სამი მამაკაცის გახმაურებული მკვლელობის ვერსიები - ანგარებით ჩადენილი დანაშაული თუ შურისძიება?! - გზაპრესი

სამი მამაკაცის გახმაურებული მკვლელობის ვერსიები - ანგარებით ჩადენილი დანაშაული თუ შურისძიება?!

პაატა ჩუბინიძეს, გიორგი ფიჩხაძესა და მერაბ აბესაძეს ახლობლები 3 დღე-ღამე უშედეგოდ ეძებდნენ. ისინი ხორცის ბიზნესით იყვნენ დაკავებული, სოფლებში მოსახლეობისგან ცოცხალ პირუტყვს ყიდულობდნენ და მარნეულის ბაზარში ყიდდნენ.

9 თებერვალს, პაატა ჩუბინიძეს უცნობმა პირმა დაურეკა და უთხრა, რომ ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში პირუტყვი ჰყავდა გასაყიდი. 10 თებერვალს, დილით ადრე, პაატა მეუღლის ბიძაშვილთან, გიორგი ფიჩხაძესთან ერთად თავისი მიკროავტობუსით ზესტაფონიდან სამეგრელოში წავიდა. ხობში ახლობელს, მერაბ აბესაძეს შეუარა, რომელიც საქმიანობაში ეხმარებოდა და სამივენი ზუგდიდში ჩავიდნენ, სწორედ ამის შმედეგ გაქრა მათი კვალი...

მომხარ დანაშაულზე ჟურნალი "გზა" სტატიას 18 თებრევლის ნომერში აქვეყნებს და მკვლელობის მეტად საინტერესო დეტალებზე უყვება მკითხველს, რომლის ამონარიდებსაც გთავაზობთ:

"დანაშაული გახსნილად გამოცხადდა და სამი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სოფელ ნარაზენში მცხოვრები, ყოფილი სპეცრაზმელი, 40 წლის დავით ბეჭვაია დააკავეს...

მთავარი კითხვა მაინც ტრიალებს საზოგადოებაში, - როგორ შეძლო ერთმა ადამიანმა სამი ადამიანის მოკვლა და შემდეგ ცხედრების დამარხვა. ჰყავდა თუ არა დამნაშავეს თანამონაწილე, ამაზე ჯერჯერობით გამოძიება არაფერს ამბობს.

მართალია, მომხდარს ფულის გამოძალვის მიზნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მიეცა, მაგრამ ბევრი კითხვა პასუხგაუცემელია. ისიც ირკვევა, რომ ეს ძმებ ჩუბინიძეებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. ამ შემზარავ ტრაგედიამდე თვე-ნახევრით ადრე, პაატა ჩუბინიძის უმცროსი ძმის, კახას სახლი დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან დაცხრილეს. მაშინ ოჯახმა მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს აცნობა, მაგრამ კახა ჩუბინიძის სახლზე თავდასხმაც დღემდე გამოუძიებელია...

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" 18 თებერვლის ნომერში