რუსთაველის გამზირზე 4 ახალგაზრდაა დაჭრილი - დეტალები შემთხვევის ადგილიდან - გზაპრესი

რუსთაველის გამზირზე 4 ახალგაზრდაა დაჭრილი - დეტალები შემთხვევის ადგილიდან

რუსთაველის გამზირზე სუპერმარკეტ "სმარტის" დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "სმარტის" თანამშრომლებმა არაოფიციალურ საუბარში განუცხადეს, სუპერმარკეტის წინ "სმარტის" დაცვის თანამშრომლებსა და რამდენიმე ახალგაზრდას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც დაცვის ერთ-ერთ თანამშრომელს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენეს. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო დაცვის კიდევ ორმა თანამშრომელმა.

დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჯერჯერობით უცნობია, დააკავეს თუ არა ინციდენტის მონაწილეები. ადგილზე მყოფი სამართალდამცველები კომენტარს არ აკეთებენ.