ნარკოდანაშაულისთვის მალაიზიაში გასამართლებული ბაბუცა გორდაძე საქართველოში დაბრუნდა - გზაპრესი

ნარკოდანაშაულისთვის მალაიზიაში გასამართლებული ბაბუცა გორდაძე საქართველოში დაბრუნდა

მალაიზიაში ნარკოტიკული ნივთიერების გადატანისთვის გასამართებული ბაბუცა გორდაძე საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, გორდაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მალაიზიიდან დღეს, 19:00 საათისთვის, სავარაუდოდ ბაქოს რეისით ჩამოვიდა.

ოჯახის ახლობლებმა მედიის წარმომადგენლებს გორდაძესთან გასაუბრების და მისი გადაღების საშუალება არ მისცეს.

ბაბუცა გორდაძე ნარკოტიკული ნივთიერების გადატანისთვის მალაიზიაში 6 წლის წინ დააკავეს. მასთან ერთად გაასამართლეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დარეჯან კოხტაშვილი. ორივეს სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ სასჯელის ფორმა შეიცვალა და მათ პატიმრობა მიესაჯათ.