სასწრაფო დახმარების ბრიგადის მანქანას ნასვამმა მამაკაცმა საქარე მინა ჩაუმტვრია - გზაპრესი

სასწრაფო დახმარების ბრიგადის მანქანას ნასვამმა მამაკაცმა საქარე მინა ჩაუმტვრია

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, 22 წლის ორსული გოგონას მუცლის ტკივილი ჰქონდა და მისი გადაყვანა იყო საჭირო.

"სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმებმა გადაწყვიტეს, ორსული კლინიკაში გადაეყვანათ. როდესაც მის გადაყვანას ცდილობდნენ, სახლში მისი მეუღლე ნასვამ მდგომარეობაში მივიდა, რომელმაც მოისურვა, რომ ორსული თავად გადაეყვანდა კლინიკაში. საწრაფოს ექიმებმა აუხსნეს, რომ ისინი თავად უზრუნველყოფდნენ გოგონას ტრანსპორტირებას, რასაც მოჰყვა შელაპარაკება და ნსვამმა მამაკაცმა სასწრაფოს სამედიცინო დახმარების მანქანის საქარე მინა ჩაამტვრია", - აცხადებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, ინციდენტი შემდეგ ექიმებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, მამაკაცი დაკავებულია.