ხელისუფლებას ნიღბები გაუცვდა
font-large font-small
ხელისუფლებას ნიღბები გაუცვდა
ალეკო ელისაშვილის მიერ მანანა კობახიძისა და ეკა ბესელიას მიმართ წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, საზოგადოებას განსხვავებული აზრი აქვს, თუმცა დამადასტურებელი ფაქტების აუცილებლობა და საქმის ობიექტური გამოძიება ყველა მათგანის მოთხოვნაა, რადგან მანამდე, რა თქმა უნდა, რთულია მტყუან-მართლის გარჩევა, როცა არც ერთი და არც მეორე მხარე განსაკუთრებული სიმპათიით არ სარგებლობენ მოსახლეობაში.


ასმათ ქურციკიძე, მსახიობი, პედაგოგი:

- ჩემი აზრით, თუ ალეკო ელისაშვილს, მთელი ამ ხნის განმავლობაში, როგორც ამბობს, 100%-იანი დამადასტურებელი დოკუმენტი ეკავა ხელში, რა თქმა უნდა, აქამდე უნდა ეთქვა. პირადად ჩემთვის, ახლა ცოტა საეჭვოა, რომ არჩევნების წინა წელს დაიწყო ისევ სირბილი წინ და უკან. ვთვლი, რომ ახლა ახალი მიმართულებით პოპულარობის მოხვეჭა და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შეძრომა უნდა. ალეკო ელისაშვილზე ჩემი აზრი ასეთია. რაც შეეხება მანანა კობახიძეს, ახალ ხელისუფლებაში თუ ვინმე ვინმეს რამეს აბრალებს, დღეს რომ რამე გააკეთონ, კიდევ დავუშვებ, მაგრამ იმ პერიოდში, როცა არჩევნებისა და მთავრობის შეცვლის შემდეგ, სულ რამდენიმე თვე იყო გასული, მეეჭვება, გინდ მანანა კობახიძეს და გინდ ეკა ბესელიას მსგავსი შეთავაზებები ეკეთებინათ და მსგავსი ტერორი მოეწყოთ ვინმესთვის. ალეკო ელისაშვილს თუ დასჭირდა, ახლა ყველასთან მივა, `ნაციონალებთანაც~ კი, რომ სადმე პირველ ხუთეულში მოხვდეს და პარლამენტის მოწვევის დეპუტატი გახდეს.

ქეთი, კულტუროლოგი:
- საერთოდ, ალეკო ელისაშვილს ბევრად უფრო ვენდობი და მჯერა, ვიდრე იმ ბოროტი კრუხი ქალის.
- თქვენი აზრით, კობახიძე აიღებდა ფულს ამ საქმისთვის? ხელისუფლებაში ახალი მოსული იყო და კარგად გათვლიდა, ამის გამოაშკარავებისთვის რა ამბავიც ატყდებოდა.
- არ ვიცი, შეიძლება, აეღო და შეიძლება - არა. ნორმალური ქვეყანა რომ გვქონდეს, გამოძიებამ უნდა დაადგინოს სიმართლე, თუმცა, კიდევ ვამბობ, არ მგონია, ელისაშვილი ტყუილად ადებდეს ხელს და ადანაშაულებდეს. რატომ სხვას არ დააბრალა მსგავსი რამ? ფაქტების გარეშე ამ საქმეს არ გაახმაურებდა. კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება.

გია, მექანიკოსი, 39 წლის:

- თუ ალეკო ელისაშვილს რაიმე დამადასტურებელი მასალები აქვს, მაშინ ეს ყველაფერი უნდა დაიდოს, ჭორის დონეზე არ უნდა იყოს - იმან ეს თქვა, ამან ის თქვა, - და ა.შ. მეც ვიტყვი, ჩემთან ვიღაც მოვიდა და ამა და ამ საქმეზე ფული შემომაძლია-მეთქი, მაგრამ თუ დამადასტურებელი ფაქტები არ მექნება, რა აზრი აქვს?! თუ ეს ფაქტები დაიდება, მაშინ ყველა ადამიანი უნდა დაისაჯოს, ვინც სხვის უბედურებაზე ითბობდა ხელს. ასე რომ, ჯერჯერობით ვერც ერთ მხარეს - ვერც ელისაშვილს და ვერც კობახიძეს ვერც გავამართლებ და ვერც გავამტყუნებ. სიმართლე გამოაშკარავდება. საქმეების გადახედვის დაჩქარებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, რა თქმა უნდა, რადგან ჩვენ გარშემო უსამართლოდ არაერთი ადამიანი იჯდა ციხეში, მათ შორის, ჩემი ოჯახის წევრი.

მარიამ ჯაბაური, ბიბლმცოდნე-ბიბლიოგრაფი:

- ამა თუ იმ საქმეში ფულის აღება, როგორ შეიძლება დადებითად შეაფასო ადამიანმა?! რა თქმა უნდა, მიუღებელია, თუმცა, უპირველესად, უნდა გამოიძიონ, რამდენად შეესაბამება ეს ბრალდება სიმართლეს, გამოიძიონ და ამის მერე, ალბათ, ნამუსი უნდა ეყოთ და კობახიძე და ბესელია თანამდებობებზე აღარ უნდა დარჩნენ. ჩემი აზრით, სამარცხვინოა, რომ ასეთი ადამიანები მთავრობის სახეს წარმოადგენენ.

- თუ უდანაშაულოები არიან?

- ამიტომაცაა საჭირო სწორი გამოძიება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ელისაშვილის ნათქვამში სიმართლის მარცვალი მაინცაა.

- როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, რომ ელისაშვილს უკეთესი პოსტი უნდა და აქედან გამომდინარე ცდილობს ახმაურებას? თქვენი აზრით, თვითონ ალეკო ელისაშვილი რამდენად `მართალი ტიპის~ შთაბეჭდილებას ტოვებს?

- რაც საკრებულოში ზის, ეკრანზეც ხშირად ჩანს, აქტიურია და მისი მხრიდან თბილისის მთავრობის მისამართით ბრალდებები ხშირად გვესმის, ამიტომ მგონია, რომ ალალი კაცია. ადრე `კავკასიაზეც~ ხომ ხშირად გამოდიოდა და ასეთი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ჩემი აზრით, ამხელა აჟიოტაჟს არ ატეხდა, გარკვეული საფუძველი რომ არ ჰქონოდა, ასეთ უნამუსობაზე ალბათ არ წავიდოდა.

- თუმცა, სიმართლის მღაღადებელი ადამიანი მსგავს ფაქტზე რამდენიმე წლით არ უნდა გაჩუმდეს ალბათ, ხომ?

- ესეცაა. ალბათ ამასაც გარკვე­ული მიზეზი ჰქონდა. აქამდე რატომ გაჩუმდა და ზუსტად ესეც უნდა ითქვას აუცილებლად, რა ხდებოდა აქამდე? პასუხი მანაც ყველაფერს უნდა გასცეს, რა თქმა უნდა. არც ისაა გამორიცხული, ეს მისთვის ერთგვარი კოზირი იყოს არჩევნების წინ. ამ ქვეყანაში მტყუან-მართლის გარჩევა უკვე ძალიან გაჭირდა. ამიტომ, ობიექტური გამოძიება აუცილებელია. ხალხი ხელისუფლებით უკმაყოფილოა და მივესალმები იმ ფაქტს, თუ ჩინოვნიკებს მათ უკანონო ქმედებებში ამხელენ და იმ ნიღბებს ჩამოხსნიან, რომლებიც უკვე გაუცვდათ.

ნათია გურგენიძე, ფილოლოგი, ჟურნალისტი:

- საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ვალდებული იყო, შესაბამისი ორგანოებისთვის მაშინვე მიემართა, როგორც კი ინფორმაცია მიიღო მაღალი თანამდებობის პირებისგან ქრთამის აღების თუ კანონის დარღვევის შესახებ. კოდექსის შესაბამისი მუხლი დანაშაულის დაფარვაზე პასუხისგებას ითვლისწინებს და მან ესეც ძალიან კარგად იცის. ვეჭვობ, ახალდანიშნულ მანანა კობახიძეს ასეთი დიდი თანხის ქრთამის აღებასთან ჰქონოდა საქმე. ამასთან, ქრთამის აღება სხვა არის და საკითხის განხილვის დაჩქარება - სხვა. ალეკო ელისაშვილის მხრიდან თეატრალური პოზით, წელიწად-ნახევრის წინ ვითომდა ჩადენილი დანაშაულის წარმოდგენა სასაცილოდ მეჩვენება. რაც შეეხება პოლიტპატიმართა სიებს, ამ სიებში ყველა პატიმარი იარაღის უკანონო ტარების ან ნარკოტიკის მოხმარებისთვის იყო მოხვედრილი და, რა თქმა უნდა, ყველა მათგანის საკითხი ცალ-ცალკე უნდა განხილულიყო. გარდა ამისა, ჩემში ძალიან დიდ ინტერესს იწვევს ელისო კილაძის ასეთი დაინტერესება და ინფორმირებულობა ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. მტკიცებულებების გარეშე, ვერც მის გამოთქმულ აზრებს გავითვალისწინებ და თუკი ეს ფაქტები არ დადასტურდა, ხომ არ დადგა დრო საქართველოში, რომ ცილისწამებისთვის ყველამ პასუხი აგოს? ალეკო ელისაშვილთან ერთი შეკითხვა მაქვს - როდესაც აცხადებს, რომ პროკურატურაში მივიდა და პროკურორს ლონდა მებურიშვილის შვილის საკითხთან დაკავშირებით შეხვდა, ამ დროს ისიც მებურიშვილის პროტეჟე გამოდის? მისგან დავალებული იყო? თუ აქაც რამდენიმე ათას დოლართან გვქონდა საქმე?.. რაც შეეხება კობახიძეს და ბესელიას, მათ ადგილას ნამდვილად ვაგებინებდი პასუხს სასამართლოს წინაშე, როგორც ელისაშვილს, ასევე, კილაძეს.

ნიკა, სტომატოლოგი, 38 წლის:

- ამ ამბავს რომ ვუყურებ, რატომ­ღაც მგონია, რომ ალეკო ელისაშვილი იმ იმიჯს ეფარება, რომელიც მას საზოგადოებაში თავისდა უნებურად დაუმკვიდრდა წინა ხელისუფლებასთან ბრძოლის დროს და რატომღაც, ყველას ჰგონია, რომ იგი ტყუილს არ იკადრებს. თუ ეს ფაქტები დადასტურდა, რა თქმა უნდა, დასახელებულ პირებს ჯერ უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეთ, შემდეგ კი კანონის წინაშე აგონ პასუხი. მაგრამ ფაქტის დამალვისთვის, ალბათ არც ელისაშვილი გამოძვრება მშრალად და არც სინდისისა და საზოგადოების წინაშე გამოდის მთლად მართალი. დასკვნების გამოტანა მაინც ნაადრევია, დაველოდოთ შესაბამისი უწყებების დასკვნებს.

თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი