საბერძნეთში მამამ შვილი მოკლა და შემდეგ ნაწილ-ნაწილ მოხარშა - გზაპრესი

საბერძნეთში მამამ შვილი მოკლა და შემდეგ ნაწილ-ნაწილ მოხარშა

2011 წლის 1 სექტემბერს დაბდებული ანა დიმიტროვა 2015 წლის 7 აპრილს საკუთარმა მამამ მოკლა.

თუმც, ამით ყველაფერი არ დასრულებულა - 3 დღის განმავლობაში, მამა ანაწევრებდა და ხარშავდა მისი სხეულის ნაწილებს საკუთარ სახლში, ათენში, მიხაილ ვოდას ქუჩაზე. მამა ფანჯრებზე პირსახოცებს აფენდა (ბულაგარელთა ოჯახი ნახევრად სარდაფში ცხოვრობდა), რათა ორთქლის კვალი მინაზე საეჭვოდ არ გამოჩენილიყო და გამვლელს ეჭვი არ აეღო. მოხარშვითაც იმიტომ მოხარშა, რომ კვალი გაექრო და შემდეგ, მეზობელ სანაგვე ურნებში გაანაწილა. პოლიცია დარწმუნებულია, რომ ანის ერთ პატარა ძვალსაც კი ვერ იპოვიან, ისე კარგად დაფარა კვალი.

GzaPress

სისხლიც ქლორით გაწმინდა, მაგრამ სპეციალური ნივთიერებებით დამუშავების შემდეგ, კრიმინოლოგებმა ბინის სხვადასხვა ადგილას ანის სისხლის კვალს მიაგნეს, დანაზე კი - ორივესი, მამისაც და შვილისაც.

დედა ამ დროს გერმანიაში იმყოფებოდა. მდიდარი გერმანელი იუველირი ჰყოლია საყვარლად, რომელსაც ამ ვიზიტში 12 000 ევრო უჩუქებია. სწორედ იუველირზე უეჭვიანია ნარკომან ქმარს, ატყობდა, რომ ნელ-ნელა კარგავდა გავლენას ცოლზე და შიშობდა, რომ გავლენასთან ერთად მატერიალური დახმარებაც შეუწყდებოდა ცოლისგან. ის კი არა და, ბავშვსაც წაიყვანდა, ალბათ. ამით ცოლზე შური იძიაო, ამბობენ ფსიქოლოგები. მეორე ვერსიით, შემოაკვდა ცემა-ცემაშიო, ალბათ სისტემატურად ძალადობდა ბავშვზე. ზამთარში ყინულიანი ლითაც კი დაუბანია, დასასჯელად.

თურმე, მეზობლებს ხშირად ესმოდათ ბავშვის ტირილისა და ცემა-ტყეპის ხმა. არავინ არასოდეს ჩარეულა, არც არასდროს არსად განუცხადებია.

დედა (ნარკომანი) 21 აპრილს ჩავიდა საბერძნეთში. მამამ 25 აპრილს განაცხადა ბავშვის დაკარგვის შესახებ და მაშინ გაიგო მთელმა ელადამ ანის ვინაობა - ყველას მოტაცებული ეგონა, ორგანოების გადამყიდველებისგან.

"უნუგეშო" მამამ 5 000-ევროიანი ჯილდოც კი დააწესა, მპოვნელისთვის.

GzaPress

17 აპრილს ვინმე რუმინელისთვის 55 ევროდ ანის სათამაშოები და მანეჟი მიუყიდია. ჰეროინზე ისხდნენ  ცოლ-ქმარი!

25 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მამის დაკითხვა. 3 გამომძიებელი გამოიცვალა. უკვე არავის ეგონა, თუ აღიარებდა. უჭკვიანესი ტიპი ყოფილა, აბსოლუტურად ადეკვატური, მაგრამ ბოლოს ნებისყოფამ უღალატა და გადმოხეთქა: - 5 საათის განმავლობაში დეტალებში ჰყვებოდა, როგორ დაჭრა შვიის გვამი, ჩაყარა ქვაბში, გაურია ბრინჯი, მაკარონი და სხვა საკვები დანამატები, რათა ნაგავში ნაპოვნი ანის სხეულის ნაწილები საკვებისგან არავის გამოერჩია.

ჩვენების მიემის დროს, შუალედში ხშირ-ხშირად ყავასა და სიგარეტს ითხოვდა. ერთადერთი, რაც არ აღიარა - მკვლელობა. ეგონა, განზრახ მკვლელობაზე მეტს მიუსჯიდნენ. - მკვდარი ვიპოვე, საწოლში და მერე იმიტომ გავაქრე მისი კვალი, დედამისის რისხვას რომ გადავრჩენილიყავიო.

არც ერთმა, თვით სახელმწიფოს მიერ გამოყოფილმა ბერძენმა ადვოკატმა არ ისურვა მისი დაცვა.

სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს და კერკირას ციხეში გაამწესეს. ინდენად შეძრა მთელი ელადა ამ ამბავმა, რომ ყველა კუთხე-კუნჭულში უბრალო ხალხი დღეს მხოლოდ ამაზე ლაპარაკობს და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრსაც კი წარმოუდგენელი რამ წამოსცდა - დიდი დღე არ ელის ციხეშიო.

ეს არის დანაშაული, რომლის ანალოგი ელადაში არ ყოფილა და მსოფლიო კრიმინოლოგიის ისტორიაშიც უიშვიათესი რამაა.

GzaPress