ორი წლის წინ გარდაცვლილი გოგონა საფლავიდან ამოთხარეს
font-large font-small
ორი წლის წინ გარდაცვლილი გოგონა საფლავიდან ამოთხარეს
რა გახდა 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის მიზეზი?


გასულ კვირას წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში 14 წლის მარიამ კელენჯერიძის ცხედარი საფლავიდან ამოასვენეს და ქუთაისის სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გოგონას ექსპერტიზა ჩაუტარდა, დასკვნა ორ კვირაში იქნება ცნობილი. არასრულწლოვანმა ორი წლის წინ თავი მოიკლა. ორი წელია, შვილმკვდარი დედა უშედეგოდ ეძებს პასუხს, თუ რატომ გადაგდა მისმა შვილმა ეს ნაბიჯი. იმედია, ექსპერტიზა მთავარ კითხვებს პასუხს გასცემს.

შვილის საფლავიდან ამოთხრის უმძიმესი გადაწყვეტილება დედამ გავრცელებული უამრავი მითქმა-მოთქმის შემდეგ მიიღო. ამბობენ, რომ 14 წლის არასრულწლოვანი ფეხმძიმედ იყო და ეს გახდა თვითმკვლელობის მიზეზი. დედას ამ ინფორმაციამ მოსვენება დააკარგვინა. ორი წელი შვილისთვის ექსპერტიზის ჩატარებას უშედეგოდ ითხოვდა.

მარინა ფხაკაძე, გარდაცვლილის დედა:
- 2013 წლის 27 ნოემბერს ჩემმა შვილმა დედაჩემის სახლში თავი ჩამოიხრჩო.
მე და ჩემი რძალი ამ დროს თურქეთში ვიყავით სამუშაოდ. ჩემი შვილი უსაფრთხოდ დავტოვე დედაჩემთან, ჩემს ძმასთან და ძმისშვილებთან. დეიდაშვილმა მითხრა, სასწრაფოდ საქართველოში უნდა წახვიდე, დედაშენი რეანიმაციაშიო. გული ცუდს მიგრძნობდა. ისე ჩამოვედი, არ ვიცოდი, შვილი რომ აღარ მყავდა. სახლის ეზოში ფეხი რომ შევდგი, ყველგან რატომღაც ჩემს მარიამს ვეძებდი. ოთახში საშინელი სურათი დამხვდა, დედაჩემი ჩემი შვილის ფოტოებს დასტიროდა. მერე რა მოხდა, არ მახსოვს, გონება დავკარგე, დღემდე შოკირებული ვარ. იმ განცდების გადმოცემა შეუძლებელია, რასაც შვილმკვდარი დედა განიცდის. საშინელ დღეში ვარ, დღემდე არა მაქვს პასუხი, რატომ მოიკლა თავი. გთხოვთ, ყველამ გულთან მიიტანეთ ჩემი გასაჭირი, არ მინდა, ეჭვები მღრღნიდეს, სიმართლე მინდა. ერთადერთი შვილი წვალებით გავზარდე და ისიც არ შემრჩა, განადგურებული დედა ვარ.

- თავი სახლში ჩამოიხრჩო?
- საღამოს 7 საათზე დაატრიალა ეს ტრაგედია. თურმე სერიალი გადიოდა, დედაჩემი, მეზობლები და ჩემი ძმისშვილები სერიალს უყურებდნენ. ჩემი ძმა ეზოში არაყს ხდიდა. მარიამი თავის ოთახში, მეორე სართულზე იწვა. ჩემი ძმისშვილი ასულა მასთან და უთქვამს, - სერიალი დაიწყო და ჩამოდიო. - ახლავე ჩამოვალო, უთქვამს, მაგრამ ქვევით არ ჩასულა. როგორც ჩანს, ლიკას წასვლისთანავე საწოლიდან ადგა და აივანზე თავი ჩამოიხრჩო. რომ არ ჩამოსულა, ლიკას ისევ აუკითხავს, ოთახში რომ არ დახვდა, ბებიას ვერ უთხრა, დადიოდა და ეზოში ეძახდა მარის. ეგონა, შეყვარებულს გაჰყვა ცოლად. ჩემი შვილი შეყვარებული რომ იყო, ყველამ ვიცოდით. პირველ რიგში, იმ ბიჭთან დაურეკავს, - მარი ხომ არ წაგიყვანიაო? ბიჭს დაუფიცია, - არაო. ამის შემდეგ ჩემი ბიძაშვილისთვის უცნობებია, მარის ვერ ვპოულობო. მან ურჩია, სასწრაფოდ ბებიასთვის ეთქვა. მერე ბავშვის ძებნა დაიწყეს და ნახეს აივანზე ჩამომხრჩვალი. ჩემი შვილის სიკვდილში მის დაქალს ვადანაშაულებ. დარწმუნებული ვარ, მან სიმართლე იცის. ორი წელია, ვითხოვ გამოძიებას, მაგრამ ვერ მივაღწიე.

GzaPress

- დაქალს რატომ ადანაშაულებთ?
- ის დაქალი მის ძმასთან ციხეში ნაჯდომ, ნაციხარ ბიჭს ურიგებდა. არა და, იცოდა, მარიამს სხვა რომ უყვარდა. რომ გააცნეს, მარიამს უსაყვედურია დაქალისთვის, - ხომ იცი, შეყვარებული რომ მყავსო? დაქალი მის სახლში მისვლას სთხოვდა. ჩემი ძმისშვილისთვის უთქვამს მარის, - არ მინდა იქ წასვლა, ალბათ იმ ბიჭს დამახვედრებენო. თურმე, წარამარა ურეკავდნენ. ბავშვი რომ არ წასულა, დაქალის დედას დაურეკავს, - დღეს თუ არ მოხვალ ჩვენთან, მერე ჩემს ეზოში შემოსული არ დაგინახოო. მისი ზარის შემდეგ წავიდა ჩემი შვილი მათთან. იქიდან მობრუნებული თურმე სულ სხვანაირი იყო. ღამით დაბრუნებულა, ლიკასთვის უთქვამს, - ძალიან ცუდად ვარ, ცოტა დავლიეო. იმ დღის მერე ბავშვი შეიცვალა, უფრო გულჩათხრობილი გახდა. სულ ცუდ ხასიათზე ყოფილა. ვფიქრობ, იქ რაღაც ისეთი მოხდა, რომ ბავშვი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. ჩემი შვილის სიკვდილის შემდეგ სოფელი ამბობდა, მარი ფეხმძიმედ იყოო. მეზობელმა მითხრა, - დაკრძალვის დღეს სამმა ქალმა მკითხა, - ეს გოგო 3 თვის ფეხმძიმე რომ ყოფილა, მართალიაო? თავზარდაცემული ვიყავი, თავიდან ექსპერტიზა არ ჩავატარებინე, მაგრამ მას მერე, რაც ეს მითქმა-მოთქმა გავიგე, გავგიჟდი. შვილის ორმოცის მერე გამოძიებას გამუდმებით ვთხოვდი, ჩემი შვილისთვის ექსპერტიზა ჩაეტარებინათ. მზად ვიყავი, შვილი ამომათხარა საფლავიდან, მაგრამ ამას ძველი გამომძიებლისა და პროკურორის ხელში ვერ მივაღწიე. ჩემს შვილს იმაზე მეტი რა უნდა სტკენოდა? ვითხოვდი ექსპერტიზას, მაგრამ ორ-წლიანი გაუთავებელი ბრძოლა დამჭირდა ამის მისაღწევად. ახლა არ ვიცი, რამდენად ვარგისი იქნება მისი ცხედარი ექსპერტიზისთვის. ვითხოვ, დაისაჯოს ის პროკურორი და გამომძიებელი, რომლებმაც სპეციალურად თავი აარიდეს ექსპერტიზას, საქმე არ გამოიძიეს და დახურეს.

- ექსპერტიზა გარდაცვლილს თავიდან არ ჩატარებია?
- გარეგანი დათვალიერება მოხდა მხოლოდ, არც პრიოზექტურაში გადაუსვენებიათ. თუ აუცილებელი იყო ექსპერტიზა, გამწარებულ დედას რას მიყურებდნენ? მართალია, იმ წუთში ექსპერტიზაზე უარი ვთქვი, მაგრამ მას მერე, რაც ჭორები გავიგე, ვყვირი, - ექსპერტიზა მინდა-მეთქი. არ ვიცი, ახლა რა დასკვნას დადებს ექსპერტი. გამოძიებას ოპერატიულად რომ ემოქმედა, უფრო მეტად გაირკვეოდა სიმართლე. ჭორებმა გამანადგურა, სიმართლე მინდა! ვთხოვდი გამოძიებას, ამოეღო სატელეფონო საუბრები და მიმოწერები და ესეც არ გაკეთდა. ვიცი, სიკვდილამდე ჩემი შვილი შეყვარებულსა და დაქალს რომ ესაუბრა. დაქალისთვის უთქვამს, - აწი ვერასოდეს მნახავო. თურმე, ოთახშიც არ იყო შესვენებული ჩემი შვილი, დაქალმა და მისმა ძმებმა რომ მოირბინეს ჩვენთან. ახლა ამბობს, - პოლიციიდან გავიგე მარიამის სიკვდილიო, არადა, მეზობლები ადასტურებენ, რომ მაშინვე იქ გაჩნდნენ. მაშინ უთქვამს, - მარი ასე კი მელაპარაკა, მაგრამ ტელეფონში ფული არ მქონდა, ოჯახისთვის რომ მეცნობებინაო. ხომ შეეძლო, მაშინვე მოერბინა და ეთქვა? ხომ გადარჩებოდა ჩემი შვილი?

- შეყვარებულთან ხომ არ ჰქონდა უთანხმოება?

- არა მგონია. აგვისტოში თურქეთიდან რომ ჩამოვედი, ის ბიჭი ტელეფონით მალაპარაკა. მითხრა, - ქალბატონო მარინა, მე და მარის გვიყვარს ერთმანეთი, ნუ დაგვიშლით სიყვარულს, ჯერ ვისწავლით და დრო რომ მოვა, დავქორწინდებითო. პასუხი ვერ გავეცი. მერე თურმე ჩემი შვილისთვის უკითხავს, - ქალწული ხარო? ვფიქრობ, დაქალმა შუღლი ჩამოაგდო მათ შორის.

- თქვენი აზრით, შეყვარებულისგან იყო ფეხმძიმედ?
- არაფერი ვიცი, არც ის, ეს ჭორია თუ სიმართლე. ამდენი ხანია, ვითხოვ მისი დაქალის, შეყვარებულისა და იმ დაქალის ახლობელი ბიჭის დაპირისპირებას. ჩემი შვილის დაქალი მარის ორმოცამდე იმ ნაციხარ ბიჭს ცოლად გაჰყვა. არ ვიცი, რა იმალება ამ ყველაფრის უკან, ამაზე ვითხოვ გამოძიებას. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ნაციხარმა ჩემს შვილზე იძალავა, გააუპატიურა და ბავშვი ამას განიცდიდა. ჩემს შვილს გარეგანი დათვალიერების დროს აღენიშნებოდა ძალადობის კვალი. ჩაქცევები ჰქონდა. როგორც ჩანს, ნერვიულობდა და ბოლოს ამ გადაწყვეტილებამდე მივიდა.

- მარტო ზრდიდით მარიამს?
- მეუღლეს 2012 წელს გავცილდი. ეჭვიანი ქმარი მყავდა. თურქეთში შვილის სარჩენად წავედი. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მას ბედნიერი მომავალი ჰქონოდა. არ ვიცი, რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას. ჩემი რძლის გაზრდილია ჩემი შვილი. ხელმოკლედ ვცხოვრობდი და ჩემი ოჯახი მეხმარებოდა, რადგან მე სულ სახლიდან გასული ვიყავი, ოჯახისთვის ლუკმა პური რომ მეშოვნა. თავის ჩამოხრჩობამდე მარის ჩემი ძმისშვილი გაუზავნია მაღაზიაში და უთხოვია, ტელეფონში თანხა ჩაერიცხა, - "კოკა-კოლა" და "პეჩენიაც" წამომიღე, მე ვერ წავალ, თავი მტკივაო. რომ მოუტანა, ლიკასთვის უთქვამს, - ახლა დასარეკი მაქვს და მერე მინდა რაღაცაზე დაგელაპარაკოო, მაგრამ ამასობაში თავი ჩამოიხრჩო და თან წაიღო თავისი საიდუმლო. ძალიან პრინციპული და ამაყი გოგო მყავდა. ძალიან ალალი. რასაც ვუგზავნიდი, სხვებს უნაწილებდა. აღარ მყავს ერთადერთი შვილი, ვის გამოც ამდენს ვშრომობდი. ვითხოვ, გამოძიებამ აგოს პასუხი. გამომძიებელი მეუბნებოდა, - გარდატეხის ასაკი ჰქონდა და ალბათ ამიტომ მოიკლა თავიო. ეს პასუხია? ახალი ხელისუფლების პირობებში ძლივს შევძელი სახელმწიფო ექსპერტიზა ჩაეტარებინათ. ახლა ველოდები ექსპერტიზას.

თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (56)
09.07.2015
Deda ar unda moshordes shvils,magram vai rom sxva gza ar aqvt da sashovarze gadagebult shvilebi uyuradgebod rchebat...guli mikvdeba
elene
30.06.2015
შე ბოროტო ადამიანო,შე ანტიქრისტე,რა გინდა თამარისგან,განა რა თქვა არასწორი,უუხ შე ნაბოზარკა
მეს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი