ცემით მოკლული ფარტენაძის ძმა ციხის ადმინისტრაციის დასჯას ითხოვს
font-large font-small
ცემით მოკლული ფარტენაძის ძმა ციხის ადმინისტრაციის დასჯას ითხოვს
კობა ფარტენაძე: რა ხდება გეგუთის კოლონიაში, იქ სასაკლაოა?
გეგუთის კოლონიაში მოკლული 24 წლის გიგა ფარტენაძის საქმე მთავარმა პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა. ოფიციალურად დადასტურდა, რომ ახალგაზრდა სპორტსმენი პატიმრებმა ცემით მოკლეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2014 წლის 4 მარტს, დაახლოებით 02:20 საათზე, გეგუთში, 322-ე საკანში მსჯავრდადებულებს - შოთა შანიძეს, ლევან მოისწრაფიშვილს, გიორგი სეხნიაშვილსა და გიგა ფარტენაძეს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შანიძემ, სეხნიაშვილმა და მოისწრაფიშვილმა გიგა ფარტენაძე იატაკზე წააქციეს, რა დროსაც მან გონება დაკარგა და წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო. მიუხედავად ამისა, ისინი აგრძელებდნენ სასტიკ ძალადობას, კერძოდ, გულმკერდის, კისრისა და სახის არეში ხელებითა და ფეხებით სცემდნენ და თავს ბეტონის იატაკზე არტყმევინებდნენ. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ქმედება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს, გიგა ფარტენაძე გადაიყვანეს სამედიცინო ნაწილში, მაგრამ გაწეული დახმარების მიუხედავად, იგი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

GzaPressკონფლიქტის კონკრეტული მიზეზი საზოგადოებისთვის უცნობია. პროკურატურამ შოთა შანიძეს, ლევან მოისწრაფიშვილსა და გიორგი სეხნიაშვილს ბრალი 117-ე მუხლით წაუყენა, - ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, რასაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, - რაც ათიდან ცამეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მართალია, 3 პირს ბრალი წაეყენა, მაგრამ გიგა ფარტენაძის ოჯახი გამოძიებით უკმაყოფილოა და ციხის ადმინისტრაციის დასჯას ითხოვს.

გიგა ბათუმელი გახლდათ, ფიზიკურად ძლიერი იყო. ბავშვობიდან სპორტს მისდევდა და თურმე ციხეშიც სულ ვარჯიშობდა.

"გიგას კისრის ფუძე მოტეხილი აქვს, თავი გადახსნილი ჰქონდა, სახეზე უამრავი დაზიანება აღენიშნებოდა. ბავშვმა ბათუმში თურქი გალახა, ამისთვის 16 წელი მისცეს. ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს. დანაშაული არ ჩაუდენია - ბრალი შეუთითხნეს. სამართალს ვითხოვდით, მაგრამ ვერ მივაღწიეთ. ახლა ციხეში მომიკლეს და დამნაშავეებიც არ ისჯებიან. გამაგებინეთ, ეს არის სამართალი? მითხარით, სად იყო ბადრაგი ან ციხის ადმინისტრაცია? საკანში თუ ჩხუბობდნენ და ეს ხმაური ესმოდათ, რატომ არ მიიღეს ზომები დროულად? 8-10 კაცი ვერ გაუმკლავდებოდა გიგას, იმდენად ძლიერი იყო. მოჭიდავე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრი გახლდათ. იქაც აზიდვებს აკეთებდა, ასე ებრძოდა დეპრესიას. თურმე თავისი სავარჯიშო გირა ჩაარტყეს თავში და ისე გათიშეს. ისეთი დასახიჩრებული იყო ჩემი შვილიშვილი, გავგიჟდი. ცემა-წამებით მომიკლეს. ღონიერი იყო, ალბათ მიეპარნენ და მოკლეს", - აცხადებს გიგას ბებია, ნანი კომახიძე.

გიგას ძმა, კობა ამბობს, რომ ოჯახი არ გაჩუმდება, სანამ ციხის ხელმძღვანელობა არ დაისჯება.

კობა ფარტენაძე:

GzaPress- საქმე პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა, სამივე პატიმარს წაუყენა ბრალი, მაგრამ ამას არ ჰქვია გამოძიება. ამით პროკურატურამ ხელი შეაწმინდა მარტო მკვლელებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, - ციხის ადმინისტრაცია გადასწიეს უკანა პლანზე და არ უნდათ მათი დასჯა. ამით უნდათ საზოგადოებას დაანახვონ, ვითომ საქმე გაიხსნა. მოვითხოვ ციხის ბადრაგიდან დაწყებული მოადგილით, დირექტორით დამთავრებული, ყველამ, ვინც იმ დღეს მორიგე იყო და ვერ დაიცვა ჩემი ძმის სიცოცხლე, პასუხი აგოს! ღამის 3 საათზე მოხდა ჩხუბი, ამ დროს ციხეში სიჩუმე იქნებოდა, შეუძლებელია, არ გაეგო ხმაური ადმინისტრაციას. საკანში თურმე კონფლიქტი ორჯერ მოხდა. პირველი კონფლიქტის შემდეგ პატიმრები ხომ უნდა გაეცალკევებინათ? მით უმეტეს, თუ მკვლელი იჯდა იქ. ბადრაგი მისულა ხმაურზე, უთქვამთ, - არაფერი ხდებაო, მერე, როცა სხვა საკნები მოიარა და მობრუნდა, გიგა უკვე ძირს ეგდო მომაკვდავი. მას მერე მხოლოდ ერთი საათი იცოცხლა. თუ ხმაური გაიგეს, გამაგებინეთ, ზომები რატომ არ მიიღეს? რატომ არ დაიცვეს ჩემი ძმის სიცოცხლე? პასუხისმგებლობა ციხეს ეკისრება და ყველამ უნდა აგოს პასუხი! იმ საკანში ტრაგედიის დროს ჩემი ძმის მეგობარიც იყო, ის დღემდე დუმს, იცის ჩხუბის მიზეზიც და ისიც, რეალურად რა მოხდა. მოვითხოვ, ხმა ამოიღოს და სიმართლე თქვას. ფაქტია, მკვლელებმა შეაშინეს და დღემდე დუმს.

- თქვენი ძმის მკვლელობის შემდეგ ციხის დირექტორი გადადგა. მის დასჯას მაინც ითხოვთ?
- ვითხოვ, ის და სხვებიც დაისაჯონ! გვაქვს ეჭვი, რომ სპეციალურად მოხდა მკვლელების შესახლება ჩემი ძმის საკანში. ბევრი რამ არის დასადგენი. ერთ-ერთს თურმე სამი ადამიანი ჰყავს მოკლული, მათ შორის - სტიქაროსანი ბიჭი და ფეხმძიმე ქალი. გიგასთან მანამდე სხვა პატიმრები ისხდნენ, რომლებთანაც ჩემი ძმა მეგობრობდა. რატომღაც ისინი ყველანი ქუთაისის კრიტში გადაიყვანეს. ამ პერიოდში ჩამოიყვანეს ახლები და შეასახლეს მასთან. ამ ტრაგედიამდე 4 დღით ადრე გვითხრა, - ახლები მოდიან ჩემს საკანში, მინდა პატივი ვცე და იქნებ "პერედაჩი" შემომიგზავნოთო. ჩვენც შევუგზავნეთ. ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში მოკლეს. მერე გავიგეთ, ვინც მასთან საკანში თავდაპირველად ისხდნენ, ის ბიჭები გიგას სიკვდილის მეორე დღესვე ისევ უკან - გეგუთში დააბრუნეს. ესეც ბევრ ეჭვს აჩენს. პატიმრები გვირეკავენ ციხიდან, მაგრამ ვერ ამბობენ ვერაფერს, რადგან ისმინება მათი ტელეფონები, ალბათ ეშინიათ. პარლამენტშიც ვიყავი, კიდევ არ ვკარგავ იმედს, რომ საქმე ბოლომდე მივა. მაშინ ადმინისტრაციამ ჩემი ძმის მკვლელობის ამბავიც არ შეგვატყობინა. პატიმარმა დარეკა და იმან მითხრა, რომ ჩემი ძმა მოკლული პროზექტურაში ჰყავდათ გადაყვანილი. ახლა საქმის გახსნა შევიტყვეთ ტელევიზიით, არადა, წინადღეს გამომძიებელს ველაპარაკე. მითხრა, ტანსაცმლის ექსპერტიზას ორი კვირა დასჭირდებაო. 16 წელი მისცეს ჩემს ძმას თურქის ცემისთვის და 10 წელი საკმარისია ადამიანის წამებით მკვლელობისთვის? თუ არ დაისაჯა ადმინისტრაცია, არ გავჩერდებით და ბრძოლას გავაგრძელებთ. მით უმეტეს, გეგუთის კოლონიის ხელმძღვანელობას ბევრი დანაშაული დაუგროვდა. გამცენ პასუხი, ­- რატომ კლავენ ცემით ადამიანებს იქ? რა ხდება გეგუთში რეალურად, ეს კოლონია სასაკლაოა? ჩემი ძმის მკვლელობამდე სადისტურად ცემაში ამოხადეს სული ლევან კორტავას, გიგას მკვლელობიდან სულ მოკლე ხანში მაისურაძე გამოასვენეს ციხიდან. ამბობენ, პატიმარმა მაისურაძემ თავი მოიკლაო, მანამდეც იყო მსგავსი ფაქტები, რომელიც თვითმკვლელობად გასაღდა. მაისურაძე ნახეს საპირფარეშოში ჩამომხრჩვალიო, არადა, მის საკანში ოთხი პატიმარი იჯდა. ვერავინ ნახა, კაცი თავს თუ იკლავდა? ეჭვები აქაც ჩნდება. როგორც ვიცი, მის ოჯახს ისე უჭირს, შეიძლება ბრძოლა ვერ შეძლოს, იქნებ ისიც მოკლულია? ამბობენ, დაზიანებები აქვსო. ეს ფაქტები ხომ მიუთითებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უუნარობაზე? ერთადერთი განსხვავება წინა და ამ ხელისუფლებას შორის ის არის, რომ წინა ხელისუფლების დროს ჭირისუფალი ხმას ვერ იღებდა, ახლა ვლაპარაკობთ, მაგრამ არავინ გვისმენს. ჩემი ძმა ძალიან კარგი ადამიანი იყო. არც მოთამაშე ყოფილა, არც წამლის გამკეთებელი და არც ცუდი რამე ჩაუდენია, უდანაშაულოდ გამოკეტეს ციხეში. სიცოცხლეში ვერ დავამტკიცეთ მისი უდანაშაულობა, მოგვიკლეს და ახლაც არ უნდა აღსრულდეს სამართალი?
GzaPress
P.S. ლევან კორტავას მკვლელობის შემდეგ გამწარებული მამიდა დამნაშავეების დასჯას დიდხანს ითხოვდა. ამ საქმეზე პასუხისგებაში 13 პირია მიცემული, მათ შორის - ციხის 7 თანამშრომელი. ისიც ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი პატიმრის, ავთანდილ მაისურაძის ოჯახსაც აქვს უამრავი კითხვა. მოკლულის დედა, ინგა მაისურაძე დარწმუნებულია, რომ ციხეში შვილი მოუკლეს: "ჩემს შვილს თავი არ ჩამოუხრჩვია, ვიღაცამ ჩამოახრჩო. ის უდანაშაულოდ იჯდა. საქმე სტრასბურგში გვქონდა გადაგზავნილი. ყოველდღე ელოდებოდა დადებით პასუხს და ციხიდან გამოსვლას, ასეთი ადამიანი თავს მოიკლავდა? ჩემი შვილის უკანონო პატიმრობის გამო დააკავეს პოლიციელი. იმასაც ვეჭვობ, იმ პოლიციელმა ხომ არ ჩააწყო ჩემი შვილის მკვლელობა? თურმე სიკვდილამდე წერილი დაწერა ავთომ. რატომ არ მაჩვენებენ ამ წერილს?! ამის მიზეზი სწორედ ის არის, რომ ცდილობენ საქმე შეთითხნონ და თვითმკვლელობად გაასაღონ მომხდარი მკვლელობა".
ავთანდილ მაისურაძის საქმეზეც მიმდინარეობს გამოძიება. ძალოვანები არ ახმაურებენ, რა წერია შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ წერილში. მხოლოდ იმას ამბობენ, რომ წერილი ოჯახს გამოძიების დასრულების შემდეგ გადაეცემა. რეალურად არის თუ არა იგი მაისურაძის ხელით დაწერილი ან რატომ მოიკლა თავი, გამოძიებით უნდა გაირკვეს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პატიმართა ოჯახის წევრების პრეტენზიები სამართლიანია, პატიმრის სიცოცხლის დაცვა ციხის ადმინისტრაციის პირდაპირი მოვალეობაა. კორტავას მკვლელობის შემდეგ გადადგა ციხის დირექტორი, დაისაჯა რამდენიმე თანამშრომელი, ფარტენაძის მკვლელობის მერეც იგივე გამეორდა, - გადადგა ახალი დირექტორი, თუმცა ამის მიუხედავად, რამდენიმე დღეში გეგუთის კოლონიაში ისევ იპოვეს გარდაცვლილი პატიმარი. აშკარაა, პრობლემა უფრო სერიოზულია და იმედია, გამოძიება მიზეზების ძებნით დაკავდება, რომ მომავალში ისევ არ შევიტყოთ ასეთი შემზარავი ფაქტები.
თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
18.09.2015
ეს რა სასამართლოა და რა კანონები. ზოგიერთმა ადამიანები დახოცა და 3-4 წელს აძლევენ სასჯელად. თურქის ცემისათვის კი 16 წელს.
ნათია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი