რას ყვება "კოკაინის საქმის" მთავარი ფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი კობახიძის და მისი ძმის გარშემო აგორებულ ახალ სკანდალზე
font-large font-small
რას ყვება "კოკაინის საქმის" მთავარი ფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი კობახიძის და მისი ძმის გარშემო აგორებულ ახალ სკანდალზე
ე.წ. კოკაინის საქმის სკანდალი გრძელდება
- ამჯერად, პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის წინააღმდეგ დაკავებულების ადვოკატი კობა კობახიძე ალაპარაკდა. როგორც კობა კობახიძემ გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას განაცხადა, ანასტასია ზაუტაშვილის ოჯახს მანანა კობახიძის ძმამ, თედო კობახიძემ დააკავშირა: "მითხრა, რომ ვიდრე მე ზაუტაშვილის და ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებულების ინტერესებს დავიცავდი, ის იმუშავებდა შეწყალების თემაზე. თუმცა თედოს იქ ვინ ეკითხებოდა რამეს, მას ყველა მანანათი სცემდა პატივს. გამარჯვების შემთხვევაში, ანუ თუ დაკავებულები გათავისუფლდებოდნენ, დამატებით 75 ათასი ევრო უნდა მოგვეთხოვა ხუთივე დაკავებულისგან" - განაცხადა კობა კობახიძემ "არჩევანში".

რამდენი გადაუხადა რეალურად და საქმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ვის ჰპირდებოდა ბონუსებს - ამაზე სასაუბროდ "ამბები.გე" "კოკაინის საქმის" მთავარ ფიგურანტს, ანასტასია ზაუტაშვილის მეგობარ მამაკაცს ნუგზარ ბოჭორიშვილს დაუკავშირდა:

"კობა კობახიძის ადვოკატად აყვანა თედო კობახიძემ მართლაც მირჩია. წლების წინ თედოც ჩემი ადვოკატი იყო და შვილის მეურვეობის საკითხებში მეხმარებოდა, თუმცა როგორც კი ორივე და-ძმა პოლიტიკაში მოვიდა, ჩემ საქმეებს ავტომატურად ჩამოშორდნენ. საგანგაშო არაფერია იმაში, თუ კობა კობახიძეს თედომ და მანანამ რეკომენდაცია გაუწიეს. თქვენ რომ გკითხოთ რჩევა, კარგი ჟურნალისტი მირჩიეთ, ვინც კონკრეტულ საქმეში ერკვევა-მეთქი, დანაშაული იქნება?!

- თქვენ თანამდებობის პირებზე საუბრობთ, თანაც კობა კობახიძის განცხადებით, თედო კობახიძე შეწყალების კომისიასთან ურთიერთობის "დალაგებასაც" გპირდებოდათ.
- კობა კობახიძე იტყუება. უბრალოდ, მანანამ და თედომ, ჩემი საქმის დეტალები კარგად იცოდნენ, მათთვის ისიც ცნობილი იყო, რომ უდანაშაულო ადამიანები ციხეში უკანონოდ გამოკეტეს. შესაბამისად, შესაძლოა ადამიანურ დონეზე გვგულშემატკივრობდნენ, მაგრამ სხვა ფინანსური დაპირება არცერთი მხრიდან გაჟღერებულა.

რუსა შელია
AMBEBI.GE

- საქმეში ახალი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, კობახიძეებს ბონუსად არც 75 ათას ევროს დაპირებიხართ?
- კობა კობახიძეს 6 250 ევრო გადავუხადე. ვფიქრობ, ეს თანხა ახალი გარემოებების მოსაძიებლად საკმარისი იყო, თუმცა მან ვერაფრის გაკეთება მოახერხა. მხოლოდ ჩემი მოტყუებით იყო დაკავებული. ამიტომაც ჩავთვალე, რომ კობა კობახიძეს ეს თანხა ჩემთვის უნდა დაებრუნებინა. რაც შეეხება ბონუსებს, არც თედოსთან და არც კობასთან ბონუსებზე საუბარი არ მქონია. თუ საქმე წარმატებით დასრულდებოდა, თავად გადავწყვეტდი, ვისთვის რა თანხა გადამეხადა ბონუსად.

- საინტერესოა, ეკა ბესელიასთან და მანანა კობახიძესთან თუ ისაუბრეთ ამ საქმის გახმაურების შემდეგ?
- მათთან საუბრის სურვილიც კი არ გამჩენია. ფაქტია, რომ არაფრის გამკეთებლები არიან, დღემდე ისიც ვერ მოხერხდა, რომ ჩემი ახლობლების წამების ფაქტზე გამოძიება დაწყებულიყო. როგორც ჩანს, პროკურატურაც დღესაც წინა ხელისუფლების ხაზს აგრძელებს და სიმართლე ნაკლებად აინტერესებს.

- კიდევ ერთი საკითხი გახდა მითქმა-მოთქმის საფუძველი - რატომ მოითხოვა ანასტასია ზაუტაშვილმა ელისაშვილთან შეხვედრა და ადვოკატების აყვანაშიც მისგან რეკომენდაციები რატომ მიიღო?
- ალეკო ელისაშვილი შეცდომაში შეიყვანეს. როგორც ჩანს, მას თავადაც დააჯერეს, რომ პოლიტიკოსებთან გარიგებული ვიყავი და მათ სოლიდურ თანხებსაც ვუხდიდი. სწორედ ამ მიზნით შეხვდა ანასტასიაც, უნდოდა მისთვის კონკრეტული ინფორმაცია მიეწოდებინა და ეთქვა, რომ თანხა ჩვენი ოჯახიდან არავის გადაუხდია. რაც შეეხება ადვოკატებს, ალეკო ელისაშვილმა ორი ადამიანის დახმარება გვირჩია და მინდა გითხრათ, რომ მათ მეც ვენდობი. იმედი მაქვს, ისინი ახალ გარემოებას აღმოაჩენენ და
პრეზიდენტსაც სწორ ინფორმაციას მიაწვდიან. ვფიქრობ, ამ საქმეზე პრეზიდენტსაც არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ ელისაშვილთან გარიგდით - თუ ის ახალი ადვოკატების აყვანის შემდეგ პრეზიდენტთან ე.წ. კოკაინის საქმეში დაკავებული პირების შეწყალებაში დაგეხმარებათ, თქვენ კობახიძე-ბესელიას წინააღმდეგ კომპრომატებს მიაწვდით.
- ალეკო ელისაშვილთან მართლაც ვისაუბრე, გარკვეული საკითხები განვიხილეთ, მაგრამ მსგავს გარიგებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ბუნებაში არ მომხდარა ბესელია-კობახიძესთან ფინანსური გარიგება და ამის დამამტკიცებელი საბუთები საიდან უნდა მქონდეს?! სხვათა შორის, ალეკომ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, გულწრფელი ადამიანია და სავარაუდოდ, ვიღაცებმა მისი ამ თვისებით ბოროტად ისარგებლეს. იმედი მაქვს, რომ ეს საქმე მალე დასრულდება და ჩემი უდანაშაულო ოჯახის წევრებიც საპატიმროს მალე დატოვებენ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
537 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი