შემზარავი მკვლელობა გორში: შვილის სიკვდილის შემდეგ, მამაკაცმა ყოფილი ცოლი და მისი ქმარი მოკლა - გზაპრესი

შემზარავი მკვლელობა გორში: შვილის სიკვდილის შემდეგ, მამაკაცმა ყოფილი ცოლი და მისი ქმარი მოკლა

გორში შემზარავი მკვლელობა მოხდა: 50 წლის მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და მისი მეორე ქმარი სანადირო თოფით მოკლა. როგორც AMBEBI.GE-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მამაკაცი ცოლს წლების წინ დაშორდა, რის შემდეგაც ქალი მეორედ გათხოვდა და ბოლო წლების განმავლობაში, პირველი ქორწინებისას შეძენილ შვილებთან

ერთად ისრაელში ცხოვრობდა.

მეზობლების ინფორმაციით, ისრაელში ერთ-ერთი შვილი გარდაეცვალათ, რომელიც 25 წლის იყო და მისი ცხედარი გუშინ გვიან ღამით ჩამოასვენეს გორში. "სწორედ ამ დროს საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ყოფილმა ქმარმა კ. ქისიშვილმა ირმა გაგლოშვილს და მის მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა, რის შემდეგაც ისინი ადგილზევე გარდაიცვალნენ", - აცხადებენ მეზობლები, რომელთა თვალწინ შემზარავი მკვლელობა მოხდა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილმა მიმალვა მოახერხა. სამართალდამცველები ეჭვმიტანილს ეძებენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.