ექიმების დაუდევრობას შეწირული სიცოცხლე
font-large font-small
ექიმების დაუდევრობას შეწირული სიცოცხლე
დაბა შუახევში, ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდებს შორის დაწყებული კონფლიქტი სისხლის ღვრით დასრულდა.
1984 წელს დაბადებულმა ზურაბ საჯაიამ სამი ახალგაზრდა დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილები სასწრაფოდ შუახევის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ყველაზე მძიმე 24 წლის დავით დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო: მუცლის არეში ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ბიჭი სისხლისგან იცლებოდა. საავადმყოფოში არც ქირურგი დახვდათ და არც - ანეთეზიოლოგი, ოპერაცია რომ ჩაეტარებინათ. ოჯახის წევრები და ახლობლები უშედეგოდ ითხოვდნენ ექიმებისგან დახმარებას. მედპერსონალი მათ ჰპირდებოდა, რომ ექიმი სხვა საავადმყოფოდან დაბა შუახევში ამოვიდოდა. არც სასწრაფო დახმარების მანქანა აღმოჩნდა საავადმყოფოში, რომ ახალგაზრდა ბიჭი სხვა საავადმყოფოში გადაეყვანათ და მისი სიცოცხლე ამ გზით მაინც გადაერჩინათ.

მოსახლეობის თქმით, შუახევის საავადმყოფოში სტაციონარული მკურნალობა გაუქმდა, რის გამოც ექიმები საავადმყოფოში მხოლოდ დღის საათებში იმყოფებიან. მათი თქმით, სწორედ დაგვიანებული სამედიცინო დახმარება გახდა დავით დავითაძის გარდაცვალების მიზეზი. ახლობლების მტკიცებით, ექიმის მოსვლამდე ბიჭი სისხლისგან დაიცალა და დათო გარდაიცვალა. ამ ფაქტს საზოგადოებაში დიდი პროტესტი მოჰყვა, ცენტრალური გზა გადაკეტა მოსახლეობამ და ფაქტზე რეაგირებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვდნენ. მათი მტკიცებით, ექიმებს დახმარება რომ გაეწიათ, ბიჭი დღეს ცოცხალი იქნებოდა.

რაც შეეხება დავით დავითაძესთან ერთად დაჭრილებს, გენადი და ვაჟა დავითაძეებს, ისინი სიკვდილს გადაურჩნენ. მათ თითო ჭრილობა ჰქონდათ მიყენებული.

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ საჯაია ცხელ კვალზე, დანაშაულის ჩადენიდან ერთ საათში, ქედის მუნიციპალიტეტში დააკავეს, როცა მიმალვას ცდილობდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე 108-ე მუხლით მიმდინარეობს და დანაშაულის მოტივი გაირკვევა. ალბათ დამნაშავეც დაისჯება, თუმცა, ეს ვერანაირი ნუგეშია ჭირისუფლისთვის.

როგორც ირკვევა, რაც მუნიციპალიტეტის საავადმყოფოში სამედიცინო კორპორაცია "ევექსმა" სხვადასხვა სახის მომსახურება შეწყვიტა, ადგილობრივებს ადრეც შეექმნათ პრობლემები. ქირურგის ადგილზე არყოფნის მიზეზით ადრეც გარდაცვლილა ერთი პაციენტი.

ტარიელ ებრალიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი:

- მომხდარ შემთხვევას სამართალდამცავები იძიებენ. სამწუხარო შემთხვევა მოხდა და ვუსამძიმრებ დაღუპული ბიჭის ოჯახს. მკვლელი დაკავებულია. სამართალდამცავებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ უმოკლეს დროში დაეკავებინათ დამნაშავე. დანაშაულის მიზეზს გამოძიება დაადგენს და დამნაშავე დაისჯება. დათო, გენადი და ვაჟა დავითაძეები დაბა შუახევში ცხოვრობენ, მათ წარსული შებღალული არა აქვთ. მოუხდათ კონფლიქტი ზურაბ საჯაიასთან. ბრალდებული შუახევში, ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა და დანაშაული არასამუშაო საათებში ჩაიდინა.

- მოსახლეობა აპროტესტებს, რომ სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს დაჭრილს, არ იყვნენ ექიმები საავადმყოფოში?
- არ იყვნენ ექიმები, ამას მეც ვადასტურებ. სხვა პროფილის ექიმები იყვნენ, მაგრამ ქირურგი ადგილზე არ იყო და ამ ფაქტს სამედიცინო რეგულირების სამსახური სწავლობს. გაირკვევა, ვისი ბრალია და რატომ არ იყვნენ ადგილზე ექიმები. სამწუხაროდ, დაბა შუახევში იყო კიდევ ერთი ასეთი შემთხვევა ცოტა ხნის წინ, როცა ანალოგიურად ექიმების არყოფნის გამო დაიღუპა კიდევ ერთი ადამიანი. მაშინ ავტოავარიის დროს დაშავებული პირი მიიყვანეს საავადმყოფოში. მაშინაც დავაყენეთ ეს საკითხი, სამწუხაროდ პრობლემა არ მოგვარდა და ისევ განმეორდა მსგავსი ფაქტი. კომისია დაადგენს, რამდენად ასრულებს ხელშეკრულების მოთხოვნებს "ევექსი". ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმოიფხვრას ეს პრობლემა, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონდეს. გარდაცვლილთან ერთად შემოყვანილი ორი ბიჭი მსუბუქად იყო დაჭრილი, მათ ქირურგიული ჩარევა არ სჭირდებოდათ, გაეწიათ დახმარება. გარდაცვლილის ახლობლებისა და ხალხის პროტესტი სრულიად სამართლიანია. თავის დროზე შუახევის რაიონული საავადმყოფო იყო გამორჩეული, აქ იყვნენ კვალიფიციური სპეციალისტები, მაგრამ იმის გამო, რომ ხელფასი არის დაბალი, ექიმებმა დატოვეს საავადმყოფო. მთაგორიანი, მაღალმთიანი რეგიონია, 35-40 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს მოსახლეობა და აუცილებლად სჭირდებათ დახმარება.

- რატომ ვერ მოხერხდა პაციენტის სასწრაფოს მანქანით გადაყვანა?

- ხულოდან უნდა ამოსულიყო ექიმი, ყველანი ჩავერთეთ, მაგრამ დაგვიანდა. სასწრაფოს მანქანა წესით უნდა ყოფილიყო, ამ ტრაგედიის წინადღეს გვქონდა შეხვედრა "ევექსის" წარმომადგენელთან და იყო დაპირება, რომ სასწრაფოს მანქანა იქნებოდა, მაგრამ ეს დაპირებაც არ შესრულდა. ადგილზე რეანომობილი არ იყო, ეს იყო პრობლემა. ბიჭი გადარჩებოდა თუ არა, ეს არავინ იცის, მაგრამ კიდევ ვამბობ: მოსახლეობის პოზიცია სწორია, ისინი აპროტესტებენ ექიმის არყოფნას. ექიმის ხელში რომ ყოფილიყო ბიჭი, არაფერს ვიტყოდითო. ყველა დამნაშავე, ვისაც იოტისოდენა წვლილი მიუძღვის ამ საქმეში, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. კანონზე მაღლა არავინ დგას.
თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (3)
09.07.2015
კანონს არღვევ და დაპატიმრებულის სახელს და გვარს სრულად წერ,როცა ჯერ არ არის გასამართლებული, ეს ერთი და მეორე ის მკაცრად დაისჯება თუ რაც მოხდება ეს შენი მოსაზრებები შენთვის შეინახე
თეა
08.07.2015
კანონს არღვევ და დაკავებულის სახელს და გვარს წერ სრულად, როცა ის ჯერ კიდევ არ არის გასამართლებული და არაფერია გარკვეული ამ დრომდეც კი. და საერთოდ შენი მოსაზრებები, რომ ის მკაცრად დაისჯება თუ რაც მოხდება შენთვის შეინახე
თეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2443 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი