სოფელ დვაბზუში ქმრები ხშირად უსწორდებიან ცოლებს სადისტურად... - გზაპრესი

სოფელ დვაბზუში ქმრები ხშირად უსწორდებიან ცოლებს სადისტურად...

ოზურგეთში სადისტურად მოკლული ნატალია ბეჟანიშვილის ჭირისუფალს ცხედარიც არ ეღირსა. 29 წლის ახალგაზრდა ქალის ცხედარი ფაქტობრივად იმ სახლში დაიფერფლა, სადაც 8 წელი ცხოვრობდა. მხოლოდ თავის ქალასა და ძვლების ნარჩენებს ჩაუტარდა ექსპერტიზა და ის მიაბარეს მიწას.

შემზარავი ტრაგედია გასულ კვირას, სოფელ დვაბზუში მოხდა. 40 წლის თემურ რამიშვილმა მეუღლე, ორი შვილის დედა, 29 წლის ნატალია, ეჭვიანობის ნიადაგზე ნაჯახის თავში ჩარტყმით მოკლა.

არც ამას დასჯერდა მოძალადე, ამის შემდეგ სახლს ბენზინი მიასხა და იქაურობას ცეცხლი წაუკიდა. არც ცხედრის გადარჩენა უცდია. გარდაცვლილი იმ საწოლში ჩაიფერთლა, სადაც ქმარმა სადისტურად მოკლა. რაც ყველაზე ამაზრზენია, ამ ტრაგედიის თვითმხილველი მათი მცირეწლოვანი შვილებიც არიან.

სანამ მაშველები ცეცხლს ჩააქრობდნენ, მანამდე რამიშვილების პატარა სახლი მთლიანად დაიწვა. დაწვა ახალგაზრდა ქალიც. დანახშირებული ცხედრის ნარჩენები რკინის საწოლზე მოგვიანებით ა.ღმოაჩინეს.

თემურ რამიშვილი იმავე დღეს დააკავეს. მას მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალი უკვე წაუყენეს. იგი დანაშაულს აღიარებს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია დანაშაულის იარაღი - სისხლიანი ნაჯახი.

თემურს და ნატალიას 7 წლის გოგონა და 4 წლის ვაჟი ჰყავთ. ქუჩაში კარგი შეყვარებული წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, მაგრამ როგორც ირკვევა, მათ ოჯახში კონფლიქტები იყო. იმ დღეს გოგონა თურმე სკოლიდან ახალი მოსული იყო, ის ძმასთან ერთად ეზოში თამაშობდა, როცა თემურმა ცოლი მოკლა.

ქეთევან ხიდაშელი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალები რეგიონის განვითარებისთვის" ხელმძღვანელი:

- ჩვენი ოფისი სწორედ ამ სოფელშია და ვმუშაობთ ძალადობის ფაქტებზე. მეზობლებიც ადასტურებენ, რომ თემური ხშირად სცემდა ცოლს. 7-8- ჯერ გამოიძახეს თურმე ამ ოჯახში პოლიცია, მაგრამ ხედავთ შედეგს. მკვლელობის შემდეგ დამნაშავე ცეცხლმოკიდებული სახლის წინ თურმე მშვიდად იდგა და იძახდა, ღირსი იყო, რაც ეკუთვნოდა ის მიიღოო. თან ხელში ეჭირა თავისი უმცროსი ბიჭი და ბავშვსაც აყურებინა, როგორ იწვოდა მათი სახლი. პატარა ბიჭი ამბობს, დედა საწოლზე იწვა და თავში ნაჯახი ჰქონდა ჩარჭობილიო.

მომხდარი სოფელ დვაბზუში ოჯახური ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის და ქმრები ხშირად უსწორდებიან ცოლებს სადისტურად...

თეა ხურცილავა

სტაიის სრული ვერსია იხილეთ ხუთშაბათს (9.10.2014), ჟურნალ "გზაში"