საბერძნეთში მამამ შვილი მოკლა და შემდეგ ნაწილ-ნაწილ მოხარშა
font-large font-small
საბერძნეთში მამამ შვილი მოკლა და შემდეგ ნაწილ-ნაწილ მოხარშა
მაშინ გაიგო მთელმა ელადამ ანის ვინაობა - ყველას მოტაცებული ეგონა, ორგანოების გადამყიდველებისგან.


2011 წლის 1 სექტემბერს დაბდებული ანა დიმიტროვა 2015 წლის 7 აპრილს საკუთარმა მამამ მოკლა.
თუმც, ამით ყველაფერი არ დასრულებულა - 3 დღის განმავლობაში, მამა ანაწევრებდა და ხარშავდა მისი სხეულის ნაწილებს საკუთარ სახლში, ათენში, მიხაილ ვოდას ქუჩაზე. მამა ფანჯრებზე პირსახოცებს აფენდა (ბულაგარელთა ოჯახი ნახევრად სარდაფში ცხოვრობდა), რათა ორთქლის კვალი მინაზე საეჭვოდ არ გამოჩენილიყო და გამვლელს ეჭვი არ აეღო. მოხარშვითაც იმიტომ მოხარშა, რომ კვალი გაექრო და შემდეგ, მეზობელ სანაგვე ურნებში გაანაწილა. პოლიცია დარწმუნებულია, რომ ანის ერთ პატარა ძვალსაც კი ვერ იპოვიან, ისე კარგად დაფარა კვალი.

GzaPress

სისხლიც ქლორით გაწმინდა, მაგრამ სპეციალური ნივთიერებებით დამუშავების შემდეგ, კრიმინოლოგებმა ბინის სხვადასხვა ადგილას ანის სისხლის კვალს მიაგნეს, დანაზე კი - ორივესი, მამისაც და შვილისაც.

დედა ამ დროს გერმანიაში იმყოფებოდა. მდიდარი გერმანელი იუველირი ჰყოლია საყვარლად, რომელსაც ამ ვიზიტში 12 000 ევრო უჩუქებია. სწორედ იუველირზე უეჭვიანია ნარკომან ქმარს, ატყობდა, რომ ნელ-ნელა კარგავდა გავლენას ცოლზე და შიშობდა, რომ გავლენასთან ერთად მატერიალური დახმარებაც შეუწყდებოდა ცოლისგან. ის კი არა და, ბავშვსაც წაიყვანდა, ალბათ. ამით ცოლზე შური იძიაო, ამბობენ ფსიქოლოგები. მეორე ვერსიით, შემოაკვდა ცემა-ცემაშიო, ალბათ სისტემატურად ძალადობდა ბავშვზე. ზამთარში ყინულიანი ლითაც კი დაუბანია, დასასჯელად.
თურმე, მეზობლებს ხშირად ესმოდათ ბავშვის ტირილისა და ცემა-ტყეპის ხმა. არავინ არასოდეს ჩარეულა, არც არასდროს არსად განუცხადებია.

დედა (ნარკომანი) 21 აპრილს ჩავიდა საბერძნეთში. მამამ 25 აპრილს განაცხადა ბავშვის დაკარგვის შესახებ და მაშინ გაიგო მთელმა ელადამ ანის ვინაობა - ყველას მოტაცებული ეგონა, ორგანოების გადამყიდველებისგან.
"უნუგეშო" მამამ 5 000-ევროიანი ჯილდოც კი დააწესა, მპოვნელისთვის.

GzaPress

17 აპრილს ვინმე რუმინელისთვის 55 ევროდ ანის სათამაშოები და მანეჟი მიუყიდია. ჰეროინზე ისხდნენ  ცოლ-ქმარი!
25 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მამის დაკითხვა. 3 გამომძიებელი გამოიცვალა. უკვე არავის ეგონა, თუ აღიარებდა. უჭკვიანესი ტიპი ყოფილა, აბსოლუტურად ადეკვატური, მაგრამ ბოლოს ნებისყოფამ უღალატა და გადმოხეთქა: - 5 საათის განმავლობაში დეტალებში ჰყვებოდა, როგორ დაჭრა შვიის გვამი, ჩაყარა ქვაბში, გაურია ბრინჯი, მაკარონი და სხვა საკვები დანამატები, რათა ნაგავში ნაპოვნი ანის სხეულის ნაწილები საკვებისგან არავის გამოერჩია.
ჩვენების მიემის დროს, შუალედში ხშირ-ხშირად ყავასა და სიგარეტს ითხოვდა. ერთადერთი, რაც არ აღიარა - მკვლელობა. ეგონა, განზრახ მკვლელობაზე მეტს მიუსჯიდნენ. - მკვდარი ვიპოვე, საწოლში და მერე იმიტომ გავაქრე მისი კვალი, დედამისის რისხვას რომ გადავრჩენილიყავიო.

არც ერთმა, თვით სახელმწიფოს მიერ გამოყოფილმა ბერძენმა ადვოკატმა არ ისურვა მისი დაცვა.
სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს და კერკირას ციხეში გაამწესეს. ინდენად შეძრა მთელი ელადა ამ ამბავმა, რომ ყველა კუთხე-კუნჭულში უბრალო ხალხი დღეს მხოლოდ ამაზე ლაპარაკობს და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრსაც კი წარმოუდგენელი რამ წამოსცდა - დიდი დღე არ ელის ციხეშიო.
ეს არის დანაშაული, რომლის ანალოგი ელადაში არ ყოფილა და მსოფლიო კრიმინოლოგიის ისტორიაშიც უიშვიათესი რამაა.

GzaPress
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (55)
01.06.2015
ეს რა წავიკითხე! ნარკომანები ავად არიან, კი არ უნდა დაიჭირო უნდა უმკურნალოო.... ნეტა ისე განვითარდა ფსიქიატრია რომ ამისთანას ან მის მსგავსს რაიმე მკურნალობა უშველის? ალბათ მხოლოდ ტვინის ამპუტაცია....
ადამიანი
31.05.2015
ვაიმე! ისე მომაწვა ბრაზი, ბოღმა ისე მომაწვა რომ ვერავხსნი!!! ამ კაცს ქონია ბედი ჩემს ხელში რომ არ მოხვდა :))) დამიჯერეთ ისეთ რაღაცას დავმართებდი საკუთარ ხორცებს თავად ჩაყრიდა ქვაბში მოსახარშად! ღმერთმა აცხონოს პატარას სული :) ადამიანზე საშინელი ცხოველი ამქვეყნად არ არსებობს :)) ჩვენ ჩვენმა ტვინმა(ძალიან სიჭკვიანეს რომ ვიბრალებთ ხშრად) და ევოლუციურმა განვითარებამ კი არა ჩვენივე სსასტკემ და დაუნდობლობამ მოგვიყვანა აქამდე სამწუხაროდ :)))))))))) არ არსებობს არავნ და არაფერ ჩვენზე უგულო და ბოროტი, სასტიკი და საშიში...მარაზმია ჩვენ რომ სხვა არსებებს ვუწოდებთ ცხოველებს :)))))))))))))) როგორ უნდა იდოს ასეთი პრიმატის თავში ტვნი და ტვინის რომელ ნაწილში აქვს მოთავსებული მახსოვრობის წილი :))))) ვის კლავ რატომ კლავ :))))))))))))))))))))))))))))))) მრცხვენია ძალიან მრცხვენია !!! მრცხვენია რომ ამ საშინელ რაღაცასთან ს მაქვს საერთო რომ ორივე ადამიანებად ვიწოდებით! ღმერთო ყველას მოგვეცი ძალა განვიწმინდოთ ჩვენვე თავებისგან!
ნინა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
886 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი