით სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, თუმცა შსს-ს განცხადებით, მოზარდი უმძიმეს მდგომარეობაშია და იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. მათი განმარტებით, თვითმხილველების ინფორმაცია, რომ 14 წლის მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა, სიმართლეს არ შეესაბამება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ინეტერპრესნიუსი"
ბეჭდვა