პროკურატურის მტკიცებით, არსებობს ვიდეო, თუ როგორ ყრის მაგდა პაპიძე სისხლიან ტილოებს - გზაპრესი

პროკურატურის მტკიცებით, არსებობს ვიდეო, თუ როგორ ყრის მაგდა პაპიძე სისხლიან ტილოებს

პროკურატურის მტკიცებით, არსებობს ვიდეო, თუ როგორ ყრის მაგდა პაპიძე სისხლიან ტილოებს. - ინფორმაციას ამის შესახებ "რუსთავი2" - ავრცელებს. განცხადება პროკურორმა რამდენიმე წუთის წინ სასამართლო დარბაზში გააკეთა, სადაც მოსამართლე პაპიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ პაპიძის წინააღმდეგ ჩვენება მისმა ოჯახის წევრებმა და მეგობარმა მამაკაცმაც მისცა, რომელიც მისი მეზობელია. ამასთან პროკურორების ინფორმაციით, პაპიძემ მკვლელობის შემდეგ სახლიდან შვილის ფოტოსურათებიც გადაყარა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ 5 წლის ბავშვი გაგუდულია.