"ჩვენ რომ ვლოცულობდით, ბავშვს ეცოცხლა, მოძალადე ნატრობდა, ისე მომკვდარიყო, ვერაფერი ეთქვა"
font-large font-small
"ჩვენ რომ ვლოცულობდით, ბავშვს ეცოცხლა, მოძალადე ნატრობდა, ისე მომკვდარიყო, ვერაფერი ეთქვა"
"იმ გარეწარმა მომიკლა შვილი და ეჭვი რომ არ მიეტანათ, საავადმყოფოშიც კი გამოგვყვა"

ხარაგაულის რაიონის სოფელ ხუნევში მომხდარმა დანაშაულმა საზოგადოება შეძრა. მთელი სოფელი 20 წლის რეზო ლომიძის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს.
მას 11 წლის მეზობელი ბიჭის მიმართ სექსუალური ძალადობა და თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება ბრალად. დამნაშავეს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გამოძიების მტკიცებით, დადგინდა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვანი გააუპატიურა, რის შემდეგ ბავშვმა საცხოვრებელ სახლთან ახლოს, ხეზე ჩამოიხრჩო თავი. ხიდან ჩამოხსნისას იგი  ისევ ცოცხალი იყო და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მეორე დღეს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

ბრალდებულის ოჯახი ფაქტის გახმაურებისთანავე სოფლიდან გაიხიზნა. მომხდარით შეძრულმა მოსახლეობამ და ჭირისუფალმა დამნაშავის სახლ-კარი გადაწვეს. პოლიციამ აღშფოთებული ხალხის შეჩერება ვერ შეძლო.

სულისშემძვრელია გარდაცვლილი ბავშვის დედის, ქალბატონი ნესტანის მონათხრობი:
- ოთხ შვილს ვზრდიდით მე და ჩემი მეუღლე. სოციალურად დაუცველები ვართ, მაგრამ არავინ შეგვიწუხებია, სულ ვშრომობდით.  მეუღლე აჭარაში იყო სამუშაოდ წასული. ჩემი ლევანი 11 წლის იყო, გოგო 9 წლის მყავს, პატარა ბიჭები 7 და 5 წლის არიან.

23 ივნისს, დილით, ნაკვეთში სამუშაოდ წავედი. ბავშვები სახლში დავტოვე. მზე აცხუნებდა, მუშაობა ვერ შევძელი და სახლისკენ წამოვედი. გზად ჩემი პატარა ბიჭები შემომხვდნენ ტირილით და კივილით - ჩქარა, დედიკო, ლევანმა თავი დაიხრჩოო.

შვილთან მისვლა ვერ შევძელი, ვღრიალებდი... მთელი სოფელი მოგროვდა. სასწრაფოში დარეკილი იყო, მაგრამ არ დავლოდებივართ, მეზობელმა მანქანით წაიყვანა ჯერ სოფელ ბორითში, მერე კი ქუთაისში რეანომობილით წაიყვანეს. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ გადარჩენის შანსი არ იყო... დილით ბავშვებს რომ გაუღვიძიათ, ჩვენი სახლის წინ, მეზობლის ეზოში დაუწყია ოთხივეს თამაში. მერე პატარები სახლში შესულან საჭმელად. უფროსს მაგიდა გაუწყვია და უთქვამს, ახლა მე ტყისკენ წავალ, ჯოხებს მოვტეხავ, იმით სათამაშოს გაგიკეთებთ და ერთად ვითამაშოთო. ეტყობა, იქ იყო ჩასაფრებული ჩემი შვილის მკვლელი. ჯერ გააუპატიურა, მერე კი მოახრჩო და ხეზე ჩამოკიდა, რომ თვითმკვლელობა გვგონებოდა.

პოლიცია ირწმუნება, თითქოს გაუპატიურების შემდეგ ჩემმა შვილმა თვითონ ჩამოიხრჩო თავი, მაგრამ ასე არ არის. ბავშვს უამრავ მოტეხილობასთან ერთად, ხერხემალიც დაზიანებული ჰქონდა.
ექიმმა მითხრა, ბავშვი თვითონ ვერ მიიყენებდა ასეთ დაზიანებებსო. მერე ცხედარი გაკვეთეს და გაირკვა, რომ გაუპატიურებული იყო. მალე პოლიციამ მკვლელიც დააკავა, ჩვენი კარის მეზობელი. იმ გარეწარმა მომიკლა შვილი და ეჭვი რომ არ მიეტანათ, საავადმყოფოშიც კი გამოგვყვა...

მოსვლა რომ დააგვიანდა, ბავშვებიც იქით წასულან, სადაც ლევანი ეგულებოდათ და დაინახეს ხეზე ჩამოკიდებული. 9 წლის გოგო სახლში გაქცეულა, დანა მოუტანია და 7 წლის ძმისთვის უთქვამს, აგერ, დანა აიღე, მე მაღლა ავწევ ლევანიკოს და შენ დანით თოკი გადაჭერიო...

ამ ტრაგედიის შემდეგ ჩემს გოგოს სახლში ღამე არ გაუთევია, შეშინებულია და არ ვიცი, მის ფსიქიკას როგორ ვუშველი. პატარებსაც ეშინიათ, სულ მეკითხებიან, ლევანი სად არის, მასთან გვინდაო. არ ვიცი, ამ ჭერქვეშ ჩემი შვილები როგორ იცხოვრებენ. რომ მქონდეს საშუალება, სხვაგან გადავიდოდი საცხოვრებლად. გავნადგურდით, ყველა კუთხეში ჩემი შვილი მელანდება.

მკვლელს მკვლელობის მუხლიც არ აქვს წარდგენილი, ამბობენ, თითქოს ჩემმა შვილმა თავი მოიკლა. სამუდამო პატიმრობას სანამ არ მიუსჯიან, ვერ მოვისვენებ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ახლა გავიგე, თურმე, ადრე ჩვენი მეზობლის ბიჭის გაუპატიურებაც უცდია.

- მაშინ ეს ფაქტი პოლიციას არ გაუგია?
- ბავშვის მამა ამბობს­, ჩემი შვილის გაუპატიურება სცადა, მაგრამ მეორე შვილმა მიუსწროო. ჯერ უცემია ნაძირალა, მერე მისულა მის მშობლებთან და პოლიციაში ჩივილით დამუქრებია, მაგრამ დამნაშავის დედას უთქვამს, შენს მცდელობას ვერ დაამტკიცებ, მე კი შვილი ასე გამილახე და იქით გიჩივლებ. თან თუ ამას გაახმაურებ, სახლს დაგიწვავო. ის კაცი ამბობს, არ მქონდა იმედი, რომ სოფელი დამიდგებოდა გვერდით და ეს ამბავი ამიტომ დავმალეო.

გაგრძელება

წყარო: kvirispalitra.ge
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
11.07.2015
გული გამიჩერდა.ღმერთო როგორ მტკივა ყველა ქართველი..სად გვყავს დასაკარგი პატარა ან დიდი?
მიმი
10.07.2015
საზიზღარიიიიიიი,,,,,,,,,,,მკვლელიიიიიი,დასაჯეეეეთთთ..........
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1005 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი