რა იცის ბიძინა კუჭავას ქვრივმა ოთხ გახმაურებულ მკვლელობასა და მულის გაუჩინარებაზე - გზაპრესი

რა იცის ბიძინა კუჭავას ქვრივმა ოთხ გახმაურებულ მკვლელობასა და მულის გაუჩინარებაზე

ბიზნესმენ ბიძინა კუჭავას ოჯახი თვითმკვლელობის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმის განზრახ მკვლელობით გადაკვალიფიცირებას ითხოვს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ის თავს არ მოიკლავდა და არც პროკურორ ვახტანგ ქირიას მოკლავდა. "კვირის პალიტრა" ბიძინა კუჭავას მეუღლეს, მარინა ნიკოლოზაშვილს ესაუბრა. გაზეთთან ინტერვიუში მარინა ნიკოლოზაშვილმა ოთხ გახმაურებულ მკვლელობასთან მისი მეუღლის კავშირსა და ბიძინა კუჭავას დის გაუჩინარებაზე ისაუბრა.

- თქვენი მეუღლის სახელი დაუკავშირეს ოთხ გახმაურებულ მკვლელობას. ერთ-ერთ მოკლულთან, მაღალთაძესთან მართლა ჰქონდა მას თანხა წაგებული?

- სადაც კი მოწმის სახით ბიძინას გვარმა გაიჟღერა, ყველგან გამოიყენეს. მაღალთაძეს არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცი, რომ თვითონ ჰქონდა ბიძინას ვალი 12.000 დოლარი. ბიძინამ მითხრა, ისეთი ადამიანი მოკვდა, რომელსაც ჩემი ვალი ჰქონდაო. ბიძინა ნინუებთან (უშიშროების გენერალი თამაზ ნინუა და მისი მეუღლე 2009 წელს მოკლეს) ოჯახში საშინელ ამბამდე ორი დღით ადრე იყო მისული, თამაზ ნინუას უნდოდა ჩემი "მერსედესი" ეყიდა. ორი დღის შემდეგ მოხდა მკვლელობა. რა შუაშია ამ საქმესთან ბიძინა? სასამართლოზეც არ ყოფილა დაბარებული. კიდევ ერთი სიბინძურე გაისმა - შვილის მკვლელობასთან დააკავშირეს. ის გერი არ იყო, შვილი იყო

- რეზი წლინახევრიდან გაზარდა და გვარიც მისცა. შატბერაშვილზე ვნახეთ მკვდარი, მანქანაში ესროლეს. საქმე დღემდე გაუხსნელია.

- ამბობენ, თქვენს მეუღლეს დიდი თანხა ჰქონდა წაგებულიო...

- ბიძინას 2000-დან 2005 წლამდე აღმაშენებელზე ჰქონდა კაზინო "ასტრა პალასი". კაზინოს დახურვის მერე აღარც უთამაშია.

- რაც შეეხება თქვენი მეუღლის დის გაუჩინარებას...

- როგორც კი გაუჩინარდა, მაშინვე მივმართეთ გამოძიებას. ბიძინამ კერძო დეტექტივიც კი დაიქირავა. დამ ბინა გაყიდა, რომელიც ბანკში ჰქონდა ჩადებული, ფული მისცეს, მაგრამ თანხა ბანკამდე ვერ მიიტანა. როგორც ჩანს, ვიღაცამ მოატყუა.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 1 თებერვლის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად