თვითმხილველთა თქმით, მუხიანში მომხდარ სროლაში საკრებულოს ყოფილი დეპუტატი მონაწილეობდა - გზაპრესი

თვითმხილველთა თქმით, მუხიანში მომხდარ სროლაში საკრებულოს ყოფილი დეპუტატი მონაწილეობდა

მუხიანის მე-4 ა მიკრორაიონში ცოტა ხნის წინ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ხმა ისმოდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, 25-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შელაპარაკება იყო, რასაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლა მოჰყვა. მათივე ინფორმაციით, ინციდენტში თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობიდან" დავით ჯინჭარაძე მონაწილეობდა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. უცნობია, არის თუ არა დაშავებული ან გარდაცვლილი.

"ინტერპრესნიუსი" დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.