კახა ნაკანი თვითმკვლელობით ისევ იმუქრება
font-large font-small
კახა ნაკანი თვითმკვლელობით ისევ იმუქრება
"თუ კიდევ არ მოხდება ჩემი გადაყვანა "მატროსოვის ციხეში", მთავარ არტერიას გადავიჭრი"
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა, თბილისის სპეცრაზმის ყოფილმა მეთაურმა, კახა ნაკანმა გლდანის მე-8 დაწესებულებაში თვითმკვლელობა სცადა. მან ვენები გადაიჭრა, მაგრამ ციხის თანამშრომელმა "სასწრაფო" ოპერატიულად გამოიძახა. ნაკანი კვლავ ციხის საავადმყოფოშია.

ადვოკატი კახა შონია:

- კახაბერ ნაკანი დაკავების დღიდან სამარტოო საკანშია გამოკეტილი და დღემდე ამ ფაქტს აპროტესტებს. გლდანის VIII დაწესებულებაში სპეციალურად გამოყოფილია ერთი სართული, სადაც ყოფილი ძალოვანები ჰყავთ, კახაც იქ არის. 15 აპრილს, საღამოს 9 საათზე თვითმკვლელობა სცადა. მის საკანში ციხის თანამშრომელმა შემთხვევით შეიხედა და საწოლზე მწოლიარე კახა დაინახა, სისხლისგან იცლებოდა, საკანში სისხლის გუბე იდგა. ბევრი სისხლი აქვს დაკარგული. სამედიცინო დახმარება დროულად გაუწიეს, მადლობა მათ ამისთვის, რადგან სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ჩვენ მის ე.წ. "მატროსოვის ციხეში" გადაყვანას ვითხოვთ. მოგეხსენებათ, იქ სასჯელს პოლიციისა და პროკურატურის თანამშრომლები იხდიან და კანონით ეკუთვნის გადაყვანა. რატომ არ გადაჰყავთ, ამაზე ოფიციალური პასუხი ვერ მივიღეთ. რომელ დაწესებულებაში უნდა მოთავსდეს პატიმარი, გადაწყვეტილებას "სასჯელაღსრულება" იღებს, მაგრამ ვთვლით, რომ სპეციალურად არ გადაჰყავთ იქ, სადაც სხვები არიან. სამი თვეა, სამარტოო საკანშია გამოკეტილი, რასაც ძალიან განიცდის. ხმის გამცემი არავინ ჰყავს. ამ ფორმით სერიოზული ფსიქოლოგიური ზემოქმედება ხდება მასზე. არა აქვს ტელევიზორი, რადიო, თუმცა, ციხის შინაგანაწესი არ უკრძალავს ამ ნივთების ქონას. ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. მასთან ერთად დაკავებული 7 სპეცრაზმელი გლდანის VIII დაწესებულებიდან ე.წ. "მატროსოვზე" გადაიყვანეს. იმ დღესვე "მატროსოვიდან" გლდანში გადმოიყვანეს კახა ნაკანი. შვიდივე სპეცრაზმელი ერთად, ერთ საკანში მოათავსეს, ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება აქვთ. არადა, კანონით იკრძალება ერთ საქმეზე ბრალდებული პირების ერთად ყოფნა, სანამ არ მიუსჯიან. არ შეიძლება, ადვოკატს ერთდროულად რამდენიმე პატიმარი შეახვედრონ. 4 სპეცრაზმელს ერთი ადვოკატი იცავდა. ერთ დღეს ადვოკატს ოთხივე ერთად გამოუყვანეს, ესეც დარღვევაა. ამ ფონზე კახა ნაკანის მოთხოვნები არ სრულდება. ის დაკავების მომენტიდან წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ამბობს, რომ უკანონო პატიმარია.

- ოფიციალურად მოითხოვეთ მისთვის ტელევიზორი ან რადიო შეეტანათ? როგორც ვიცი, კანონით ადმინისტრაციის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, ბრალდებულს ექნება თუ არა ტელევიზორი.
- განცხადება ამ მოთხოვნით არ დაგვიწერია, მაგრამ ყოველდღე სთხოვს ციხის ადმინისტრაციას, ისინი ჰპირდებიან, მაგრამ დაპირებაში სამი თვე გავიდა.

- ნაკანი დეპრესიაში იყო? დაზიანებამდე წერილი დაუწერია. იქნებ გვიამბოთ დეტალურად წერილის შინაარსი.

- წერილი არ მინახავს, გამოძიებამ ამოიღო. მასში წერია, რომ სოლიდარობას უცხადებს მასთან ერთად ამ საქმეზე დაკავებულ სხვა პირებს. წერილი დაზიანების მიყენებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაუწერია. მინიმუმ კვირაში ერთხელ ვხვდები მას, დეპრესიული ფონი არ შემინიშნავს, თორემ ვიღაცას საქმის კურსში ჩავაყენებდი. რაც გააკეთა, ეს არის პროტესტი იმის გამო, რომ უსაფუძვლოდ დააკავეს, არ გადაიყვანეს "მატროსოვზე". მას დაზიანება ხელზე აქვს. საკანში დაშვებულია საპარსის, ე.წ. "ბიგის" შეტანა. ის დაშალა და გადაიჭრა ვენები. როგორც ჩანს, 10 წუთში იპოვეს. უფრო მეტხანს რომ დარჩენილიყო, სისხლისგან დაიცლებოდა. კახას ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, წლებია ვიცნობ, რასაც იტყვის, იმის გამკეთებელია. პირად საუბარში ისიც მითხრა, - თუ კიდევ არ გადამიყვანენ "მატროსოვის ციხეში", პირდაპირ გადავიჭრი მთავარ არტერიას, საძილე არტერიაზე მივიყენებ დაზიანებასო. მითხრან, რა პრინციპით ტოვებენ მას გლდანში?

- ირაკლი ფირცხალავაც მარტოა საკანში?

- დიახ, ის "მატროსოვზე", სამარტოო საკანშია გამოკეტილი. კახას ოჯახი განიცდის ამ ამბავს. ძალიან ძნელია სულ შიშის ქვეშ ყოფნა. მოხუცი დედა ჰყავს, მეუღლე, შვილები და განიცდიან.

- საქმე რა სტადიაშია?

- გამოძიებამ ერთხელ უკვე გააგრძელა ვადა, ალბათ მაისიდან დაიწყება სასამართლო პროცესები. კახა ნაკანს 109-ე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი - ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში. ბრალი აბსურდულია, ჩვენ ვითხოვთ მის გამართლებას.

ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია, მართლა იმყოფება თუ არა ერთ საკანში ერთი და იმავე ბრალდებით დაკავებული 7 სპეცრაზმელი, მაგრამ სასჯელაღსრულებაში გაგვიმარტეს, ისინი ერთმანეთისგან იზოლირებულები არიანო.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე, კახი კახიშვილის განცხადებით, სპეცრაზმის ყოფილი მეთაური თვითდაზიანების მიზეზად აცხადებს პოლიტიკურ მხარდაჭერას ირაკლი ფირცხალავას მიმართ და პროტესტს გამოთქვამს სპეცრაზმელების დაკავების გამო.

კახა კახიშვილი:

- ბრალდებული ნაკანი იმყოფებოდა VIII დაწესებულებაში, სადაც ძირითადად ბრალდებულები არიან განთავსებულნი. თვითდაზიანების მიზეზად ნაკანის ადვოკატებმა დაასახელეს ის, რომ არ დაკმაყოფილდა ბრალდებულის მოთხოვნა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში ე.წ. "მატროსოვზე" გადაყვანის თაობაზე, თუმცა, თავად ნაკანი თვითდაზიანების საფუძვლად აცხადებს პროტესტს ყოფილი სპეცრაზმელების დაკავების გამო. მხარდაჭერას უცხადებს ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას. ბრალდებული VIII დაწესებულების იზოლირებულ, განსაკუთრებულად დაცულ სართულზე იყო, მასთან ერთად სხვადასხვა საკანში იმყოფებიან ძალოვანი უწყების 112 ყოფილი თანამშრომელი, მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცულია, რაც დადასტურდა დღევანდელ ფაქტზე ოპერატიული რეაგირებითაც. დაზიანება მიყენებულია ერთჯერადი საპარსით, არ წარმოადგენს აკრძალულ საგანს. თავად ბრალდებულს პრეტენზია სასჯელაღსრულების თანამშრომლების მიმართ არ აქვს, პირიქით, მადლობას უხდის მათ დროული სამედიცინო დახმარებისთვის. წინასწარი სამედიცინო შემოწმების ოქმიც ცხადყოფს, ჭრილობა ბრალდებულის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნიდა. გავრცელებული ინფორმაცია, რომ პოლიციის თანამშრომლებისთვის მხოლოდ ე.წ. მატროსოვის ციხეა განსაზღვრული, სიმართლე არ არის. ხაზგასმით აღვნიშნავ ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა გადანაწილება რეგლამენტირებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფის საფუძვლებით და ვერ დაუკავშირდება ბრალდებულებისა და მსჯავრდადებულების სურვილებს.

კახა ნაკანის ქმედებას ციხიდან გამოეხმაურა ირაკლი ფირცხალავა:

- მინდა მოვუწოდო კახაბერ ნაკანს და ჩემს სხვა თანამებრძოლებს, თავი შეიკავონ უკიდურესი პროტესტის გამოვლინებისაგან.... მიუხედავად მძიმე ზეწოლისა, მსურს მოგიწოდოთ აღიჭურვოთ მოთმინებით... არასდროს გავსულვართ სამართლებრივი სივრციდან, ზუსტად ამ პრინციპის გამო ჩავბარდით მართლმსაჯულებას და უდანაშაულობას დაგიმტკიცებთ სასამართლო პროცესზე! მინდა ყველა დავარწმუნო, მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა სასამართლო სისტემასა და მოწმეებზე, ჩვენ და ჩვენმა ადვოკატებმა უკვე მოვიძიეთ ის მტკიცებულებები, რომელიც არათუ ამტკიცებს ჩვენს უდანაშაულობას, არამედ ამხელს კრიმინალური სინდიკატის მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულს გამოძიების მიმდინარეობის დროს. ყოველთვის გახსოვდეთ, სახლში გელოდებიან მშობლები, შვილები, მეუღლეები, რომლებიც გმირულად იტანენ ჩვენთან დროებით განშორებას და ჩვენი მხრიდან პროტესტის უკიდურესი ფორმები უარყოფითად აისახება მათ, ისედაც დათრგუნვილ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

რა მტკიცებულებებზე საუბრობს ფირცხალავა და როგორ შეძლებს უდანაშაულობის დამტკიცებას, ეს ალბათ სასამართლოზე გამოჩნდება. ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება და სასამართლო სხდომები უახლოეს პერიოდში დაიწყება. სასამართლოს წინაშე წარდგებიან უმძიმესი ბრალდებით დაკავებულები, ვნახოთ, რა ვერდიქტს გამოუტანს მათ სასამართლო.
თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (4)
08.06.2015
ვინც კახა ნაკანს არ იცნობს მათ გასაგონად-ნაკანი 15 წლიდან საქართველოს სამხედრო რიგებში დგას,ყოველთვის იბრძოდა საქართველოს მთლიანობისთვის,ყოველთვის სამშობლოს სადარაჯოზე იდგა.სხვებისგან განსხვავებით ყოველთვის იყო იყო სამშობლოს გვერდით და არა ინტერნეტში
უცნობი
31.05.2015
ნაკანი ნამდვილი ქართველია,ომში რომ დაღუპულყო მაშინ იქნებოდა არაკაციი? გრცხვენოდეთ რას წერთ.... მუხიანში იკითხეთ როგორი ადამინი არის ....ტერევიზორს ნუ მიშტერებიხართ
მუხიანი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
202 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი