რუსთავში მშობლები ექიმს სმენადაქვეითებული შვილის ჯანმრთელში გაცვლას სთხოვდნენ
font-large font-small
რუსთავში მშობლები ექიმს სმენადაქვეითებული შვილის ჯანმრთელში გაცვლას სთხოვდნენ
რა სქემით ყიდდნენ და ცვლიდნენ ექიმები ჩვილებს


გასულ კვირას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა "რუსთავის სამშობიარო სახლის" გენერალური დირექტორი, ალექსანდრე ბარავკოვი, მისი მოადგილე კონსტანტინე მანჯავიძე და "ახალი სამშობიარო ცენტრის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, მზია უგრეხელიძე უმძიმესი ბრალდებით დააკავეს. მათ ჩვილი ბავშვების ყიდვა-გაყიდვაში ედებათ ბრალი.
აღნიშნული პირების გარდა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკვე მიეცა ამ დანაშაულებრივი სქემის მონაწილე 6 პირი.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩვილი ბავშვებით ვაჭრობა განიზრახეს. ბუნებრივია, მათი მიზანი ბავშვების გაყიდვით მატერიალური სარგებლის მიღება იყო. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ისინი სამშობიაროში კონსულტაციაზე მისულ ფეხმძიმე ქალბატონებს თანხის სანაცვლოდ ახალშობილი ბავშვის მიტოვებას სთავაზობდნენ, თანხმობის შემთხვევაში თავად უზრუნველყოფდნენ ჩვილების გაშვილებას.

საგამოძიებო სამსახურმა ორი კონკრეტული ფაქტი გამოავლინა. ერთ შემთხვევაში ბრალდებულებმა ჩვილის გაშვილების სანაცვლოდ 3.000 ლარი აიღეს, ხოლო მეორე შემთხვევაში - 5.000 დოლარი.

საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოში ათასობით წყვილი შვილად აყვანის რიგშია რეგისტრირებული და წლებია, გასაშვილებელ პატარას ელოდება. თუმცა, ხშირად უშედეგოა მათი მოლოდინი, რადგან გასაშვილებელი ბავშვების რიცხვი ძალიან ცოტაა. ამიტომ ისინი სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ შვილის აყვანას. ყველამ კარგად იცის, რომ არაკანონიერი გზით შვილის აყვანა ისჯება და სასჯელიც ძალზე მკაცრია, მაგრამ ამ რისკზე მაინც მიდიან. ხან ფეხმძიმე ქალებთან ხდება გარიგება, ხან - სამშობიაროს ექიმებთან.

ფაქტია, უამრავი ქალი ოცნებობს დედობაზე, თუმცა, სამწუხაროდ, მათ გვერდით ცხოვრობენ ისეთი ქალები, რომლებიც უფლის საჩუქარზე უარს ამბობენ და საკუთარ პატარას უპატრონოდ ტოვებენ: ზოგი ნაგავსაყრელზე აგდებს ჩვილს, ზოგი ქუჩაში ტოვებს, ზოგიერთი მზად არის, საკუთარი შვილი ფულზე გაყიდოს.

GzaPress


სამწუხაროდ, 90-იან წლებში ბავშვების ყიდვა-გაყიდვა უფრო ხშირი მოვლენა იყო. პატარის მიგნებას და შვილებას უშვილო წყვილები უპრობლემოდ ახერხებდნენ. ისინი ხშირად პირდაპირ ურიგდებოდნენ ფეხმძიმეს. როცა შეიტყობდნენ, რომ დედა მზად იყო, ბავშვი გაეშვილებინა, მასთან შუამავალს გზავნიდნენ და პირდაპირ თანხაზე მიდიოდა მოლაპარაკება. იმ პერიოდში ბევრი ასეთი ქალი სამშობიარომდე არც მიდიოდა, სახლში მშობიარობდა და საკუთარ შვილს სხვას მიზერულ ფასად ატანდა. ხშირად იყო მსგავს გარიგებებში ჩართული საავადმყოფოს მედპერსონალი და ამის უამრავი მაგალითი არსებობს. დედები შვილის გაყიდვით მიღებული ფულით ტკბილეულს, საჭმელსა და ტანსაცმელს ყიდულობდნენ და სახლში მყოფი სხვა შვილებისთვის მიჰქონდათ. შვილების გაყიდვით უფრო მეტად მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახები იყვნენ დაკავებულები და სამწუხაროდ, იმ პერიოდში ბევრმა ეს ბიზნესად აქცია.

მაშინ ბავშვის ფასი 500-დან 1.000 დოლარამდე მერყეობდა. ბიჭის მსურველს უფრო ძვირის გადახდა უწევდა, გოგონა შედარებით ნაკლები ღირდა. მშვილებელი ოჯახი უპრობლემოდ არეგისტრირებდა პატარას და ბიოლოგიურ მშობლებად პირდაპირ გამზრდელი მშობლები ფიქსირდებოდნენ. იმ პერიოდში სამწუხაროდ, პოლიცია სათანადოდ არ სჯიდა ასეთ მშობლებს, ამიტომ ფაქტები იმდენად გახშირდა, რომ ამ საკითხის მოგვარებაზე ზრუნვა სახელმწიფომ დაიწყო - კანონი გაამკაცრა, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) კრიმინალიზაცია საქართველოში 2003 წელს განხორციელდა. სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი 1431 მუხლით, ადამიანით ვაჭრობა ისჯება. კოდექსის 1432 მუხლმა კანონგარეშედ გამოაცხადა არასრულწლოვნით ვაჭრობა. სასჯელიც საკმაოდ დიდია. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში აღნიშნული მუხლი 14-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

უმძიმესი სასჯელის მიუხედავად, გარკვეული პირები რისკზე მაინც მიდიან. ბევრს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ შესაძლოა ციხეში აღმოჩნდეს, მაგრამ მსგავს გარიგებაში მაინც ერთვება. ბავშვების ყიდვის ფასებიც გაზრდილია. 5.000 დოლარიდან იწყება ფასები და 10.000-მდეც ადის. მართალია, სოციალური მუშაკები ძალიან ბევრს მუშაობენ იმ დედებთან, რომლებიც მზად არიან შვილები გაყიდონ, მაგრამ მსგავსი ფაქტები მაინც ხდება. დღეს მოქმედი სქემის მიხედვით, მოლაპარაკების შემდეგ, ბავშვის ბიოლოგიური დედა აცხადებს, რომ შვილს აჩენს იმ მამაკაცისგან, რომელსაც ჩვილი უნდა მიაშვილოს. მამის გრაფაში მშვილებელი მამის სახელი და გვარი იწერება და ბავშვი სამშობიაროდან მომავალი მამის გვარზე გამოდის. დედის გრაფაში ბიოლოგიური დედის მონაცემებია დაფიქსირებული, თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ ბიოლოგიური დედა უარს ამბობს შვილზე, მამაკაცი იღებს შვილის გაზრდის ვალდებულებას, ამის მერე აწერს ხელს რეალურ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან და შემდეგ უკვე ოფიციალური გზით ცდილობს წყვილი, დოკუმენტები გაასწოროს. ქალი აცხადებს, რომ მზად არის იშვილოს ვითომ მეუღლის შვილი და თუ სოციალური სააგენტო მისცემს მათ ამის უფლებას, დედის გრაფაში გამზრდელი დედის მონაცემები იწერება. მსგავსი ფაქტების გამოვლენას სისტემატურად ცდილობენ სოციალური მუშაკები, თუმცა ფაქტია, ისევ ხდება ასეთი შემთხვევები და ისევ არიან ქალები, რომლებიც საკუთარი შვილებით ვაჭრობენ.

რაც შეეხება რუსთავში მომხდარ ფაქტებს, დადგენილია, რომ საავადმყოფოს ხელმძღვანელები მოლაპარაკებას ძირითადად სოციალურად დაუცველ ფეხმძიმე ქალებთან აწარმოებდნენ, რომლებსაც შვილის გაზრდის პირობები არა აქვთ. ითანხმებდნენ მათ და ამის შემდეგ ბავშვების გაყიდვა ხდებოდა. სამართალდამცავები ამ ფაქტის ირგვლივ ჯერჯერობით დეტალებს არ ახმაურებენ. უცნობია, კონკრეტულად ამ ორ შემთხვევაში ბიოლოგიურ დედებს რა თანხები გადაუხადეს. გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოს დაკავებული ხელმძღვანელები საეჭვო საქმიანობაში თურმე ადრეც იყვნენ შემჩნეულები. კიდევ უფრო მძიმე ფაქტებზე საუბრობენ კულუარებში.

GzaPress


ამბობენ, გამოძიებას ხელთ აქვს ფარული ჩანაწერები, სადაც ბავშვის გაცვლაზეა საუბარი. არსებული ინფორმაციით, თურმე ერთ-ერთი ოჯახი საავადმყოფოს დირექტორთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მისი სმენადაქვეითებული ჩვილი სხვა ჯანმრთელ ახალშობილში გაეცვალა. ამბობენ, ამ ფარული ჩანაწერის შემდეგ დაიწყეს მოკვლევა სამართალდამცავებმა და ამის შემდეგ გამოვლინდა ტრეფიკინგის კონკრეტული ფაქტები. გამოძიების მტკიცებით, სოციალურად დაუცველ ორსულს ეუბნებოდნენ, რომ ყოველგვარ სამედიცინო დახმარებას ორსულობის პერიოდში უფასოდ გაუწევდნენ, უფასო იქნებოდა მშობიარობა, ამის შემდეგ გარკვეული თანხას აძლევდნენ და დედა უარს ამბობდა შვილზე. გამოძიების მტკიცებით, ალექსანდრე ბარავკოვსა და კონსტანტინე მანჯავიძეს უკვე შერჩეული ჰყავდათ მშვილებლები და მათზე ყიდდნენ პატარებს. არსებული ინფორმაციით, ჩვილები ძირითადად რუსეთში გაჰყავდათ.

როგორც წესი, მშობიარობის შემდეგ ყველა სამშობიარო დაწესებულება ვალდებულია, ოპერატიულად მიაწოდოს სამოქალაქო რეესტრს დაბადებული ჩვილის მონაცემები - სახელი, გვარი და მშობლების ვინაობა. რუსთავის სამშობიარო სახლში სწორედ ეს მონაცემები ყალბდებოდა. ექიმები ბავშვის მშობლებად უთითებდნენ არა ბიოლოგიურ, არამედ - ჩვილის მშვილებლებს.

გამოძიების ინფორმაციით, შპს "ახალი სამშობიარო სახლის" დამფუძნებელს, მზია უგრეხელიძეს თავის კლინიკაში გადაჰყავდა ჩვილი და იქიდან ეგზავნებოდა გაყალბებული მონაცემები სამოქალაქო რეესტრს. არსებული ინფორმაციით, 72 წლის მზია უგრეხელიძემ დანაშაული აღიარა და იგი 10.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს წინასწარი პატიმრობიდან. გამოძიების მტკიცებით, ასევე დანაშაული აღიარა ამ საქმეში მონაწილე რამდენიმე ბრალდებულმაც. ვინაიდან ითანამშრომლეს გამოძიებასთან, მათ მიმართ პროკურატურამ საპროცესო გააფორმა, გირაო მოითხოვა და ეს მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა.

ბარავკოვი და მისი მოადგილე მანჯავიძე კი პატიმრობაში რჩებიან. ბარავკოვი სასამართლოს შემდეგ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან მას გულის შეტევა ჰქონდა. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაკავებული ბარავკოვის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დასაცავი უდანაშაულოა, ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და ირწმუნება, რომ კლინიკის მშობიარეებთან შეხება არ ჰქონია. არც ბრალდებული მანჯავიძე ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აცხადებს, რომ არანაირ ყიდვა-გაყიდვას ადგილი არ ჰქონია. გამოძიება გრძელდება. ვნახოთ, რა მტკიცებულებებს წარადგენს სასამართლოზე პროკურატურა. რაც შეეხება ჩვილებს, მათი ადგილსამყოფელიც ბუნებრივია, ცნობილი გახდა გამოძიებისთვის და ისინი სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ არიან.

მარი წერეთელი, ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვთა ზრუნვის განყოფილების ხელმძღვანელი:

- ფინანსური პოლიცია არკვევს დეტალებს, ამიტომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. ყველამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიმახსოვროს, რომ ბავშვთა გაშვილება ჩვენს ქვეყანაში კანონით რეგულირდება და არავის აქვს უფლება, გარდა სოციალური მომსახურების სააგენტოსი, გააშვილოს ბავშვები. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება ისჯება. განსაკუთრებით მკაცრად ისჯება პირი, რომელიც ტრეფიკინგს სჩადის. რაც მოხდა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რაც ცალსახად უნდა აღიკვეთოს. ეს ბავშვები უკვე იმყოფებიან სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ და დარჩებიან ჩვენთან გამოძიების დასრულებამდე. მას შემდეგ, რაც გაირკვევა საბოლოოდ ყველაფერი, გადაწყდება პატარების ბედი. ფაქტია, ამ პატარებს არაფერი მოაკლდება სახელმწიფოსგან და იქნებიან მზრუნველობის ქვეშ.

- ქალბატონო მარი, ამ საქმეში ექიმები არიან ჩართულები. როგორც ვიცი, თავად ექიმი ბრძანდებით. რა შეფასებას მისცემთ თქვენი კოლეგების ქმედებას?

- სამწუხაროა, როცა იგებ, რომ საქმეში ექიმები არიან გარეული. ექიმი ჰიპოკრატეს ფიცს დებს და ამ ფიცის ერთგული უნდა იყოს. კანონი კი - ყველასთვის უზენაესი. საბედნიეროდ, მსგავსი ფაქტი არ არის ხშირი. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვინც კანონის გვერდის ავლით შეეცდება მსგავს რამეს, საკადრისად დაისჯება.

- რეალობაა, რომ ფეხმძიმე დედები ზოგჯერ აშვილებენ ბავშვებს ამ გზით, რადგან იციან, რომ ოფიციალური გაშვილების გზით ისინი ფულს ვერ მიიღებენ. ხომ არ გაჩნდება ალბათობა, რომ ეს პატარები გამოძიების შემდეგ ბიოლოგიურ მშობლებს დაუბრუნდნენ?

- ცალსახაა, ყველა ბავშვი თავის ბიოლოგიურ ოჯახში უნდა იზრდებოდეს. რისკის ქვეშ მყოფ მშობლებთან აქტიურად მუშაობენ ჩვენი სოციალური სააგენტოს თანამშრომლები და ყველაფერი კეთდება, რომ ბავშვები ბიოლოგიურმა დედებმა გაზარდონ. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტებს, ჯერ ძიება დასრულდეს და ამის მერე ვიმუშავებთ ბავშვების სტატუსზე და გადაწყდება, ვისთან გაიზრდებიან ისინი - ბიოლოგიურ დედასთან თუ გასაშვილებელ ბავშვთა რიცხვში მოხვდებიან.
თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (36)
26.09.2015
რა სისულელეა გასაშვილებელი ბავშვები ცოტააო, რამდენი ბავშვი 18 წლოს რო დება უშვებენ ბავშვთა სახლიდან, და ქუჩაში იწყებს ცხორებაა, არ ჯობია მალე მიაშვილონ იმ ოჯახს ვისაც უნდა? სააგენტო არა და ისა. ყველა გაღორებულოა ფულზე. ბავშვის გაყოდვა დაუშვებეკია, მაგრამ თუ სუროგატო დედა ფულს იღებს რომ ბაVსვი გაუჩინოს რა განსხვავებაა ამას და იმას შორის? აქ სხვისი კვერცხუჯრედია იქ სხვისი არა ? სასაცილოა! თუ დედას გაშვილება უნდა ჩაერიოს სახელმწიფო, პირობები რო არ აქ იმიტო აშვილეს, საადაა სახელმწიფო? რესტორნებში ქეიფობენ, და დედას იმის ფულიც არ აქ საცლშო სხვა შვილებს საჭმელი მიუტანოს, . დამნაშავე მხოლოდ სახელმწიფო ა! და სხვა არავინ. ამაზრზენია ეს ყველაფერო, აი იმ ოჯახს კი სმენადაქვეითებული ბავშვის გაცვლას რომ ითხოვდნენ უნდა ჩამოერთვათ ის ბავშვიც, დედობოა და მამობის უფლებაც და სხვა შვილებიც თუ ყავთ ისინიც. ...
სიმართლე
26.09.2015
რა სისულელეა გასაშვილებელი ბავშვები ცოტააო, რამდენი ბავშვი 18 წლოს რო დება უშვებენ ბავშვთა სახლიდან, და ქუჩაში იწყებს ცხორებაა, არ ჯობია მალე მიაშვილონ იმ ოჯახს ვისაც უნდა? სააგენტო არა და ისა. ყველა გაღორებულოა ფულზე. ბავშვის გაყოდვა დაუშვებეკია, მაგრამ თუ სუროგატო დედა ფულს იღებს რომ ბაVსვი გაუჩინოს რა განსხვავებაა ამას და იმას შორის? აქ სხვისი კვერცხუჯრედია იქ სხვისი არა ? სასაცილოა! თუ დედას გაშვილება უნდა ჩაერიოს სახელმწიფო, პირობები რო არ აქ იმიტო აშვილეს, საადაა სახელმწიფო? რესტორნებში ქეიფობენ, და დედას იმის ფულიც არ აქ საცლშო სხვა შვილებს საჭმელი მიუტანოს, . დამნაშავე მხოლოდ სახელმწიფო ა! და სხვა არავინ. ამაზრზენია ეს ყველაფერო, აი იმ ოჯახს კი სმენადაქვეითებული ბავშვის გაცვლას რომ ითხოვდნენ უნდა ჩამოერთვათ ის ბავშვიც, დედობოა და მამობის უფლებაც და სხვა შვილებიც თუ ყავთ ისინიც. ...
სიმართლე
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი