"ფლეიბოის" მოდელი რამდენიმე ადამიანის მკვლელობისთვის და ბანდის წევრობისთვის დააკავეს - გზაპრესი

"ფლეიბოის" მოდელი რამდენიმე ადამიანის მკვლელობისთვის და ბანდის წევრობისთვის დააკავეს

1 ივლისს ხორვატიაში, საკუთარ სახლში ბოსნიელი ფოტომოდელი, სლობოდანკა ტოშიჩი დააკავეს. ის ჟურნალ "ფლეიბოის" მოდელი გახლდათ. ასევე - "მის ფოტომოდელის" ტიტულის მფლობელი.

GzaPress

მოდელი ეჭვმიტანილია დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან კავშირში, რომლის სათავეშიც მისი ყოფილი საყვარელი იდგა. გარდა ამისა, ის ეჭვმიტანილია 5 ადამიანის მკვლელობასა და რამდენიმე ყაჩაღობაში.

GzaPress

ბანდის 30 წევრს შორის იყვნენ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებიც. დაჯგუფების ანგარიშზე რამდენიმე მკვლელობა, უამრავი ყაჩაღობა და ინკასაციის მანქანებსა და ბანკებზე შეიარაღებული თავდასხმებია.

ბანდის შემოსავალი რამდენიმე ასეული მილიონი ევროა. ამჯერად საქმე 23 წევრზეა აღძრული. ერთმა მათგანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ერთი - გულის შეტევით გარდაიცვალა, დანარჩენები მიმალულები არიან.

GzaPress

ბანდის წერების დაკავების შემდეგ ფოტომოდელმა ყოფილი საყვარლის მკვლელობა ქილერს შეუკვეთა.

ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება მისი ბოსნია-ჰერცოგოვინაში ესტრადიციის შეასხებ, ვინაიდან ის ბოსნიის მოქალაქეა.

GzaPress